დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 21, 2015

„სუზუკი ვიტარას“ დებიუტი შანჰაიში

Suzuki Vitara – Auto Shanghai Live
21 აპრილი
„სუზუკიმ“ შანჰაის ავტო შოუზე თავისი უგზოობის უახლესი ავტომობილი „ვიტარაც“ წარადგინა. ამ ავტომობილის წარმოება უნგრულმა ქარხანამ უკვე დაიწყო. მალე კი ის ჩინეთის ბაზარზეც შევა. ახალი „ვიტარას“ მსოფლიო პრემიერა პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე გაიმართა, ამჯერად კი ის ცისქვეშეთშიც წარადგინეს. ახალი „ვიტარას“ დიზაინი,  კონცეპტუალური „iV-4-ის“ შთაგონებითაა შემუშავებული, რომელიც იაპონურმა კომპანიამ ფრანკფურტის 2013 წლის მოტორ შოუზე გაგვაცნო.

„სუზუკი ბუსტერჯეტის“ პრემიერა შანჰაიში

Suzuki reveals 1.4L Boosterjet DI turbo petrol engine
21 აპრილი
„სუზუკიმ“ შანჰაის ავტო შოუზე თავისი უახლესი აგრეგატი, სერია ბუსტერჯეტის 1.4-ლიტრიანი ტურბო ძრავი წარადგინა. ეს არის ბენზინის ოთხცილინდრიანი აგრეგატი, რომელიც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემითაა აღჭურვილი. პრემიერის მიუხედავად, იაპონურ კომპანიას შანჰაიში თავისი ახალი ძრავის მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია.

მე-6 მილიონე „ლენდ როვერი“

Land Rover's six millionth production car stars at Shanghai motor show
21 აპრილი
„ლენდ როვერმა“ შანჰაის ავტო შუზე, „რეინჯ როვერ LWB ვოგ SE“ (ფოტოზე) წარადგინა, რომელიც იმითაა გამორჩეული, რომ მისი რიგითი ნომერი 6 მილიონია. კომპანიის ისტორიაში მეექვსმილიონე ავტომობილი 2 აპრილს სოლიჰალის ქარხანამ გამოუშვა და ის შანჰაიში იმ მარტივი მიზეზით გამოფინეს, რომ ეს ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის შემდეგ, პირველი მსოფლიო დონის გამოფენაა.