დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 8, 2015

„ჰონდა“ შასიზე აგრეგატის განლაგებას შეცვლის

Honda eyes power unit layout change for 2016
8 სექტემბერი
„ჰონდაში“ თვლიან, რომ მხოლოდ შასიზე აგრეგატის განლაგების შეცვლით შეძლებენ მომავალ სეზონში იმ პოტენციალის სრულად გამოყენებას, რაც მათ მიერ შემუშავებულ ძალურ დანადგარს გააჩნია. იაპონური კომპანია ირწმუნება, რომ მისი შიდაწვის ძრავი სიმძლავრით „რენოსთან“ ახლოსაა, მაგრამ ენერგიის აღდგენის სისტემების სრულად ამუშავება ვერ ხერხდება და ეს სწორედ არასწორი შეთანწყობის შედეგია.

„სუზუკი“ თავის დამოუკიდებლობას დაიცავს

Suzuki will defend its independence after 4-year dispute with VW ends
8 სექტემბერი
მას შემდეგ, რაც „ფოლკსვაგენისგან“ საკუთარი აქციების გამოსყიდვის უფლება, ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსგან მიიღო, „სუზუკი მოტორი“ საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აპირებს. გერმანულ კომპანიასთან 2009 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, „სუზუკიმ“ „ფოლკსვაგენს“ საკუთარი აქციების 19.9 პროცენტი მიჰყიდა. სამაგიეროდ, მისგან ჰიბრიდული და სხვა ტექნოლოგიების გაზიარებას ელოდა. თუმცა მათი თანამშრომლობა არ შედგა და დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

„ბენტლი ბენტაიგა“ მსოფლიოს უსწრაფესი უგზოობის ავტომობილი იქნება

Bentley Says Its New Bentayga Will Be the World's Fastest SUV
8 სექტემბერი
„ბენტლი“ აცხადებს, რომ მისი პირველი უგზოობის ავტომობილი, სახელად „ბენტაიგა“, მსოფლიოში თავისი კლასის უსწრაფესი ავტომობილი გახდება. ოფიციალური ინფორმაციით, 12-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 301 კმ/სთ-ს მიაღწევს. ეს კი 17 კმ/სთ-ით მეტია „პორშე კაიენ ტურბო S-ის“ და 21 კმ/სთ-ით მეტი - „მერსედეს-ბენც GLE 63 S AMG-ს“ სიჩქარეზე.

„რედ ბული“ მომავალი სეზონიდან „რენოს“ ძრავს აღარ გამოიყენებს

Red Bull won't use Renault engines in Formula 1 in 2016
8 სექტემბერი
ბრიტანულმა გამოცემა „ავტოსპორტმა“ მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რედ ბული“ მომავალი სეზონიდან აღარ აპირებს „რენოს“ ძრავებით სარგებლობას. მართალია, მათ შორის კონტრაქტი მხოლოდ 2016 წლის სეზონის ბოლოს იწურება, მაგრამ იმავე ინფორმაციის მიხედვით, ფრანგული კომპანია მის ადრეულ შეწყვეტას არ შეეწინააღმდეგება.