დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 31, 2013

„ნისანი“ შემდეგი თაობის GT-R-ს 2016 წელს გამოუშვებს

Next-Gen Nissan GT-R Confirmed for 2016
31 აგვისტო
„ნისანმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ შემდეგი თაობის სუპერ ავტომობილ GT-R-ს 2016 წელს გამოუშვებს. ეს ინფორმაცია პირველად გამოცემა „მოტორ ტრენდმა“ გაავრცელა. ახალ ავტომობილზე ჯერჯერობით ამაზე მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ავტომობილი ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება.

Friday, August 30, 2013

„ბეემვე-ტოიოტას“ ერთობლივ სპორტსმენს Z5 დაერქმევა

The BMW-Toyota Sports Car Is Now Rumored to Be Called Z5
30 აგვისტო

ინტერნეტში, სხვადასხვა გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტულ ავტომობილს, რომელზეც „ბეემვე“ და „ტოიოტა“ ერთობლივად მუშაობენ, ბავარიული კომპანია Z5-ს დაარქმევს. ამასთან, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ახალი ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება.

„მაკლარენმა“ P1 თითქმის ბოლომდე გაჰყიდა

McLaren P1 Nearly Sold Out
30 აგვისტო
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მაკლარენმა“ თითქმის მთლიანად გაჰყიდა თავისი უახლესი სუპერ ავტომობილი P1, რომლის შეძენაც ახლა მხოლოდ ევროპაშიღაა შესაძლებელი და იქაც სულ რამდენიმე ცალიღა დარჩა. ამავე ინფორმაციით, უკვე დიდი ხნის ამოწურულია ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონების ლიმიტები.

„ფორდმა“ ამერიკაში „ფიუჟნის“ წარმოება დაიწყო

Flat Rock Assembly Plant Begins Ford Fusion Production
30 აგვისტო
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ფლეტ როკის (შტატი მიჩიგანი) ქარხანაში, საშუალო ზომის სედან „ფიუჟნის“ წარმოება დაიწყო. ამგვარად, ამ პოპულარულ სედანს, რომელიც უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს ამერიკის ბაზარზე სედანების კლასის ლიდერებს, „ტოიოტა ქემრის“ და „ჰონდა აკორდს“, შეერთებულ შტატებში არსებულ ქარხანაში პირველად გამოუშვებენ.

Thursday, August 29, 2013

კარლოს ტავარესმა „რენო“ დატოვა

Carlos Tavares Parts Ways with Renault Shortly after Saying He’d Like to Run GM or Ford
29 აგვისტო
კორპორატიულ სამყაროში ასეა - თუ ბევრს ილაპარაკებ, რაოდენ კარგი მენეჯერიც უნდა იყო, წასვლა მოგიწევს. ახლახანს სწორედ ასე მოუვიდა „რენოს“ აწ უკვე ყოფილ უფროს მმართველ დირექტორ კარლოს ტავარესს, რომელიც ფრანგულ კომპანიაში ფაქტობრივად მეორე კაცი იყო. სულ ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ტავარესმა ხმამაღლა (სააგენტო ბლუმბერგთან საუბრისას) განაცხადა თავისი სურვილის შესახებ - უხელმძღვანელოს რომელიმე საავტომობილო კომპანიას, კონკრეტულად კი „ფორდს“ ან „ჯენერალ მოტორსს“ და ის „რენოდანაც“ თამაშგარეში დატოვეს.

კეპი, რომელიც 21 მილიონი ევრო ღირს

Is this cap worth 21 million Euros?
29 აგვისტო
მართალია, მიხაერლ შუმახერმა ფორმულა ერთში თავისი სახელოვანი კარიერა დაასრულა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც სარეკლამო ბიზნესში მისი ანაზღაურება, ბევრ მოქმედ პილოტს არც კი დაესიზმრება.

„სუბარუ“ უფრო სპორტულ WRX-ს მერმისს გამოუშვებს

Subaru plans sportier WRX/STI next year
29 აგვისტო
იაპონური კომპანია შემდეგი თაობის სპორტულ სედან WRX-ის სერიულ ვერსიას ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე წარადგენს, რომელიც ნოემბერში გაიმართება. ეს ავტომობილი ბაზარზე მომავალი წლიდან გამოჩნდბა. პირველ რიგში, მას ამერიკელ და იაპონელ მყიდველს შესთავაზებენ.

რიკიარდო „რედ ბულის“ 2014 წლის ბოლიდში ვერ ეტევა

Ricciardo's hips too wide for 2014 Red Bull
29 აგვისტო
„რედ ბულს“ ჯერ არ გამოუცხადებია, თუ ვინ დაიკავებს მარკ ვებერის ადგილს, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილია. საქმე ისაა, რომ მომავალი სეზონის მანქანის შემუშავებისას, საჭიროა პილოტების ტანის პარამეტრების აღება. ამისთვის, კი მილტონ კინსში უკვე მიიწვიეს დანიელ რიკიარდო (ფოტოზე), ვინც სწორედ ვებერის შემცვლელად განიხილება.

