დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 25, 2015

„ფერარიმ“ 799-ვე F12tdf სრულად გაჰყიდა

Ferrari F12tdf sold out already
25 ნოემბერი
„ფერარი F12tdf“, რომელსაც ბევრი ხუმრობით ტურბო დიზელიან „ფერარის“ უწოდებს, მთლიანად გაყიდულია. მარანლოელებს მხოლოდ 799 ცალი F12tdf-ის წარმოება ჰქონდათ დაგეგმილი. თითოეულის საბაზო ფასი 310 184 ევროა, რასაც მყიდველის ქვეყანაში არსებული გადასახადები ემატება. მაგალითად, ჰოლანდიაში ფასი 465 974 ევროსაც კი აღწევს. და ესეც არაა ჭერი, რადგან მყიდველი ყოველთვის ითხოვს დამატებით ეკიპირებას, რაც ავტომობილს კიდევ უფრო აძვირებს. მაგრამ სიძვირე მყიდველს ვერ აკავებს...

„სიტროენი“ რევოლუციურ საკიდარს ამზადებს

Citroen to launch revolutionary suspension system in 2017
25 ნოემბერი
„სიტროენი“ სრულიად ახალ, „რევოლუციურ“ დაკიდების სისტემაზე მუშაობს, რომლითაც ადაპტირებად ჰიდროპნევმატურ „ჰიდრაქტივ III+“ შეცვლის. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, „სიტროენის“მთავარმა აღმასრულებელმა ლინდა ჯეკსონმა განაცხადა, რომ ახალი საკიდარით აღჭურვილი ავტომობილები ბაზარზე 2017 წელს გამოვა.

„აუდი RS7“ ბურჟ ხალიფას ლიფტის წინააღმდეგ

Audi RS7 Vs The Burj Khalifa In Elevation Challenge
25 ნოემბერი
რა თქმა უნდა, ავტომობილის და ლიფტის დაპირისპირება შეუძლებელია - მათ განასხვავებულია გზა და ტრაექტორია აქვთ. მაგრამ „აუდიმ“ ორიგინალურ ხერხს მიმართა - შეჯიბრის ერთ-ერთ მონაწილეს, მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენ ბურჟ ხალიფას (დუბაი, 828 მეტრი) უმაღლეს პლატფორმამდე ლიფტებით უნდა მიეღწია. „აუდი RS7“ კი პარალელურ რეჟიმში, იმავე ამპლიტუდის მქონე გზას გაივლიდა დუბაის შემოგარენში.

„კლდე“ თავის „ლაფერარიში“ ვერ ჩაეტია

Ballers Star Dwayne Johnson Can't Fit Inside LaFerrari
25 ნოემბერი
ჰოლივუდის ვარსკვლავმა დუეინ ჯონსონმა, თავისი გიგანტური და მკვრივი აგებულების გამო, „კლდედ“ წოდებულმა, „ფერარი ლაფერარი“ შეიძინა და როცა თავისი ავტომობილი ჩააბარეს, აღმოაჩინა, რომ მასში ვერ ეტევა... თავისი უიღბლობის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა - მამიკო ამაში ვერ ეტევაო და თან ფოტოც დაურთო, რომელზეც თავის თეთრ „ლაფერარისთან“ დგას.

აფხაზავა და „არტლაინ ტიმ ჯორჯია“ „ლამბორგინის“ სუპერ ტროფეოს ჩემპიონები არიან

25 ნოემბერი
ამერიკის ქალაქ სებრინგში (შტატი ფლორიდა) დასრულდა „ლამბორგინის“ „ბლანპენ სუპერ ტროფეოს“ ევროპული სერიის სეზონი, სადაც ქართულმა გუნდმა „არტლაინ ტიმ ჯორჯიამ“ და მისმა მფლობელმა შოთა აფხაზავამ ორმაგი გამარჯვება მოიპოვეს. ჯერ ერთი, აფხაზავა მოყვარულთა კატეგორიაში გახდა სერიის ჩემპიონი. მეორეც, მისი გუნდის ეკიპაჟმა, რომელიც პროფესიონალ-მოყვარულთა კატეგორიაში გამოდის და რომელშიც ლატვიელი ჰარალდ შლეგელმილხი და რუსი მიხაილ სტეპანოვი ასპარეზობდნენ, მეორე რბოლა აბსოლუტურ ჩათვლაში მოიგო.