დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, March 31, 2014

„ფორდ F-150“ ყველაზე ეკოლოგიური პიკაპია

Ford F-150, Toyota Tacoma top ASG list of most eco-friendly trucks
31 მარტი
რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად პოპულარულ პიკაპ „ფორდ F-150-ს“ მწვანე ავტომობილად არავინ მოიხსენიებს. მაგრამ თუ თავისი კლასის სხვა ავტომობილებს შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ ეს გიგანტი მათ შორის, გარემოსადმი ყველაზე მეგობრულია. ეს შედგი დააფიქსირა „საავტომობილო მეცნიერების ჯგუფის“ (ASG) მიერ ჩატარებულმა კვლევამ.

ალონსომ იცის, რაში მოისუსტებს მისი „ფერარი“

Alonso says he knows where Ferrari F1 car needs to improve
31 მარტი
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ იცის, რა უნდა გაუმჯობესდეს მის „ფერარიზე“, რათა მოწინავეებთან ჩამორჩენა აღმოიფხვრას. ესპანლმა სეპანგზე რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა და რბოლას კოშმარი უწოდა. მისი თქმით, მოსახვევებიდან გამოსვლისას, მანქანას ჩაჭიდება აკლდა. გარდა ამისა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის თქმით, მის ავტომობილს არც საკმარისი სიჩქარე აქვს.

Sunday, March 30, 2014

„ფორდის“ „სიმთვრალის სამოსი“ თავს მთვრალად გაგრძნობინებთ

Most Young Drivers in Europe Have Driven Drunk or Seen Friends Drink and Drive; Ford ‘Drink Driving Suit’ Shows Risks
30 მარტი
რა საჭიროა ასეთი სამოსი, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო დიდი მონდომებით ებრძვის ავტომობილის სიმთვრალეში მართვას? ეს ხომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მკვლელია, რომელსაც მილიონობით ახალგაზრდას სიცოცხლე მიაქვს?

ჰამილტონისთვის სეზონი მალაიზიაში გამარჯვებით დაიწყო

Motor racing-Pole-to-flag Hamilton wins in Malaysia
30 მარტი
ლუის ჰამილტონმა თავის კარიერაში პირველად მოიგო მალაიზიის დიდი პრიზი, „მერსედეს-ბენცმა“ კი 1955 წლის შემდეგ, პირველი დუბლი შეასრულა. რაც მთავარია, სამქიმიანებმა სეზონის მეორე რბოლაც მოიგეს და დამაჯერებლად ლიდერობენ ჩემპიონატს ორივე - პილოტების და გუნდურ ჩათვლაში. ისევე როგორც კვალიფიკაციაზე, რბოლაშიც ჰამილტონი შეუდარებელი იყო და ერთი თავით აჯობა ყველა მეტოქეს, მათ შორის მესამეზე გასულ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელსაც.

Saturday, March 29, 2014

„რედ ბულს“ ისევ საწვავის სენსორის პრობლემა აქვს

Red Bull's fuel flow problems continue in Malaysia
29 მარტი
არაა გამორიცხული, რომ „რედ ბულს“ კვლავ საწვავის ხარჯის აღმრიცხველი სენსორის გამო, პრობლემები შეექმნას. უფრო სწორედ, პირველ პრაქტიკაზე ავსტრიულ გუნდს ასეთი პრობლემა უკვე ჰქონდა. როგორც გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ იუწყება, სენსორმა ისევ დანიელ რიკარდოს მანქანაზე აურია.

„ტოიოტას“ ლე მანის ჰიბრიდული პროტოტიპი - TS040

Toyota to Take on Porsche and Audi with New 1,000PS TS040 Hybrid Racer
29 მარტი
„ტოიოტამ“ პოლ რიკარის ტრეკზე, თავისი ახალი ჰიბრიდული სარბოლი პროტოტიპი, TS040 წარადგინა. ეს ავტომობილი ასევე ჰიბრიდულ TS030-ს შეცვლის, რომლითაც იაპონურმა კომპანიამ, გამძლეობაზე რბოლების წინა ორ სეზონში იასპარეზა. ახალი პროტოტიპით, „ტოიოტა“ გერმანული კომპანიების, „აუდის“ და „პორშეს“ ჰიბრიდულ პროტოტიპებს გაუწევს კონკურენციას.

