დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, October 26, 2015

მიკელსენმა რალის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გაიმარჯვა

Rallying-Mikkelsen takes maiden win after Ogier smash
27 ოქტომბერი
ნორვეგიელმა ანდრეას მიკელსენმა, რალის მსოფლიო ჩემპიონატის (WRC) მიმდინარე სეზონის ბოლოსწინა ეტაპი - ესპანეთის რალი მოიგო, რაც WRC-ზე მისი პირველი გამარჯვებაა. ოღონდ, მას იმის წყალობით მიაღწია, რომ ბოლო სპეცმონაკვეთზე, სებასტიან ოჟიემ თავისი „ფოლკსვაგენი“ დაამტვრია. არადა ფრანგი, რომელმაც ვადამდე მოიპოვა თავისი მესამე ტიტული, რბოლას ლიდერობდა.

წრიული რბოლები გაზაფხულამდე დაგვემშვიდობა

26 ოქტომბერი
რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, მე-7 ეტაპს უმასპინძლა. რბოლების ორგანიზატორთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სეზონის დახურვას, არნახულად ბევრი მაყურებელი დაესწრო (ამაზე მეტი მაყურებელი მხოლოდ ტრეკის გახსნას ჰყავდა). მთლიანად გაივსო ძირითადი ტრიბუნა და მეორე ტრიბუნიდანაც რბოლებს უამრავი მაყურებელი ადევნებდა თვალს. და რბოლების მონაწილეებმაც მათ შესანიშნავი სანახაობა მოუწყვეს.

ჰამილტონი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია!

Motor racing-Hamilton takes third F1 title after U.S. thriller
26 ოქტომბერი
ამიერიდან, ლუის ჰამილტონი ფორმულა ერთის ჩემპიონთა იმ ელიტურ სიაში ჩაეწერა, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, მინიმუმ სამჯერ აქვთ მოპოვებული. მესამედ ჩემპიონი ის აშშ-ის 2015 წლის დიდი პრიზის მოგების შემდეგ გახდა. „ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი მომენტია“, - ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ, ჰამილტონმა თავცისიანებს რადიოთი გასძახა.