დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, February 12, 2014

განახლებული „ფერარი კალიფორნია“ ტურბო ძრავით

New Ferrari California T, as in 552HP Turbo, Officially Revealed
12 თებერვალი
იყო დრო, როცა „ფერარი“ ატმოსფერულ ძრავებზე იყო ჩაციკლული. იშვიათ გამონაკლისებს (მათ შორის, F40-საც) თუ არ ჩავთვლით, მისი ავტომობილები ძირითადად ატმოსფერული მრავალცილინდრიანი (V8, V10 და V12) ძრავების ღრიალით ნუსხავდა ავტომოყვარულებს და რა თქმა უნდა, მყიდველს. მაგრამ დროს თავისი მოაქვს (ან მიაქვს).

შუმახერს ფილტვების ანთება აქვს

Schumacher contracts pneumonia - reports
12 თებერვალი
არაა გამორიცხული, რომ მიხაელ შუმახერის მართული კომიდან გამოყვანის პროცესი დროებით შეჩერდა, რადგან როგორც ირკვევა, მას ფილტვების ანთება აქვს. გაზეთ „ბილდ-ცაიტუნგის“ ინფორმაციით, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ამჟამად ანტიბიოტიკებით მკურნლობენ.

„უილიამსი“ „მარტინის“ ფორმაში გამოეწყობა

Martini-branded Williams team shirt emerges
12 თებერვალი
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალ სეზონში „უილიამსის“ ერთ-ერთი მთავარი სპონსორი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი იტალიური კომპანია „მარტინი“ იქნება. უფრო მეტიც, ბრიტანული საჯინიბოს ბოლიდებზე, დომინანტი სწორედ „მარტინის“ ლოგო და ფერები იქნება. შესაბამისად, ავტომობილი თეთრად შეიღებება და ის ლურჯი და წითელი ზოლებით გაფორმდება.

FIA ცხვირების რეგლამენტს შემდეგი სეზონისთვის შეცვლის

FIA set to tweak nose regulations for 2015
12 თებერვალი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA), 2015 წლის სეზონისთვის, ფორმულა ერთის ბოლიდების ცხვირების ახალი რეგლამენტის შემუშავებას აპირებს. როგორც ცნობილია, რბოლების უსაფრთხოების გასაუმჯობე

კიდევ ერთი ახალი „მაკლარენი“ – 650S

New McLaren 650S to Debut in Geneva, Slots Between 12C and P1
12 თებერვალი
ფოტოზე მცირე დეტალია გამოსახული იმ ავტომობილისა, რომელსაც მალე „მაკლარენი“ გაგვაცნობს. ეს ჟენევის მოტორ შოუზე მოხდება. ეს იქნება უოკინგელთა მესამე ავტომობილი და მისი სახელია 650S. კომპანიის გამაში ის 12C-სა და P1-ს შორის არსებულ ნიშას შეავსებს.