ახალი „ფორდ მუსტანგ GT“ ლონჩ კონტროლით აღიჭურვება

2015 Ford Mustang GT gets launch control and Track Apps standard
29 მარტი
ახალი „მუსტანგის“ გაყიდვებს „ფორდი“ ამ წლის ბოლოს დაიწყებს და იმის მიუხედავად, რომ შოურუმებში მის გამოჩენამდე ჯერაც ბევრი დროა, ავტომობილი მუდმივად ფიგურირებს მედიაში და ამის მიზეზი ისაა, რომ ამერიკული კომპანია თანდათან გვაცნობს იმ სიახლეებს, რომლებითაც მყიდველის მოზიდვას ეცდება. ახლახანს დირბორნელებმა ინფორმაციის მორიგი ულუფა გაავრცელეს.

ჰამილტონის „ფრენა ღრუბლებში“

Motor racing-Slick Hamilton on pole for Malaysian GP
29 მარტი
ორი რბოლა, ორი პოული - „მერსედესმა“ სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მისი პილოტები კი ჯერჯერობით „ძმურად“ ინაწილებენ ნადავლს. რაც მთავარია, კვალიფიკაციაში სამქიმიანებს ჯერ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება არ ეძლევათ - ამაში მელბურნშიც და კუალა ლუმპურშიც წვიმამ შეუშალა ხელი. და თუ ავსტრალიაში ამინდი ცვალებადი იყო, მალაიზიაში ნამდვილი ტროპიკული წვიმის მომწსრენი გავხდით. ამის გამო კი საკვალიფიკაციო სესია დანიშნულზე 50 წუთით გვიან დაიწყო.

Friday, March 28, 2014

„ბეემვეს“ და „ტოიოტას“ სპორტქარი ჰიბრიდული იქნება

BMW to launch hybrid sports car with Toyota
29 მარტი
„ბეემვეს“ და „ტოიოტას“ პარტნიორობის პირველი ნაყოფი ორადგილიანი სპორტული ჰიბრიდული ავტომობილი იქნება, რომელზეც ენერგიის დასაგროვებლად მძლავრ კონდენსატორებს გამოიყენებენ. ამგვარად, ეს ამ ტიპის პირველი ჰიბრიდული სერიული ავტომობილი გახდება. ეს ინფორმაცია „ბეემვეს“ შეფმა ნორბერტ რაიტჰოფერმა და „ტოიოტას“ შეფმა აკიო ტოიოდამ ერთობლივი განცხადებით, ჯერ კიდევ შარშან გაავრცელეს.

„რედ დოტის“ ჯილდოები ახალ „ჰიუნდა ჯენზისს“ i10-ს

Red Dot Award: Why Jimmy Choo Likes Hyundai's i10 and Genesis
28 მარტი
„ჰიუნდაი“ თავის კორპორატიულ სტილს, სახელწოდებით „თხიერი სკულპტურა“, მუდმივად აახლებს. ფაქტობრივად, ყოველი შემდგომი ახალი ავტომობილი, ამ სტილის მორიგი განვითარებაა. ახლახანს კი კომპანიამ ამ სტილის მეორე ვერსია შემოგვთავაზა. პირველად კი ის სედან „ჯენეზისზე“ გამოიყენა. ახალი სტილის წყალობით, ისედაც ძალიან სოლიდურმა ავტომობილმა, კიდევ უფრო პრემიუმ გამომეტყველება მიიღო.

როსბერგი მალაიზიის პრაქტიკებზეც ყველაზე სწრაფია

Motor racing-Rosberg quickest in Malaysian practice
28 მარტი
„მერსედესი“ და მისი პილოტები ისევ ფორმაში არიან - მალაიზიური ეტაპის პირველ ორ პრაქტიკაზე სწორედ ისინი ჩაუდგნენ ცხრილს სათავეში, ორი პრაქტიკის ჯამში კი ყველაზე სწრაფი ნიკო როსბერგია. ავსტრალიის დიდი პრიზის გამარჯვებულმა, მეორე პრაქტიკაზე, სეპანგის ერთი წრე წუთსა და 39.909 წამში გაიარა. მისმა თანგუნდლმა ლუის ჰამილტონმა, ვინც პირველ სესიაზე უსწრაფესი იყო, საბოლოოდ მეოთხე საუკეთესო დრო დააფიქსირა.

Thursday, March 27, 2014

„ფორდ ექსპლორერი“ ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი საპოლიციო ავტომობილია

Ford Explorer Becomes America’s Best-Selling Police Vehicle
27 მარტი
„ფორდ ექსპლორერის“ ბაზაზე შექმნილი საპოლიციო გზაგადამჭრელი უგზოობის ავტომობილი, ყველაზე კარგად გაყიდვადი საპოლიციო მანქანაა შეერთებულ შტატებში. შარშან „ფორდმა“ 14 086 საპოლიციო გზაგადამჭრელი უგზოობის ავტომობილი გაჰყიდა. სულ კი, საპოლიციო ყველგანმავლების გაყიდვების მოცულობა 140 პროცენტით გაიზარდა.

