დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 29, 2014

„ფორდმა“ ფოლადისტანიანი F-150-ის წარმოება შეწყვიტა

Ford Ends Production of Steel-Bodied F-150
29 აგვისტო
„ფორდის“ დირბორნის (დეტროიტის გარეუბანი, შტატი მიჩიგანი) პიკაპების ქარხანამ, ახლანდელი თაობის, ფოლადისტანიან პიკაპ F-150-ის წარმოება შეწყვიტა. ცისფერი ოვალი ახალი F-150-ის წარმოებისთვის ემზადება, რომლის სტრუქტურაც, პირველად ამ მოდელის ისტორიაში, მეტწილად ალუმინისგანაა დამზადებული. ამის წყალობით, ის „ფორდის“ ისტორიაში ყველაზე ეკონომიური პიკაპია. თუმცა, ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ ალუმინის გამო, ავტომობილი ბაზარზე ლიდერის პოზიცას დათმობს.

ფეტელი მონცაზე ახალი შასით გამოვა

Sebastian Vettel to get new F1 chassis for Italian GP
29 აგვისტო
სებასტიან ფეტელი იტალიის დიდ პრიზზე ახალი შასით იასპარეზებს. „რედ ბული“ ცდილობს, მიაგნოს მიზეზს, რომლის გამოც, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ბელგიურ ეტაპზე სიჩქარე აკლდა. და ეს იმ დროს, როცა კვალიფიკაცია შესანიშნავად ჩაატარა. გუნდის შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, სპაზე ფეტელი იმდენად არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, რომ ეს მანქანის დაზიანების შედეგი უნდა ყოფილიყო.

როსბერგმა ჰამილტონს მოუბოდიშა

Nico Rosberg admits 'error of judgement' in Lewis Hamilton clash
29 აგვისტო
„მერსედესის“ პილოტებს შორის დაძაბულობა მოიხსნა, ცოტა ხნით მაინც - სპა ფრანკორშანზე მომხდარი ინციდენტის გამო, ნიკო როსბერგმა ლუის ჰამილტონს საჯაროდ მოუბოდიშა. სამქიმიანებმა თავიანთ პილოტებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას სპეციალური შეხვედრა მიუძღვნეს, რომელშიც როსბერგის და ჰამილტონის გარდა, გუნდის დირექტორები, ტოტო ვოლფი და პადი ლოუ მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, განხილვის საგანი, სპაზე მომხდარი ავარია იყო, რომლის გამოც, გერმანულმა გუნდმა დუბლის შესრულება ვერ შეძლო.