„კია ნირო“ - კონცეპტი ფრანკფურტიდან ფრანკფურტის შოუზე

Kia reveals Niro concept in Frankfurt, by Frankfurt and for Frankfurt
29 აგვისტო
რატომ ფრანკფურტიდან, „კია“ ხომ კორეული კომპანიაა? რა თქმა უნდა, კორეულია, მაგრამ ფრანკფურტში მისი დიზაინის ცენტრი მდებარეობს და ეს კონცეპტუალური ავტომობილიც, სახელად „ნირო“, სწორედ ფრანკფურტშია შემუშავებული. ეს არის უგზბის სუბკომპაქტური ავტომობილი, რომელმაც, თუ კონვეიერამდა მიაღწევს, კონკურენცია თავისი სეგმენტის აღიარებულ ლიდერს, „ნისან ჯუკს“ უნდა გაუწიოს.

„ვოლვო“ ფრანკფურტში კონცეპტუალურ „კონცეპტ C-ს“ წარადგენს

Volvo Concept C for Frankfurt debut
29 აგვისტო
„ვოლვომ“ ამ დღეებში ფოტო ტიზერებით გამოცანები შემოგვთავაზა. თან ისე, რომ კითხვის დამსმელის ვინაობა არ ვიცოდით. ტიზერზე მხოლოდ მანქანის წინა ნაწილი იყო ასახული. რა თქმა უნდა, ემბლემის გარეშე. და თუ პრესის გამოხმაურების მიხედვით ვიმსჯელებთ, გამოცანა ვერავინ გამოიცნო. ნუ გაგიკვირდებათ - „ვოლვოს“ ავტომობილები ადვილად ამოსაცნობი კი არის, მაგრამ კონცეპტუალური კიპე „კონცეპტ C“ სრულიად ახალ სტილშია შესრულებული, ისეთში, რომელსაც „ვოლვოს“ (უახლოეს) წარსულთან საერთო ბევრი არაფერი აქვს.

პირველი საკიდარი ენერგიის რეგენერაციის უნარით

ZF, Levant Power to Develop the World’s First Regenerative Suspension
29 აგვისტო
მუხრუჭების ენერგიის რეგენერაცია საავტომობილო მრეწველობაში და ავტოსპორტში უკვე დამკვიდრდა. მაგრამ ალბათ გაგიკვირდათ, როცა სათაური წაიკითხეთ, რადგან საკიდარიდან ენერგიის გამომუშავების სისტემა ადრე არავის გაუკეთებია. მაგრამ მალე აღარც ეს იქნება უცხო ხილი.

Wednesday, August 28, 2013

„დაჩია დასტერი“ ოდნავ შეიცვალა

A Mild Restyle for 2014 Dacia Duster SUV
28 აგვისტო
„რენოს“ ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე კარგად გაყიდვად ავტომობილს, უგზოობის საბიუჯეტო „დაჩია დასტერს“ განახლების დრო დაუდგა და რუმინულმა კომოპანიამაც მას პირველი ფეისლიფტი ჩაუტარა. განახლებული ავტომობილის მსოფლიო პრემიერა, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. მანამდე კი კომპანიამ ავტომობილის პირველი ფოტოები გაავრცელა.

„ფორდის“ კონცეპტუალური „S-მაქსი“ - ახალი მინივენი ევროპისთვის

New Ford S-MAX Concept Previews Next Gen Minivan
28 აგვისტო
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „ფორდის“ სტენდის ერთ-ერთი სიახლე, საშუალო ზომის კონცეპტუალური მინივენი „S-მაქსი“ იქნება, ავტომობილი, რომელსაც ამერიკული კომპანია პირველ რიგში, ევროპული ბაზრისთვის გამოუშვებს. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილიც ცისფერი ოვალის ახალ გლობალურ სტილშია შესრულებული, რომლის დამახასიათებელი ნიშნებიცაა რადატორის ცხაური და თითქმის წინა საყრდენის ქვედა წერტილამდე დაგრძელებული წინა ფარები.

Tuesday, August 27, 2013

ჰამილტონი სინგაპურში გარდატეხას აპირებს

Motor racing-Hamilton targets Singapore as a turning point
27 აგვისტო
ლუის ჰამილტონი იმედოვნებს, რომ სინგაპურის დიდი პრიზიდან მოყოლებული, ის კვლავ შეძლებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას და დაწინაურებული სებასტიან ფეტელისთვის კონკურენციის გაწევას. სპაზე ფეტელმა ამ სეზონში მეხუთე გამარჯვება (11-დან) მოიპოვა, რის შემდეგაც, უახლოეს მდევარ ფერნანდო ალონსოსთან მისმა უპირატესობამ 46 ქულას მიაღწია. სეზონის დასრულებამდე კი რვა ეტაპია დარჩენილი.