„პეჟო“ დაკარის რალი მარათონს უბრუნდება

Peugeot Announces Dakar Rally Comeback, Teases 2008 DKR
27 მარტი
პაიკს პიკზე ტრიუმფისა და რეკორდის დამყარების შემდეგ, „პეჟომ“ და მისმა პარტნიორებმა - ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელმა კომპანია „რედ ბულმა“ და ნავთობკომპანია „ტოტალმა“, თავიანთი ყურადღება დაკარის რალი მარათონზე გადაიტანეს. ფრანგულმა კომპანიამ უკვე გაავრცელა ფოტო ტიზერი სპეციალურად მომზადებული სარბოლი ავტომობილისა, რომელსაც 2008 DKR უწოდა.

„აუდიმ“ სარბოლი R18-ის ჰიბრიდული სისტემა შეკვეცა

Audi abandons F1-style hybrid system on 2014 R18 WEC challenger
27 მარტი
„აუდიმ“ თავის სარბოლ პროტოტიპ R18 e-ტრონის საბოლოო ვერსია ლე მანის ქუჩებში წარადგინა და გამოაცხადა, რომ თავს იკავებს გამონაბოლქვზე მომუშავე ჰიბრიდული სისტემის გამოყენებისგან. ამგვარად, ავტომობილზე ენერგიის აღდგენის ერთადერთი, კინეტიკური სისტემა დარჩა, რის გამოც, ის ჰიბრიდული აგრეგატებით აღჭურვილი პროტოტიპების უდაბლეს, მეოთხე ქვე-კლასში აღმოჩნდა.

„ლენდ როვერი“ კიდევ უფრო მდიდრულ „რეინჯ როვერებზე“ მუშაობს

Even More Luxurious Range Rover Variants in the Works
27 მარტი
გრძელბაზიანი „რეინჯ როვერ L ავტობაიოგრაფი“ ამჟამად უგზოობის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია მსოფლიო ბაზარზე. ის 200 000 დოლარი ღირს. მაგრამ როგორც „ლენდ როვერის“ უახლეს დივიზიონ „ინდივიდუალ პროდაქტს“ აქვს გამოცხადებული, ამაზე მდიდრული და ძვირადღირებული „რეინჯ როვერის“ გამოშვებაც იგეგმება.

Wednesday, March 26, 2014

ინდოეთის მთავრობა „სუზუკის“ ჰიბრიდებს შეიძენს

Indian Government Reportedly Getting Suzuki Swift Hybrids
26 მარტი
„სუზუკიმ“ ტოკიოს 2011 წლის ავტო შოუზე, პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი „სვიფტ EV ჰაიბრიდი“ წარადგინა. მაგრამ მას შემდგ ეს ავტომობილი დავიწყებას მიეცა. ისე ჩანდა, რომ იაპონურ კომპანიას მის განვითარებასა და სერიულ წარმოებაზე არ უზრუნია. მაგრამ ახლახანს გაირკვა, რომ ასე სულაც არ ყოფილა.

„ფორდმა“ თავის შეფს 13.8 მილიონი დოლარის აქციები აჩუქა

Ford awards Mulally $13.8 million in stock for 2013 performance
26 მარტი
„ფორდ მოტორ კომპანიმ“ თავის მთავარ აღმასრულებელ ალან მიულალის, ამერიკაში მოგების და ჩინეთში გაყიდვების გაზრდისათვის, ჯილდოს სახით, 13.8 მილიონი დოლარის აქციები გადაუხადა. გარდა ამისა, მასვე ოპციის სახით, კომპანიის 613 747 ცალი აქციის შეღავათიან ფასში შეძენის უფლება მიეცა. ამასთან, მიულალის 2016 წლამდე 882 352 ცალი აქციის გაყიდვის უფლება არ ექნება.

მატეშიცი: „რენოს“ ძრავის ერთადერთი ალტერნატივა „რედ ბულის“ ძრავია

Mateschitz: “Il motore Red Bull l’unica alternativa al Renault”
26 მარტი
ერთადერთი ნაკლი, რომელიც ახალ სეზონში „რედ ბულის“ RB10-ს აკლია, ნორმალურად მომუშავე ძრავია - ამბობს ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანია „რედ ბულის“ დამაარსებელი და თანამფლობელი დიტრიხ მატეშიცი. ამასთან, ფრანგული კომპანიის ძრავის ერთადერთ ალტერნატივად საკუთარი წარმოების აგრეგატი დაასახელა.

