დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 8, 2013

„ტოიოტა“ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დასაბრუნებლად ემზადება

Toyota Yaris World Rally Car under construction
8 დეკემბერი
„ტოიოტა“ თავის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „იარისს“ რალის მსოფლიო ჩემპიონატის (WRC) სპეციფიკაციების შესაბამისად ამზადებს. ეს ფაქტი საკმარისი საბაბია იმის სავარაუდოდ, რომ იაპონური კომპანია რალის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებას აპირებს. ამ ინფორმაციას, ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ პარტნიორი გამოცემა, „მოტორსპორტ ნიუსი“ ავრცელებს.

„ფორდ ეჯის“ ევროპული დებიუტი ბარსელონში

Ford Edge Concept Makes European Debut in Barcelona
8 დეკემბერი
ახალი „მუსტანგის“ გარდა, „ფორდმა“ ბარსელონაში, თავისი კიდევ ერთი ავტომობილის, უახლეს კონცეპტუალურ ქროსოვერ „ეჯის“ და პატარა კონცეპტუალურ ჰეჩბეკ „კას“ ევროპული პრემიერა ჩაატარა. სამივე პრემიერა, ცისფერი ოვალის გლობალიზაციის ნიშნით და დევიზით „გოუ ფართერ“ ჩატარდა. თავისი გლობალური სტრატეგიის წყალობით, „ფორდი“ მსოფლიოსა და ევროპის ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებას ცდილობს, რაშიც ეს სამი მოდელი მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„ჰიუნდაის“ „ქარMD-ს“ ინდექსმა „ტოიოტასას“ აჯობა

Hyundai tops Toyota in annual CarMD Vehicle Health Index
8 დეკემბერი
ამერიკულ კორპორაცია „ქარMD-ს“ საქმიანობა, ამერიკის ბაზარზე გაყიდული ავტომობილების რემონტის სტატისტიკის შეგროვებას და ანალიზს უკავშირდება. კორპორაცია მონაცემებს წლების განმავლობაში აგროვებს და ბუნებრივია, როცა ის ავტომწარმოებლებს, „ავტომობილის სიცოცხლისუნარიანობის ინდექსებს“ ურიგებს, ამას ყველა მოუთმენლად ელის.

„ტომაჰავკი“ - კანადური სუპერ კიტ ქარი

Dubuc Canadian DIY supercar to debut in Montreal
8 დეკემბერი
კიტ ქარების მწარმოებელმა კანადურმა კომპანია „დუბუკ სუპერ ლაით ქარზმა (SLC)“ ინტერნეტით თავისი შუაძრავიანი, ძალიან მსუბუქი კიტ ავტომობილი გაგვაცნო. ავტომობილი, რომელსაც სახელად „ტომაჰავკი“ ჰქვია, მხოლოდ 907 კილოგრამს იწონის. მისი მსოფლიო პრემიერა იანვარში, მონრეალის საერთაშორისო ავტო შოუზე ჩატარდება.

„აუდიმ“ ახალი სარბოლი პროტოტიპი გვიჩვენა

New Audi LMP1 breaks cover
8 დეკემბერი
„აუდი“ თავის სარბოლო პროტოტიპ R18-ის მეოთხე თაობის პრემიერას ხვალ ჩაატარებს, თუმცა მისი პირველი ფოტო დღესვე გაავრცელა ინტერნეტით. ავტომობილი ამერიკის სებრინგის ტრეკზე იმყოფება, სადაც ხვალიდანვე შეუდგება ახალი სეზონისთვის მზადებას.

„რეინჯ როვერ სპორტის“ მორიგი აღიარება

Range Rover Sport beats Jeep models, nabs Four Wheeler of the Year award
8 დეკემბერი
ამერიკულ ჟურნალ „ფორ ვილერის“ მიერ ჩატარებულმა ტრადიციულმა კონკურსმა, წლის საუკეთესო უგზოობის ავტომობილად, „რეინჯ როვერ სპორტი“ დაასახელა. ეს ამ ავტომობილის მორიგი დიდი აღიარებაა მას შემდეგ, რაც ის ანოლოგური ტიტულით გამოცემა „პეტერსენ’ს 4ვილ ენდ ოფ როუდმა“ დააჯილდოვა. ერთკვირიანი ტესტების შემდეგ, „ფორ ვილერის“ რედაქტორთა საბჭომ, „რეინჯ როვერ სპორტის“ შესაძლებლობები და აგებულება საუკეთესოდ მიიჩნია.