„ნისანს“ თვითმავალი ავტომობილები მზად 2020 წელს ექნება

Nissan Announces Unprecedented Autonomous Drive Benchmarks
27 აგვისტო
დღეს თვითმავალი და ავტოპილოტზე მომუშავე ავტომობილები უკვე უტოპიად აღარ ითვლება. „გუგლმა“ ამის მაგალითი ყველას მისცა და მალე, რამდენიმე ავტომწარმოებელი, სწორედ თვითმავალი ავტომობილების წარმოებას დაიწყებს. ასეთებს შორის, „მერსედეს-ბენცი“, „ვოლვო“, „ფოლკსვაგენი“, „ფორდი“ და „ნისანიც“ იქნებიან. „ნისანი“ იმასაც შეგვპირდა, რომ თავისი თვითმავალი სერიული ავტომობილის წარმოების დაწყების საშუალება, 2020 წელს ექნება.

„ფოლკსვაგენის“ ელექტრიფიკაცია ფრანკფურტში იწყება

World premieres of the e-Golf and e-up! as leading duo
27 აგვისტო
ვოლფსბურგული საავტომობილო გიგანტის ელექტრო პიონერები კომპაქტური „e-გოლფი“ და ჯუჯა e-up! იქნებიან. ამ ავტომობილების ფრანკფურტული მსოფლიო პრემიერით, „ფოლკსვაგენი“ თავისი ისტორიის ახალ ნაწილს დაიწყებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მიიღებს მათ ბაზარი. კარგად რომ მიიღებს, ამის გარანტიას კი ორივეს მახასიათებლები იძლევა.

ალონსოს ფეტელის უიღბლობის იმედი აქვს

Alonso hopes bad luck strikes Vettel
27 აგვისტო
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ მისი საჩემპიონო იმედების ასასრულებლად, სებასტიან ფეტელის ავარიაა საჭირო, დაახლოებით ისეთი, როგორიც მას გასულ სეზონში, ბელგიაში შეემთხვა. ბელგიური ეტაპის შემდეგ აშკარაა, რომ ფეტელს მეოთხე ტიტული პრაქტიკულად განაღდებული აქვს და მას მხოლოდ აშკარა უიღბლობა თუ დააკარგვინებს.

„ინფინიტი Q30“ - „ეთერეას“ კონცეპტუალური შთამომავალი

Infiniti Releases First Photo of Q30 Compact Hatchback Concept
27 აგვისტო
მალე კომპაქტური ჰეჩბეკების პრემიუმ სეგმენტში ახალი მოთამაშე - „ინფინიტი Q30“ გამოჩნდება, რომლის წინასერიული ვერსიის მსოფლიო პრემიერაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. ავტომობილი, რომელიც იაპონური კომპანიის დიზაინის ახალი დირექტორის, ალფონსო ალბაისას ხელმძღვანელობით შეიქმნა, თავისი გარეგნობით ჰეჩბეკიცაა და იმავდროულად, ქროსოვერსაც ჰგავს და კუპესაც. სხვათა შორის, ადრე კომპანიის შეფი ენდი პალმერი ამბობდა, რომ Q30 არ იქნება ტიპიური ჰეჩბეკი და ის „აუდის“ A3-სა და Q3-ს შორის შუალედურ ნიშას შექმნის.

„ფორდი“ „ფიუჟნის“ წარმოებას ზრდის და „ქემრის“ გაეჯიბრება

Ford poised to ramp up Fusion output to challenge Camry
27 აგვისტო
ათ წელზე მეტია, ამერიკის ბაზარზე, სედანეზების კლასის უცვლელი ბესტ სელერი „ტოიოტა ქემრია“, თუმცა მის ბატონობას შეიძლება მალე წერტილი დაესვას. იაპონური ავტომობილისთვის ხიფათის შემცველია „ფორდ ფიუჟნის“ მზარდი პოპულარობა. იმდენად მზარდი, რომ ცისფერი ოვალი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ძლივს ასწრებს. ძალიან მალე, ამერიკული კომპანია „ფიუჟნის“ წარმოებას, დეტროიტის გარეუბანში მდებარე ფლეტ როკის ქარხანაშიც შეუდგება.

Monday, August 26, 2013

ფორმულა 1 მექსიკაში ბრუნდება

Mexican Grand Prix set for 2014 Formula 1 calendar slot
26 აგვისტო
არაა გამორიცხული, რომ მომავალი სეზონის კალენდარში მექსიკის დიდი პრიზისთვისაც მოიძებნოს ადგილი. უფრო მეტიც, პადოკში გავრცელებული ინფორმაციით, მექსიკა უკვე შეტანილია კალენდრის პირვანდელ ვარიანტში. როგორც ჟურნალმა „ავტოსპორტმა“ დაადგინა, მექსიკური რბოლის ჩატარებით, ბერნი ეკლსტროუნია დაინტერესებული.