Tuesday, March 25, 2014

რონ დენისი: მაგნუსენი ჩემპიონი გახდება

McLaren's Ron Dennis convinced Magnussen can be F1 world champion
25 მარტი
„მაკლარენის“ შეფი რონ დენისი დარწმუნებულია, რომ კევინ მაგნუსენს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლოს. ამაში კი მას შემდეგ უფრო დარწმუნდა, რაც დანიელმა მრბოლმა, თავის სადებიუტო რბოლაშივე მეორე ადგილი დაიკავა. მაგუნსენმა, ვინც ფორმულა „რენო“ 3.5-ის მოქმედი ჩემპიონია, მელბურნის რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა, თუმცა დანიელ რიკარდოს დისკვალიფიკაციის შემდეგ, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ბოტასი თავის თავზე ბრაზობს

Valtteri Bottas says he is 'mad' at himself after hitting the wall in Australian GP
25 მარტი
ვალტერი ბოტასი ამბობს, რომ მხოლოდ თავადაა დამნაშავე იმაში, რომ ავსტრალიის რბოლა კვარცხლბეკზე ვერ დაასრულა. მისი თქმით, მეათე მოსახვევიდან გამოსვლისას, შეცდომა დაუშვა და ამიტომაც მიარტყა უკანა მარჯვენა ბორბალი კედელს, რამაც ის დაუზიანა. „უილიამსის“ ფინელმა მრბოლმა სტარტი მე-15 პოზიციიდან აიღო, რადგან რბოლის წინ, მის მანქანზე გადაცემათა კოლოფი შეცვალეს და ამის გამო, ხუთი ადგილით დაჯარიმდა.

„მუსტანგ კაბრიოლეტი“ ამერიკას ემპაიერიდან გადმოხედავს

Ford to Recreate Mustang Convertible’s 1965 Debut on Top of Empire State Building
25 მარტი
ერთ თვეში „ფორდი“ მოდელ „მუსტანგის“ გამოშვებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, უახლესი „მუსტანგის“ ვერსია კაბრიოლეტს ემპაიერ სტეიტ ბილდინგის 86-ე სართულზე აიყვანს და იქ არსებული გადმოსახედიდან დაანახებს ამერიკას. ეს ის ადგილია, სადაც 50 წლის  წინათ, ცისფერმა ოვალმა ამერიკას პირველად უჩვენა „მუსტანგ“ კაბრიოლეტი.

„მაკლარენი“ ფლაგმან P15-ს 2017 წელს გამოუშვებს

McLaren P15 Flagship Coming in 2017, Could Get Honda Hybrid Tech
25 მარტი
„მაკლარენმა“ P1 პრემიერიდან რამდენიმე კვირაში სრულად გაჰყიდა. და რადგან ამ ავტომობილის წარმოება მკაცრად შეზღუდულია და უოკინგელები მას აღარ გამოუშვებენ, კომპანია კიდევ ერთი ახალი, ფლაგმანი ავტომობილის წარმოებას გეგმავს, რომელიც ნაკლებიც ეღირება და არც მისი წარმოება შეიზღუდება. ამ ავტომობილის სახელია P15 და მას ბრიტანული კომპანია 2017 წელს გამოუშვებს.

Monday, March 24, 2014

1964 წლის „ფორდ GT40“ პროტოტიპი აუქციონზე გაიყიდება

1964 Ford GT40 Prototype Going Under the Hammer Next Month
24 მარტი
ამერიკული მოტორსპორტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული (თუ ყველაზე გამორჩეული არა) ავტომობილი „ფორდ GT40-ია“. მას ლე მანის რბოლა ზედიზედ ოთხჯერ (1966-1969 წლებში) აქვს მოგებული. ის ბოლო ამერიკული ავტომობილია, რომელმაც ლეგენდარული 24-საათანი რბოლის მოგება შეძლო. მართალია, GT40-ების უმეტესობა ბრიტანეთში დამზადდა, მაგრამ პროგრამას ატლანტიკის ორივე მხარეს ლეგენდარული ქეროლ შელბი უძღვებოდა, ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ავტოინჟინერი.

ახალი „ჰიუნდაი სონატა“

All New Hyundai Sonata Officially Shows Face in Korean Spec
24 მარტი
„ჰიუნდაიმ“ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, საშუალო ზომის სედან „სონატას“ მეშვიდე თაობა გაგვაცნო. როგორც ცოტა ხნით ადრე გავრცელებული ფოტო ტიზერებიდან ჩანდა, ის ახალი „ჯენეზისის“ სტილშია შესრულებული და წინამორბედზე გაცილებით მდიდრულად გამოიყურება როგორც გარედან, ასევე შეგნიდან.

