დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 11, 2013

ავანსად მიღებული სარბოლი ავტომობილი

11 აპრილი
შაკო ციხელაშვილს ეს დღე არასდროს დაავიწყდება
ორიოდ დღეში, წრიულ რბოლებში საქართველოს 2013 წლის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ახალი სეზონის დაწყებამდე კი, საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციამ, გასული სეზონის გამარჯვებულთა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩაატარა.

„აუდი სკორპიონი“ „ლაფერარის“ და სხვა სუპერების კონკურენტი იქნება

Audi to Sting LaFerrari, McLaren Competition with Scorpion Supercar
11 აპრილი

ბოლო 13 სეზონში, „აუდიმ“ 11-ჯერ მოიგო ლე მანის ლეგენდარული 24-საათიანი რბოლა, ერთხელ კი ფაქტობრივად მის მიერ მომზადებული მანქანით, მისმა ბრიტანელმა „ნათესავმა“ „ბენტლიმ“ გაიმარჯვა. ბუნებრივია, გერმანულმა კომპანიამ სარბოლი ტექნიკის ტექნოლოგიები ძალიან დახვეწა და განავითარა. ბოლო სეზონებში კი სარტეს ტრეკზე დიზელითა და ჰიბრიდული აგრეგატებითაც კი ბატონობს. და სულაც არაა გასაკვირი, რომ ინგოლშტადტელებმა, ამ უზარმაზარი გამოცდილების სერიულ წარმოებაში გამოყენებაც მოისურვეს.

შემდეგი „ჰიუნდაი სონატა“ ევოლუციურ სტილში შესრულდება

Next Hyundai Sonata to Gain Evolutionary Styling

11 აპრილი
„ჰიუნდაი“ თავისი ავტომობილების მყიდველს შემდეგი თაობის „სონატას“ მომავალ წელს შესთავაზებს. მართალია, ახალი ავტომობილის შესახებ არაფერია ცნობილი, მაგრამ კორეული კომპანია გვამცნობს, რომ გარეგნულად ის ახლანდელი „სონატას“ ევოლუციური ვარიანტი იქნება. ეს ინფორმაცია, „ჰიუნდაის“ ამერიკული შტოს მთავარმა აღმასრულებელმა ჯონ კრაფჩიკმა გამოცემა „უორდსავტოს“ მიაწოდა.