„ინსიგნია OPC“ განახლდა და გაძლიერდა

New Insignia OPC: World Premiere for the Ultimate Opel Powerhouse
26 აგვისტო
ეს უნივერსალი, სახელად „ინსიგნია OPC“, აქამდეც გერმანული კომპანიის სამოდლო გამის ყველაზე მძლავრი და ტემპერამენტიანი ავტომობილი იყო. ამიერიდან კი ის კიდევ უფრო დაიხვეწა და გალამაზდა. რეალურად, „ოპელის“ პირველი ავტომობილი, რომელზეც კონცეპტუალური „მონცას“ ახალი სტილის ელემენტები დაინერა, სწორედ „ინსიგნია OPC-ა“.

მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ სპას ტრეკი ასეთ დონეს მიაღწევდა...

1955 Belgian GP movie tells the story of Spa
26 აგვისტო
ბელგიური დიდი პრიზის წინ, რბოლის სპონსორმა, ნავთობკომპანია „შელმა“ მის მიერ „ფერარისთან“ ერთად, 1955 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება მოაწყო, რომელზეც ბელგიის 1955 წლის დიდი პრიზის რბოლაა ასახული. პარტნიორებმა ჩვენება ორიგინალურად დააანონსეს - ფერნანდო ალონსომ და ფელიპე მასამ, 50-იანი წლების ავტომობილისტების ფორმაში გამოწყობილებმა, ლამაზმანებთან ერთად, ფოტო სესია ჩაატარეს.

Sunday, August 25, 2013

რაიკონენის მანქანა ვიზორის ნამტვრევმა დააზიანა

Belgian GP: Visor tear-off led to Kimi Raikkonen's Lotus retiring
25 აგვისტო
„ლოტუსში“ ვარაუდობენ, რომ კიმი რაიკონენის მანქანაზე მუხრუჭების დაზიანება, მუხრუჭების სისტემაში პილოტის ჩაფხუტის ვიზორის ნამტვრევის მოხვედრამ გამოიწვია. ამის გამო, ფინელმა პილოტმა რბოლის დასრულება ვერ შეძლო, რის გამოც, მისი საჩემპიონო შანსები მინიმუმამდე შემცირდა.

„ლენდ როვერი“ განახლებულ „დისქავერის“ წელს გამოუშვებს

Land Rover Discovery facelift to go on sale this year
25 აგვისტო
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „ლენდ როვერი“ თავისი უგზოობის პოპულარული ავტომობილის, „დისქავერის“ განახლებულ ვერსიას წარადგენს. კომპანიამ პრაქტიკულად დაასრულა ავტომობილის სატესტო პროგრამა და მალე მის სერიულ წარმოებასაც დაიწყებს. განახლებული „დისქავერი“ ბაზარზე ამ წლის ბოლოს გამოჩნდება.

„ფორდი“ ბერლინში ახალ კონცეპტს გაგვაცნობს

Ford to Debut New Concept Car in Berlin Next Month
25 აგვისტო
„ფორდს“ სრულიად ახალი კონცეპტუალური ავტომობილი აქვს შემუშავებული, რომელსაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე კი არა, ბერლინის სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა IFA-ზე წარადგენს. ამ ავტომობილის ჯერჯერობით ფოტოებიც და ტექნიკური მახასიათებლებიც დაფარულია. თუმცა, ამერიკული კომპანია გვპირდება, რომ ეს არის ავტომობილი, რომელზეც არაერთი უახლესი ტექნოლოგიაა გამოყენებული. მათ შორის, უსაფრთხოებისა და კომფორტის საშუალებები.

დანი სორდომ პირველად მოიგო WRC რბოლა

Sordo claims maiden win at Rallye Deutschland
25 აგვისტო
უკვე ათი წელია, რაც ესპანელი დანი სორდო რალის მსოფლიო ჩემპიონტზე ასპარეზობს, პირველი გამარჯვება კი გერმანიაში მოიპოვა. არადა, იმ 106 რბოლიდან, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო, თითქმის მესამედი - 34 კვარცხლბეკზე დაასრულა. კარგა ხანს მას „სიტროენი“ სებასტიან ლოების მემკვიდრედაც კი თვლიდა, მაგრამ ამ პოტენციალის რეალიზება აქამდე იმავე ლოების „წყალობით“ ვერ ხერხდებოდა.