Sunday, March 23, 2014

„ვოლვოს“ ავტომობილები მძღოლის ემოციების წაკითხვას სწავლობენ

Volvo Wants to Make Drowsiness Detectors More Complicated
23 მარტი
ავტომწარმოებლები და სხვა კომპანიებიც კი, უკვე სრულიად ავტონომიურ რეჟიმში მომუშავე ავტომობილებს ტესტავენ. „გუგლი“ ამას საერთო სარგებლობის გზებზე აკეთებს და თავისი უპილოტო „პრიუსით“ ნახევარი მილიონი კილომეტრი ისე გაიარა, ერთადერთი ინციდენტი შეემთხვა და ისიც, სხვისი მიზეზით. მალე მფრინავ ხალიჩას არა, მაგრამ რაღაც მსგავსს დავინახავთ ტრასაზე...

Saturday, March 22, 2014

„ფორდი“ უფრო მსუბუქ და ეკონომიურ „ტორასს“ ამზადებს

Next Ford Taurus Planned to be Lighter, More Efficient, Based on Fusion
22 მარტი
„ფორდის“ თანამედროვე ავტომობილებიდან, ყველაზე ნაკლებად განვითარებული, სრულგაბარიტიანი სედანი „ტორასია“, რომელსაც განახლების შემდეგ (ფოტოზე), გარეგნობაც კორპორატიულ სტილში მოუწყვეს და სერია ეკობუსტის (365-ცხენისძალიანი V6) ძრავითაც აღჭურვეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ ავტომობილი კონკურენტუნარიანი გამხდარიყო. შესაძლოა ეს მის გაყიდვებზე ნაკლებად აისახება, მაგრამ თავად ცისფერი ოვალი აღიარებს, რომ „ტორასი“ მეტისმეტად მძიმეა.

Friday, March 21, 2014

მასა თვლის, რომ „უილიამსი“ დანარჩენებში საუკეთესოა

Felipe Massa sees no reason why Williams cannot lead the chase to Mercedes
21 მარტი
„მერსედესი“ და „დანარჩენები“ - სეზონის პირველი რბოლის შემდეგ, სწორედ ამგვარად შეიძლება პელოტონის დაყოფა. ვინც მელბურნის რბოლა ნახა, ამაში ეჭვსაც არ შეიტანს. მაგრამ ყველას ახლა ერთი კითხვა აინტერესებს - ვინ არის დანარჩენებში საუკეთესო? უმეტესობა აღიარებს, რომ „უილიამსი“.

Thursday, March 20, 2014

„ბეემვე“ ელექტრომობილების გაყიდვებს 100 000-მდე გაზრდის

BMW Wants to Sell 100,000 i Cars a Year by 2020
20 მარტი
„ბეემვეს“ მთავარმა აღმასრულებელმა, დოქტორმა ნორბერტ რაიტჰოფერმა თავისი კომპანიის გეგმები და მიზნები გამოაქვეყნა. ერთ-ერთი მიზანი საკმაოდ ამბიციურია - ბავარიელები იმედოვნებენ, რომ 2020 წლისთვის მათი უახლესი ბრენდის, i-ს გაყიდვები 100 000-მდე უნდა გაიზარდოს.

„ლოუქალ მოტორსი“ შოუს დროს 3D პრინტერზე ავტომობილს დაბეჭდავს

Local Motors to Create First 3D-Printed Electric Vehicle Live at Chicago's IMTS
20 მარტი
ამერიკულ კომპანია „ლოუქალ მოტორსს“ მსგავსი საჯარო ექსპერიმენტი ერთხელ უკვე ჩატარებული აქვს. ეს ორი წლის წინ, ჩიკაგოს საწარმოო ტექნოლოგიების საერთაშორისო შოუზე, უგზოობის ორადგილიანი სპორტული ავტომობილი, „რალი ფაიტერი“ ააწყვეს, რასაც ზუსტად ხუთი დღე დასჭირდა. ამგვარად, კომპანიამ საზოგადოებას თავისი „რალის მებრძოლიც“ უჩვენა და საკუთარი შესაძლებლობებიც.

სენა



„მაკლარენი“ „მერსედესს“ ბარსელონაში დაეწევა

Motor racing-McLaren aim to catch Mercedes by Barcelona
20 მარტი
„მაკლარენს“ თავისი ბოლიდის დახვეწის აგრესიული გეგმა აქვს შემუშავებული, რამაც გუნდის შეფ ერიკ ბუიეს თქმით, ბარსელონას ეტაპისთვის, ლიდერ „მერსედესის“ დაწევის საშუალება უნდა მისცეს. ბარსელნას მონტმელო ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე ეტაპს მაისის დასაწყისში უმასპინძლებს.

