დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 26, 2014

მატეშიცი: „რენოს“ ძრავის ერთადერთი ალტერნატივა „რედ ბულის“ ძრავია

Mateschitz: “Il motore Red Bull l’unica alternativa al Renault”
26 მარტი
ერთადერთი ნაკლი, რომელიც ახალ სეზონში „რედ ბულის“ RB10-ს აკლია, ნორმალურად მომუშავე ძრავია - ამბობს ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანია „რედ ბულის“ დამაარსებელი და თანამფლობელი დიტრიხ მატეშიცი. ამასთან, ფრანგული კომპანიის ძრავის ერთადერთ ალტერნატივად საკუთარი წარმოების აგრეგატი დაასახელა.
კითხვაზე, მისი გუნდის პრობლემები მხოლოდ „რენოს“ ძრავებს უკავშირდება, თუ სხვა ტექნიკური მიზეზებიც არსებობს, მატეშიცმა უპასუხა: „ვფიქრობ, ჩვენი მანქანა ტექნიკური ხელოვნების მორიგი ნიმუშია. მაგრამ ამის გამოსავლენად, მას ასევე სრულყოფილი აგრეგატი ესაჭიროება, რომელიც მექანიკურადაც და ელექტრონულადაც გამართულად იმუშავებს“.
სხვათა შორის, „რენოს“ ძრავების არასაიმედობის გამო, „რედ ბული“ ადრეც ყოფილა უკმაყოფილო. ეს მანამ იყო, სანამ სებასტიან ფეტელი თავის ტიტულებს მოიპოვებდა. სხვათა შორის, მაშინ FIA-მ ფრანგულ კომპანიას აგრეგატის დახვეწის უფლება მისცა, რადგან „რენო“ ირწმუნებოდა, რომ დახვეწა მხოლოდ აგრეგატის გამძლეობაში აისახებოდა. ასეც მოხდა და ავსტრიულმა საჯინიბომაც, ფეტელთან ერთად, ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და კონსტრუქტორთა თასი.
„შესაძლოა, „რენოს“ ძრავების ერთადერთი ალტერნატივა ჩვენთვის საკუთარი ძრავის შექმნა იყოს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, „რენო“ შეძლებს „მერსედესის“ დაწევას და ეს მესამე რბოლისთვის მოხერხდება. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ტიტულზე არ ვიფიქროთ. ეს კვლავაც ჩვენი მიზანია. იმ ხუთი წლიდან, რაც ჩვენთანაა, სებასტიანის განკარგულებაში ოთხნახევარი წლის განმავლობაში ის მანქანაა, რომელიც მოგების საშუალებას აძლევს. ის ძალიან ძლიერი პილოტია, ლოიალური პროფესიონალი, რომელიც პრობლემების დროსაც მოთმინებით ელოდა ხელსაყრელ მომენტს“, - ამბობს 69 წლის ბიზნესმენი.

No comments:

Post a Comment