დიდი ნაბიჯი ზედიზედ მეოთხე ტიტულისკენ

Motor racing-Vettel stretches lead with Belgian victory
25 აგვისტო
სებასტიან ფეტელის გადამკიდე, მალე ალბათ ყველა გუნდი, მათ შორის „რედ ბულიც“, მომავალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. ფეტელს რა ენაღვლება, ზედიზედ მეოთხე ტიტული პრაქტიკულად ჯიბეში აქვს. მისი ლიდერობა იმდენად მტკიცეა, რომ ერთი წაბორძიკებაც კი ვერ შეარყევს მის სიმყარეს. მოკლედ, ამ საფუძვლიანი ვარაუდების ერთი ასეთი ბეჭედი მონცაზე და შეგვიძლია, ეს სეზონი დასრულებულად გამოვაცხადოთ. მერე მთავარ ინტრიგად სატრანსფერო „სილი სიზონი“ დაგვრჩება, თუმცა მისი დასრულებაც, კვანძის გახსნა მაინც, იტალიაშია მოსალოდნელი.

Saturday, August 24, 2013

განახლებული „შევროლე კამაროს“ ღია ვერსია პრემიერის წინ

First Photos of New 2014 Chevrolet Camaro Convertible, Debuts in Frankfurt
24 აგვისტო
„შევროლემ“ თავისი განახლებული „კამაროს“ ღია ვერსიის მსოფლიო პრემიერის ადგილად, ფრანკფურტის მოტორ შოუ აირჩია. მანამდე კი ამ ავტომობილის ფოტოები და მის შესახებ მცირე ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა. უნდა ითქვას, რომ ამერიკულ და ევროპულ ვერსიებს შორის სხვაობა პრაქტიკულად არაა. ოღონდ, რატომღაც ამერიკულმა კომპანიამ ევროპულ ვერსიაზე უჩვეულოდ დიდი გარე სარკეები დააყენა, როცა ამერიკულ ვერსიაზე ისინი მომცრო და ოპტიმალური ფორმისაა.

„სილი სეზონი“ ბატონსაც შეეხო

Now Button joins Formula One's 'silliest silly season'
24 აგვისტო
ასეთი მართლა გიჟური სატრანსფერო სეზონი, უკვე დიდი ხანია, ფორმულა ერთს არ ჰქონია. ის უკვე იმ პილოტებსაც შეეხო, რომლებსაც მომავალ სეზონზე კონტრაქტები აქვთ. მაგალითად, ჯენსონ ბატონს, რომელიც „სილი სიზონის“ მარაქაში სპა ფრანკორშანზე გარიეს. ამჯერად აჟიოტაჟი „ტელეგრაფის“ რეპორტიორ ტომ ქერის და ჯენსონ ბატონის საუბარმა გამოიწვია.

ნიუ ჯერსის რბოლა არც მერმისს გაიმართება

New Jersey 'mess' not on 2014 calendar - Ecclestone
24 აგვისტო
ფორმულა ერთში ჭარბი რბოლების პრობლემა უმტკივნეულოდ მოგვარდა - მომავალი სეზონის კალენდრიდან ისევ ამოვარდა ნიუ ჯერსის „გრან პრი ოფ ამერიკა“. ამგვარად, ამერიკას ისევ არ ექნება ორი ეტაპი, ავსტრია კი „მშვიდად“ დაიკავებს იმ ადგილს (კალენდარში), რომლის დაკავებაც ამ სეზონშიც შეეძლო და სურდა.

შუმახერი არ ბრუნდება

Schumacher not entering race for Red Bull seat
24 აგვისტო
ბელგიაში, პილოტების სატრანსფერო „სილი სიზონი“ ლამის მართლა გადაირია - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხაელ შუმახერი კიდევ ერთ დაბრუნებას გეგმავს, ამჯერად „რედ ბულის“ მანქანით. ბევრს მართლა ვერ წარმოუდგენია, რომ „რედ ბულმა“ უარი უთხრა კიმი რაიკონენს მხოლოდ იმისთვის, რომ დანიელ რიკიარდო მიიღოს. ამიტომ, ზოგიერთის ფანტაზიას თვით მიხაელ შუმახერიც კი გაახსენდა, რომელმაც „მერსედესში“ სამი წელი წყალი ნაყა.

ჰამილტონის ზედიზედ მეოთხე პოული

Motor racing-Hamilton takes fourth pole in a row
24 აგვისტო
წვიმის გამო, ბელგიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, განსაკუთრებით კი მისი მესამე ნაწილი, ნამდვილ ლატარეას დაემსგავსა. ბოლო სეგმენტის განმავლობაში, გაწვიმებაც მოასწრო, გადაღებაც და ასფალტის ოდნავ შეშრობაც. რამაც ლამის სენსაციური შედეგი შემოგვთავაზა. ბრიტანელი პოლ დი რესტა თავის კარიერაში პირველ პოულთან ძალიან ახლოს იყო, კვალიფიკაციის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე, სწორედ მისი გვარი ეწერა ცხრილის სათავეში, მაგრამ „რედ ბულის“ და „მერსედესის“ პილოტებმა სენსაცია არ ისურვეს, მათგან ყველაზე სწრაფი კი ლუის ჰამილტონი აღმოჩნდა, რომელმაც ასპარეზობა ბოლომ დაასრულა და პოულსაც სწორედ ის დაეუფლა.

