დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, October 4, 2014

„ფორდ ეჯის“ ევროპული დებიუტი

New Ford Edge Debuts in Paris with a Pair of Diesel Engines
4 ოქტომბერი
კიდევ ერთი ავტომობილი, რომელსაც „ფორდი“ ევროპაში პირველად შეიტანს, საშუალო ზომის უგზოობის „ეჯია“, რომლის მეორე თაობის ევროპული პრემიერაც ახლახანს პარიზის მოტორ შოუზე შედგა. ეს ავტომობილი ამერიკაში პირველად 2006 წელს გამოჩნდა, თუმცა, მხოლოდ ამერიკული ბაზრისთვის. ახლა კი, ცისფერი ოვალის „ერთი ფორდის“ პოლიტიკის შესაბამისად, კომპანიის ყველა მოდელი გლობალური ხდება და ეს ტენდენცია „ეჯსაც“ შეეხო.

„ლენდ როვერ დისქავერი სპორტი“ პარიზში

New Land Rover Discovery Sport Gets Colorful in Paris
4 ოქტომბერი
„ლენდ როვერის“ უახლესი ავტომობილი, „დისქავერი სპორტი“ პარიზის მოტორ შოუზე უჩვეულო სატრანსპორტო საშუალებით - სპეციალურად მოწყობილი 80-მეტრიანი ბარჟით მიიყვანეს. გზად, ბარჟაზე მოწყობილ უგზოობის პირობებში, შემთხვევით მნახველს, თავის შესაძლებლობებს უჩვენებდა.

„ვენტური ამერიკა“ - ელექტრო ბაგი 401 ცხენის ძალით

New Venturi America is a Quirky Electric Buggy with 401HP
4 ოქტომბერი
ელექტრომობილების მწარმოებელმა მონეგასკურმა კომპანია „ვენტურიმ“ პარიზის მოტორ შოუზე თავისი ბაგის სტილის ელექტრომობილის, „ამერიკას“ ახალი ვერსია წარადგინა, რომლის განკარგულებაშიც 407 ცხენის ძალაა. „ვენტურის“ ადრე არაერთი კონცეპტუალური მოდელი შეუქმნია, ახლახანს კი საყოველთაო ცნობადობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც აქტიურად ჩაერთო ფორმულა E-ს კამპანიაში, სადაც მისი პარტნიორი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიოა.

„ფორდ მუსტანგი“ - პირველად ევროპაში

The 2015 Ford Mustang Officially Gallops into Europe
4 ოქტომბერი
ხუთი თაობის გამოცვლა დასჭირდა „მუსტანგს“ იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს, ამერიკის საზღვრებს გარეთ გაეშვათ. „ფორდის“ სტრატეგია „ერთი ფორდი“, უკლებლივ ყველა მოდელის, მათ შორის, „მუსტანგის“ გლობალიზაციას ითვალისწინებს. და აი, პოპულარული პონი ქარი ძველ კონტინენტს პარიზის მოტორ შოუზე ოფიციალურად წარუდგინეს.

ფეტელი „რედ ბულს“ ტოვებს

Motor racing-Vettel to leave Red Bull, set for Ferrari - Horner
4 ოქტომბერი
მარცხნიდან: ჰორნერი, მარკო და ფეტელი
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ამ სეზნს ბოლოს „რედ ბულს“ დატოვებს - ეს ინფორმაცია „რედ ბულმა“ იაპონიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლის დაწყებამდე გამოაცხადა. ავსტრიული გუნდი ასევე გვატყობინებს, რომ გერმანელის ადგილს რუსი დანილ კვიატი დაიკავებს. იმავდროულად, „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ფეტელი თავის კარიერას „ფერარიში“ გააგრძელებს.

ნიკო როსბერგი სუზუკას პოულზე

Motor racing-Rosberg on pole for Japanese Grand Prix
4 ოქტომბერი
„მერსედესის“ პილოტების გამარჯვებებს მივეჩვიეთ და რა თქმა უნდა, დღის მთავარი მოვლენა, „რედ ბულიდან“ სებასტიან ფეტელის წასვლა გახდა. გერმანელს ჯერ ოფიციალურად არ უთქვამს, მაგრამ უკვე ისიც ცნობილია, რომ მომავალი სეზონიდან მას „ფერარის“ ფორმაში გამოწყობილს ვნახავთ. რაც შეეხება კვალიფიკაციას, ამჯერად პოულზე ნიკო როსბერგია, ლუის ჰამილტონი კი მეორე ადგილს დასჯერდა. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი - დიდი ალბათობით, რბოლა წვიმის აკომპანიმენტით დაიწყება და შესაძლოა, პელოტონს სტარტზევე უსაფრთხოების მანქანა გაუძღვეს.