„რედ ბულმა“ რიკარდოს დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა

Motor racing-Red Bull appeal against Ricciardo disqualification
20 მარტი
ფორმულა ერთის ჩემპიონმა „რედ ბულმა“, ავსტრალიის დიდი პრიზიდან მისი პილოტის, დანიელ რიკარდოს დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა. ავსტრალიელმა მრბოლმა სეზონის პირველი რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა, მაგრამ ტექნიკურმა კომისიამ დაადგინა, რომ ავსტრიულმა გუნდმა საწვავის ხარჯის კონტროლის რეგლამენტი დაარღვია. ეს კი დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა.

Wednesday, March 19, 2014

კონცეპტუალური „ინტრადო“ – „ჰიუნდაის“ მომავალი

Hyundai Intrado concept previews design future
19 მარტი
ახალი დიზაინი, მეორე თაობის წყალბადის ფიჭური ელემენტები და მსუბუქი მასალებით აწყობილი სტრუქტურა - ეს ყველაფერი „ჰიუნდაიმ“ ერთ კონცეპტუალურ ავტომობილში განხორციელა, რომელსაც სახელად „ინტრადო“ უწოდა და ჟენევის მოტორ შოუზე გაგვაცნო. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი იყო. თანაც, ეს პირველი ავტომობილია, რომელიც კორეული კომპანიის დიზაინის ახალი ახალი შეფის, სახელოვანი პეტერ შრაიერის ხელმძღვანელობით შეიქმნა.

Tuesday, March 18, 2014

ახალი „ფორდ კა“ იაფფასიანი არ იქნება

Next Ford Ka won't be priced against budget rivals
18 მარტი
„ფორდ ოფ იუროპის“ შეფმა სტივენ ოდელმა განაცხადა, რომ შემდეგი თაობის „ფორდ კა“ არ იქნება ისეთი საბიუჯეტო ავტომობილების კონკურენტი, როგოროცაა „დაჩია სანდერო“ და როგორიც მალე გახდება „დატსან გოუ“. მისი თქმით, ავტომობილი მომხმარებელთა საჭიროების და სურვილების გათვალისწინებით შემუშავდება.

„რედ ბულმა“ გაფრთხილება რბოლის დაწყებამდე მიიღო

Charlie Whiting reveals Red Bull were warned after just five laps of rules breach
18 მარტი
ფორმულა ერთის რბოლების დირექტორი ჩარლი უაიტინგი ამბობს, რომ „რედ ბულმა“ საწვავის გადამწოდთან დაკავშირებით, საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ, ორჯერ მიიღო გაფრთხილება და ეს რბოლის დაწყებიდან მეხუთე წრეზეც განმეორდა. გაფრთხილებაში ნათქვამი იყო, რომ ავსტრიული გუნდის ბოლიდზე გამოყენებული საწვავის სისტემა, რეგლამენტს არ შეესაბამებოდა.

Monday, March 17, 2014

„რეინჯ როვერ ევოუკ ავტობაიოგრაფი დაინემიქსი“ ჟენევაში

Range Rover's Hotter Evoque Autobiography Dynamic Edition Packs 285PS
17 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე წარდგენილი ეს ავტომობილი არ არის ისეთი სწრაფი და აგრესიული, როგორებიცაა „ბეემვეს“ M და „აუდის“ RS ბრენდით გამოშვებული ქროსოვერები, თუმცა საბაზო „ევოუკზე“ მეტი სიმძლავრითაც გამოირჩევა და მისი მართვაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. მისი სრული სახელია „რეინჯ როვერ ევოუკ ავტობაიოგრაფი დაინემიქსი“ და გარდა იმისა, რომ მას ძრავი აქვს გაძლიერებული, მოდიფიცირებული შასითაც გამოირჩევა.

„ფორდ ეკობუსტმა“ სებრინგის 12-საათიანი რბოლა მოიგო

Ford EcoBoost-powered Ganassi Wins 12 Hours of Sebring
17 მარტი
„ფორდის“ წარმოების სერია „ეკობუსტის“ ძრავით აღჭურვილმა „რილი ენდ სკოტის“ სარბოლო პროტოტიპმა, რომელიც ჩიპ განსის გუნდის პილოტები მართავდნენ, სებრინგის 12-საათიანი რბოლა მოიგო. გამარჯვებული ეკიპაჟის საჭეს მორიგეობით მართავდნენ ინდიქარ-ის არაერთი რბოლის გამარჯვებული, ამერიკელი სკოტ პრიუეტი, მექსიკელი მემო როხასი და ბრიტანელი მარინო ფრანკიტი, ვინც ინდი 500-ის სამგზის გამარჯვებულის და ინდიქარ-ის სერიის ოთხგზის ჩემპიონის, დარიო ფრანკიტის უმცროსი ძმა და ფ1-ის ყოფილ პილოტ პოლ დი რესტას ბიძაშვილია.