Friday, August 23, 2013

„იაგუარმა“ თავისი ფლაგმანი XJ განაახლა

Mild Updates for European Market 2014 Jaguar XJ
23 აგვისტო
„იაგუარმა“ თავისი ფლაგმანი სედანი XJ განაახლა. ავტომობილი გარეგნულად თითქმის არ შეცვლილა. სამაგიეროდ, მისი აღჭურვილობა გამდიდრდა და სალონი გაცილებით უფრო კომფორტული გახდა. სალონის ეკიპირებაში გაუმჯობესებული გასართობი მულტიმედიური სისტემა გამოჩნდა, რაც ამ ავტომობილით მოგზაურობას კიდევ უფრო სახალისოს და სასიამოვნოს გახდის.

ჰულკენბერგი „ფერარიში“ გადასასვლელად მზადაა

Hulkenberg 'ready' for Ferrari move
23 აგვისტო
გერმანულ გაზეთ „ველტთან“ საუბრისას, ნიკო ჰულკენბერგმა განაცხადა, რომ მზადაა იმ შემთხვევისთვის, თუ „ფერარი“ თავისთან უხმობს. უფრო მეტიც, გაზეთი ირწმუნება, რომ მარანელოელებსა და გერმანელი მრბოლის მენეჯერებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია. იმავდროულად, ბრიტანული „გარდიანი“ იტყობინება, რომ „ფერარი“ ბელგიაში, ან იტალიაში რბოლის შემდგ გადაწყვეტს, გაუგრძელებს თუ არა კონტრაქტს ფელიპე მასას.

„პორშე“ კიდევ ერთ ოთხკარიან მოდელს გამოუშვებს?

Porsche's Plan for More Models and More Profits
23 აგვისტო
„პორშე“ მადაზე მოდის. თუ ადრე მისთვის უჩვეულო მოდელების - უგზოობის „კაიენის“ და სედან „პანამერას“ წარმოების დაწყებაზე დიდხანს იფიქრა, უგზოობის „მაკანსა“ და სედან „პაიუნზე“ გადაწყვეტილება გაცილებით სწრაფად მიიღო. და როგორც ირკვევა, ესეც არაა ზღვარი. გამოცემა „ავტომობილი“ გვატყობინებს, რომ გერმანული კომპანია ახალი ოთხკარიანი, თანაც შუაძრავიანი (!) ავტომობილის წარმოების მიზანშეწონილებაზე ფიქრობს.

ფეტელი ვერც გამსკდარმა საბურავმა შეანელა

UPDATE 1-Motor racing-Vettel suffers blowout but still fastest
23 აგვისტო

„პირელის“ საბურავები ისევ ფორმულა ერთის მთავარ თემად იქცა. დროებით მაინც - მეორე პრაქტიკის დროს, როდსაც ცხრილის სათავეში უკვე იმყოფებოდა, სებასტიან ფეტელს უკანა მარჯვენა საბურავი დაუზიანდა. „პირელიმ“ სასწრაფოდ დაიწყო საბურავის დაზიანების მიზეზის გამოკვლევა, თუმცა ჯერ ვერაფერი დაადგინა.

„ნისან პატრული“ გინესის რეკორდების წიგნში

Nissan Patrol Pulls 170-Ton Plane, Sets New World Record
23 აგვისტო
„ნისანმა“ გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა - სერიული ავტომობილით უმძიმესი თვითმფრინავი გააგორა. იაპონური კომპანიის მხრიდან, რეკორდული მისია უგზოობის დიდმა ავტომობილმა, „პატრულმა“ შეასრულა, რომელმაც 170.9-ტონიანი სატვირთო თვითმფრინავი ილ-76 ჩაიბა და 50 მეტრზე ბუქსირით გააგორა. ეს ყველაფერი კი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, აეროპორტ შარიაში მოხდა.

სეზონი ალონსოს უსწრაფესი წრით განახლდა

Motor racing-Alonso fastest as Formula One gets back on track
23 აგვისტო
ფორმულა ერთში არდადეგები დასრულდა და დიდმა ქარავანმა მორიგი ბანაკი სპა ფრანკორშანთან დასცა, სადაც ბელგიის დიდი პრიზისთვის უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი. სწორედ სპასა და მის შემდგომ მონცაზე, ბევრი რამ გაირკვევა - გააგრძელებენ თუ არა ტოპ საჯინიბოები ახლანდელი მანქანების სრულყოფას, თუ მთელ თავიანთ რესურსებს ახლების შემუშავებაზე მიმართავენ. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიკვეთება სატრანსფერო სეზონის ძირითადი საკითხი - ვინ დაიკავებს „რედ ბულში“ მარკ ვებერის ადგილს და სად გააგრძელებს თავის კარიერას კიმი რაიკონენი. სხვათა შორის, სილი სიზონს ბელგიაში ახალი, ძალიან საინტერესო ხმები დაემატა, რომლებზეც ცალკე მოგიყვებით...

