დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 10, 2013

ყველაზე სწრაფი პიტსტოპები „რედ ბულს“ აქვს

Red Bull also leads pitstop race in 2013
10 აგვისტო
სანამ ფორმულა ერთი საზაფხულო არდადეგებზეა, გერმანულმა ჟურნალმა „აუტო მოტორ უნდ შპორტმა“, სეზონის განვლილი ნახევრის  საინტერესო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლებიც პიტსტოპების შესრულების საუკეთესო დროებს ეხება. სტატიის მიხედვით, ბოქსებში მანქანების მომსახურებისას, ყველაზე სწრაფად „რედ ბულის“ მექანიკოსები ირჯებიან.

ავტომობილი ბირთვულ საწვავზე - ჯერ მხოლოდ კონცეპცია

Nuclear cars, with help from thorium lasers
10 აგვისტო
მომავლის ეს პროექტი ორი წლის წინ შეიმუშავეს მასაჩუსეტსურ კომპანია „ლაზერ პაუერ სისტემზში“. პროექტს ტექნოლოგი ჩარლზ სტივენსი უძღვებოდა, რომელიც თორიუმის ბაზაზე არსებულ ლაზერულ დანადგარებს იკვლევს. საერთოდ, ამ კომპანიის მიზანს, თორიუმის ლაზერის საფუძველზე ელექტრო გენერატორის შემუშავებაა, რომელიც ოდესღაც ელექტრო ენერგიას მოგვცემს და როგორც სტივენსი ვარაუდობს, ავტომობილებსაც აამოძრავებს.