Sunday, March 16, 2014

როსბერგმა სეზონის გახსნითი რბოლა მოიგო

Motor racing-Mercedes' Rosberg wins season-opening Australian GP
16 მარტი
„მერსედესმა“ ფავორიტობა დაადასტურა, „მაკლარენი“ კვარცხლბეკით დაბრუნდა, ჩემპიონი „რედ ბული“ კი უქულოდ დარჩა. თანაც, ეს ახალი რეგლამენტის „წყალობაა“. ავსტრალიის დიდმა პრიზმა კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა - სამი დებიუტანტიდან ორმა რბოლა ქულებით დაასრულა, ამათგან ერთი კი კვარცხლბეკზე ავიდა.

Saturday, March 15, 2014

„ფორდ ფოკუს ST“ დიზელის ძრავითაც აღიჭურვება

2014 Ford Focus ST Getting Diesel Engine
15 მარტი
არის ავტომობილები, რომლებსაც არაფერი აქვთ ისეთი, რაც მათს ბესტსელერობას განსაზღვრავს, მაგრამ მაინც საუკეთესო გაყიდვებით გამოირჩევიან. „ფორდ ფოკუსი“ კი ასეთთა რიცხვს არ მიეკუთვნება. უფრო მეტიც, ის კოხტაცაა, პრაქტიკულიც, ეკონომიურიც და ტემპერამენტიანიც. ამასთან, მრავალფეროვანიც გამოირჩევა. სწორედ ამიტომაა თანამედროვე ავტოსამყაროს ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი.

„მერსედესი“ - გუნდური მითითებების გარეშე

Motor racing-Mercedes team mates free to race each other
15 მარტი
საკვალიფიკაციო რბოლის შემდეგ, „მერსედესმა“ თავის პილოტებთან მოითათბირა და გადაწყდა, რომ ორივეს ერთმანეთთან ბრძოლის უფლება მიეცა. ამგვარად, გუნდმა ნიკო როსბერგს და ლუის ჰამილტონს ნდობა გამოუცხადა იმ კუთხით, რომ ისინი ერთმანეთთან ბრძლას, გუნდის ინტერესებს არ შესწირავენ.

„შეუდარებელი“ რიკარდო

Ricciardo’s performance “unbelievable” – Horner
15 მარტი
ამ ეპითეტით ავსტრალიელი მრბოლი „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა მოიხსენია. დანიელ რიკარდომ კვალიფიკაცია მეორე ადგილზე დაასრულა და რომ არა ბოლო წამებზე ლუის ჰამილტონის გაბრწყინება, პირველივე რბოლაში მინი სენსაცია გამოცხვებოდა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, „რედ ბულიც“ და მითუმეტეს ოზი მრბოლიც, კმაყოფილები დარჩნენ.

რაიკონენს არ გაუმართლა

Crash not to blame for Q2 exit – Raikkonen
15 მარტი
კიმი რაიკონენი ამბობს, რომ კვალიფიკაციის მესამე ნაწილში გადასვლა ავარიის გარეშეც გაუჭირდებოდა. „ფერარის“ პილოტის თქმით, მან მანქანის პოტენციალის სრულად გამოყენება, ტრეფიკის გამო ვერ შეძლო.

ფეტელის წარუმატებლობა ელექტრონიკის ბრალია

Software glitch hindered Vettel’s qualifying
15 მარტი
როგორც გაირკვა, ავსტრალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში სებასტიან ფეტელის წარუმატებლობის მიზეზი, ძრავის ელექტრონიკის პროგრამაში წარმოქმნილი პრობლემის შედეგია. ფეტელმა კვალიფიკაციის მეორე ეტაპი ვერ გადალახა და მე-13 დროს დასჯერდა. ამასთან, თავის ახალ თანაგუნდელ დანიელ რიკარდოსთან 2.4 წამი წააგო.

ჰამილტონმა და „მერსედესმა“ პოულით დაიწყეს

„რედ ბული“ ისევ „აქ არის“
Hamilton takes pole for Mercedes at Australian GP
15 მარტი
ფ1-ის ახალი სეზონის პირველივე რბოლის კვალიფიკაციაზე, „მერსედესის“ პილოტები რომ პოულისთვის იბრძოლებდნენ, ამაში ეჭვი ალბათ არავის ეპარებოდა. მაგრამ მათს პაექრობაში თუ „რედ ბულის“ პილოტი ჩაერთვებოდა, ამას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა იმის ფონზე, რომ ჩემპიონებმა წინასასეზონო ტესტები პრაქტიკულად ჩააგდეს. თანაც, ლაპარაკია არა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელზე, არამედ მის ახალ თანაგუნდელ დანიელ რიკარდოზე.