Thursday, August 22, 2013

„ბეემვეს“ პლაგ-ინ ჰიბრიდული „კონცეპტ X5 eდრაივი“

New BMW Concept5 X5 eDrive has a Plug-in Hybrid System
22 აგვისტო
გარდა იმისა, რომ მალე „ბეემვე“ ოფიციალურად დაიწყებს თავისი პირველი ელექტრომობილების - i3-ის და i8-ს გაყიდვებს, ბავარიული კომპანია თავისი ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ელექტრულ ვერსიებსაც ამზადებს. ამის ერთ-ერთი ნიმუშია უგზოობის პოპულარულ X5-ის კონცეპტუალური პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსია, სახელად „კონცეპტ X5 eდრაივი“, რომლის მსოფლიო პრემიერაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.

„ფერარი 458 იტალიას“ ექსტრემალური ვერსია ფრანკფურტში

Frankfurt motor show: Ferrari 458 Speciale
22 აგვისტო
„ფერარი 458 სპეჩალე“ - ასე ჰქვია სათაურში ნახსენებ ავტომობილს, რომელიც „ფერარი 458 იტალიას“ ექსტრემალური ვერსიაა და რომლის პრემიერაც ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება. ეს ავტომობილი იმითაცაა საინტერესო, რომ მასზე არაერთი ახალი ტექნიკური გადაწყვეტაა გამოყენებული, რომლებსაც იტალიური კომპანია თავის მომავალ საგზაო ავტომობილებზე დანერგავს. მარანელოელები თავიანთ ახალ შედევრს შემდეგი განსაზღვრებით წარმოგვიდგენენ: „ეს არის სრულიად ახალი, უკომპრომისო, გარსშემოდენილი სპორტული ავტომობილის კონცეპცია“.

„რეინჯ როვერების“ ჰიბრიდული ვერსიები

Land Rover Unveils Hybrid Range Rover Models
22 აგვისტო
„ლენდ როვერმა“ წარმოებისთვის ორი ახალი ავტომობილი მოამზადა, რომლებიც მისივე განმარტებით, „მსოფლიოში პირველი დიზელის ჰიბრიდებით აღჭურვილი უგზოობის პრემიუმ ავტომობილებია“. უფრო კონკრეტულად კი, ეს არის „რეინჯ როვერის“ და „რეინჯ როვერ სპორტის“ ჰიბრიდული ვერსიები. ორივე ავტომობილი V6 დიზელითა და ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ისეთივე მახასიათებლებს იძლევა, როგორსაც TDV8 აგრეგატი და სამაგიეროდ, გაცილებით ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთაა.

„ფოლკსვაგენი“ ფრანკფურტში: „e-გოლფი“, „გოლფ R“ და კიდევ ერთი...

Electrifying moments: The Volkswagen stand at IAA 2013
Highlight cars: e-Golf, new Golf R plus one further world premiere
22 აგვისტო
„ფოლკსვაგენმა“ ფრანკფურტის 65-ე მოტორ შოუსთვის თავისი გეგმები გაგვაცნო - გერმანული კომპანია შოუს დამთვალიერებლებს თავის სამ ძირითად სიახლეს წარუდგენს, რომელთაგან ორი „გოლფის“ ვარიანტია, ერთი კი ავტომობილი, რომელსაც ჯერ ინკოგნიტოდ ინახავს. საერთო ჯამში კი ვოლფსბურგელთა საგამოფენო პავილიონში ელექტრომობილების სიმრავლე იქნება თვალში საცემი. ელექტრული „გოლფის“ გარდა, იქ XL1-ს და e-up!-საც ნახავთ.

„აუდიმ“ განახლებული და გაძლიერებული A8/S8 გვიჩვენა

Audi's More Powerful, Better Looking 2014 A8 and S8 Facelift Sedans
22 აგვისტო
როგორც დაგეგმილი იყო, 21 აგვისტოს „აუდიმ“ თავისი ფლაგმანი სედანი A8/S8 გაგვაცნო. გარდა იმისა, რომ ავტომობილის გარეგნობა ოდნავ შეიცვალა, მისი ძრავების გამაც უფრო მძლავრი და ეფექტური აგრეგატებით შეივსო. ეკიპირებაში შევიდა დამხმარე სისტემები, მთავარი სიახლე კი, როგორც ინგოლშტადტელები ადრეც იუწყებოდნენ, შუქდიოდური მატრიცული ფარებია.

Wednesday, August 21, 2013

„ფერარი“ ახალ ჰიბრიდებსაც შეიმუშავებს

Ferrari to Develop New Hybrids
21 აგვისტო
წლის დასაწყისში, ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ „ფერარი“ ელექტრული სუპერ ავტომობილების წარმოებას მანამ არ აპირებს, სანამ მარანელოში ისაა უფროსი. სამაგიეროდ, მანვე აღნიშნა, რომ მისი კომპანია ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს განავითარებს. და რა თქმა უნდა, ახალ ჰიბრიდულ ავტომობილებსაც გამოუშვებს.

365 ცხენის ძალა საპოლიციო „ფორდ ექსპლორერისთვის“

Ford Adds 365HP Turbo'd V6 Option to Explorer Police Interceptor Utility Vehicle
21 აგვისტო
მალე, აშშ-ის პოლოციის დეპარტამენტს საშუალება მიეცემა,  თავისი „ექსპლორერ პოლის ინტერსეპტორები“ სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი V6 ძრავებით აღჭურვოს. „ფორდი“ ამ ძრავს უკვე სთავაზობს სამოქალაქო „ექსპლორერების“ და „ტაურასების“ მყიდველს.

„კადილაკი“ კონცეპტუალური „ელმირაჟის“ გამოშვებას არ გამორიცხავს

GM Says Cadillac Elmiraj Coupe Concept is "Very Doable"
21 აგვისტო
პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონცეპტუალური ექსპონატი, „კადლაკ ელმირაჟი“ იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ „კადილაკი“ გლობალური ბრენდი ხდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ავტომობილი ფრანკფურტის მოტორ შოუზეც გამოჩნდება და ამ შემთხვევაშიც, შოუს ერთ-ერთი შოუსტოპერი გახდება. უფრო მეტიც, როგორც „კადილაკის“ ხელმძღვანელები აღიარებენ, ეს ავტომობილი თავისუფლად შეიძლება გახდეს კონცეპტუალურზე მეტი.

კონცეპტუალური „მონცა“ – „ოპელის“ მომავალი

Monza Concept: This Is Opel Tomorrow
21 აგვისტო
მსოფლიო პრემიერამდე სამიოდ კვირით ადრე, „ოპელმა“ თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილის, „მონცას“ ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კომპანიის განმარტებით, ამ კონცეპტუალური ავტომობილის სახით, „ოპელის“ შემდეგი თაობის მოდელების სტილს ვხედავთ.

Tuesday, August 20, 2013

განახლებული „ევოუკი“ 9-საფეხურიანი კოლოფით

2014 Range Rover Evoque Mildly Refreshed, Gains 9sp Gearbox and New Tech
20 აგვისტო
„რეინჯ როვერ ევოუკის“ გამოშვება მართლაც საზრიანი სვლა იყო, რომელიც „ლენდ როვერმა“ გააკეთა. 18 თვე გავიდა ბაზარზე მისი გამოსვლიდან და უკვე 170 000 ცალია გაყიდული. კონცეპტუალური ავტომობილებისთვის დამახასიათებელი თამამი სტილი, მდიდრული ინტერიერი და შესაშური დინამიკური მახასიათებლები - ეს ის ინგრედიენტებია, რომლებიც „ევოუკის“ წარმატებებს განაპირობებენ. ახლახანს კი მათ კიდევ ერთი შეემატა - 9-საფეხურიანი ავტომტური კოლოფი. ამასთან, ბრიტანულმა კომპანიამ ავტომობილის ინტერიერი და ექსტერიერი კიდევ უფრო დახვეწა.

„მერსედეს-ბენცმა“ გაყიდვების ყველა დროის რეკორდი მოხსნა

Mercedes-Benz Breaks All-Time Production Record
20 აგვისტო
„მერსედეს-ბენცი“ გაყიდვების და წარმოების რეკორდებს ხსნის. წლის პირველი ნახევრის განმავლობაში, 694 433 ცალი ავტომობილია გაყიდული, რაც 6.4 პროცენტით მეტია შარშანდელი იმავე პერიოდის გაყიდვებზე. უფრო მეტიც, გერმანულმა კომპანიამ, თავის ყველა საწარმოში, 700 000-ზე მეტი სამგზავრო ავტომობილი გამოუშვა, რაც ასევე ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია.

რაიკონენის „ფერარიში“ დაბრუნება გამორიცხული არაა

Raikkonen not ruling out Ferrari return - manager
20 აგვისტო
კიმი რაიკონენის მენეჯერი არ გამორიცხავს ფინელი მრბოლის „ფერარიში“ დაბრუნებას. მართალია, იტალიურმა გუნდმა უარყო ეს ვერსია, მაგრამ სტივ რობერტსონმა ბიბისისთან საუბრისას განაცხადა: „სანამ გუნდები თავიანთ შემადგენლობას ოფიციალურად გამოაცხადებენ, ჩემი საქმეა, მათთან მოლაპარაკება ვაწარმოო“. ფ1-ის ენაზე ეს ნიშნავს, რომ რობერტსონი „ფერარისთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს. უბრალოდ, გამოცდილმა მენეჯერმა ამის პირდაპირ თქმა არ ისურვა.