Friday, March 14, 2014

ახალი „ჰიუნდაი სონატას“ დებიუტი 24 მარტს დაინიშნა

New Hyundai Sonata to Debut March 24
14 მარტი
საშუალო ზომის სედან „სონტას“ მსოფლიო პრემიერა აპრილში, ნუ იორკის ავტო შოუზეა დანიშნული, თუმცა კორეული კომპანია მას უფრო ადრე, ონლაინ რეჟიმში, 24 მარტს გაგვაცნობს. ამ თარიღის მოახლოების კვალობაზე, „ჰიუნდაიმ“ ამ ავტომობილის უკვე ორი ტიზერი გამოაქვეყნა, რომლებიც ესკიზებით გვიჩვენებს ახალი „სონტას“ ექსტერიერსა და ინტერიერს.

ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც...

Motor racing-Hamilton on top after first day of new season
14 მარტი
როგორც ყოველთვის, თავისუფალ პრაქტიკებზე ნაჩვენებ დროებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - მისთვის არც ქულებს იძლევიან და მათ მიხედვით, არც პილოტების და გუნდების შესაძლებლობებზე მსჯელობას აქვს აზრი. მაგრამ ახალი სეზონის პირველ პრაქტიკებს მაინც სულ სხვა მოლოდინი აქვს. მასზე ბევრ კითხვას გაეცემა ხოლმე პასუხი. ამჯერადაც ასეა:

Thursday, March 13, 2014

„მერსედეს-ბენცი“ მხოლოდ ოთხ პლატფორმას დაიტოვებს

Mercedes-Benz Will Switch to Just Four Car Platforms
13 მარტი
თანამედროვე ავტოინდუსტრიაში, ელექტრიფიკაციის და მსუბუქი მასალების ინტენსიურად გამოყენების გარდა, ერთ-ერთი მთავარი ტრენდი პლატფორმების უნიფიკაციაა. უკვე დიდი ხანია, „ტოიოტა“ თავის სამოდელო არმადას ოთხ ძირითად პლატფორმაზე ამყნობს, რომლებსაც ბევრი მაკომპლექტებელი საერთო აქვს. ახლახანს „ფოლკსვაგენმა“ მოდულურ პლატფორმა MQB-ს დანერგვა დაიწყო და მასზე, თავის ოჯახში შემავალი კომპანიების 40-ზე მეტი მოდელის გამოშვებას გეგმავს. მოდულურ პლატფორმებს სხვა კომპანიებიც ინტენსიურად ქმნიან...

„ფერარი“ ესპანეთში თემატურ პარკს ააშენებს

Ferrari Wants to Become the Disney World of Cars, Announces New Theme Park in Spain
13 მარტი
აბუ დაბის შემდეგ, „ფერარი“ თავის თემატურ პარკს ევროპაშიც ააშენებს. სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანიამ, რომელსაც ფორმულა ერთში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ჰყავს, პარკის ასაშენებლად, ადგილი ბარსელონას გარეუბანში მდებარე პორტ ავენტურას მახლობლად შეარჩია. პარკის სახელი იქნბა „ფერარი ლენდ“ და ის 2016 წელს ამოქმედდება.

ნიკა სურგულაძის ფ1-ისკენ აღმასვლა დაიწყო!

13 მარტი
სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ქართველი მრბოლი ნიკა სურგულაძე ფორმულა ერთისკენ მიმავალ აღმართს შეუდგა. როგორც მის მენეჯერ სტივ რობერტსონის მიერ დასახული გეგმის პირველი ეტაპი გულისხმობდა, ჩვენებური ამ გზას ფორმულა რენო 2.0-ით იწყებს. ბარსელონაში ბაზირებულ ფინურ გუნდ „კოირანენ GP-სათან“ ერთად, ის უკვე შეუდგა წინასასეზონო ტესტირებას.

Wednesday, March 12, 2014

რატომ ამბობს „ლამბორგინი“ უარს ჰიბრიდულ სუპერქარზე

Lamborghini Explains Why It Will Not Offer a Hybrid Hypercar
12 მარტი
გასულ წელს საავტომობილო სამყაროს სამი ახალი სუპერ ავტომობილი მოევლინა და სამივე ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი. ამასთან, „ფერარი ლაფერარის“, „მაკლარენ P1-ს“ და „პორშე 918 სპაიდერს“ თითქმის ერთნაირი მაჩვენებლები აქვს. თითქოს მათი მწარმოებლები ამაზე წინასწარ შეთანხმდნენ. მაგრამ ამ ტრენდის გაყოლას არ აპირებს „ლამბორგინი“, რომელიც ჰიბრიდიზაციას მკაცრად ეწინააღმდეგება და თუ რატომ, ეს კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა ჟენევის მოტორ შოუზე განმარტა.