დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, November 22, 2014

„ფერარი“ მატიაჩის შეცვლასაც აპირებს

Marlboro chief set to replace Ferrari boss Mattiacci
22 ნოემბერი
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მალე „ფერარი“ თავის ფორმულა ერთის გუნდის შეფ მარკო მატიაჩისაც გაუშვებს, მის ადგილზე კი „მარლბოროს“ ევროპული შტოს ბრენდ მენეჯერ მაურიციო არივაბენე დაინიშნება. როგორც ცნობილია, მატიაჩიმ აპრილში შეცვალა სტეფანო დომენიკალი.

„რედ ბულს“ კვალიფიკაციის შედეგები გაუუქმეს

Red Bull disqualified from qualifying after front wings deemed illegal
22 ნოემბერი
ამ სეზონის ბოლო რბოლას, „რედ ბულის“ პილოტები პიტლეინიდან დაიწყებენ. საქმე ისაა, რომ სტიუარდებმა ხარების ავტომობილის წინა ფრთების კონსტრუქციაში ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა აღმოაჩინეს. კერძოდ, ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ წინა ფრთებში დრეკადი ელემენტებია გამოყენებული. ამის გამო, ორივე პილოტის შედეგი გაუქმდა, თუმცა მათ რბოლაში მონაწილეობის უფლება ექნებათ. მოკლედ, მათ ბოლო რიგში დადგომა უწევდათ, მაგრამ იმის გამო, რომ მანქანაზე ნაწილებია შესაცვლელი, სებასტიან ფეტელი და დანიელ რიკარდო სტარტს პიტლეინიდან აიღებენ.

პოული ისევ როსბერგისაა

Motor racing-Rosberg beats Hamilton to Abu Dhabi pole
22 ნოემბერი
ორმაგი ქულების რა გითხრათ, მაგრამ კვალიფიკაციის მოგებისთვის რომ ორი ქულა იწერებოდეს და უსწრაფესი წრისთვის და რბოლაში მეტი წრის ლიდერობისთვის - თითო ქულა, ნიკო როსბერგსა და ლუის ჰამილტონს შორის სხვაობა 17 ქულაზე ნაკლები იქნებოდა და შესაბამისად, ჩემპიონის ვინაობა აბუ დაბის დიდი პრიზის რბოლაში გაირკვეოდა. ორმაგ ქულებს ალბათ მომავალი სეზონიდან ისევ გააუქმებენ, კვალიფიკაციაში გამარჯვება კი როდის დაფასდება, ამის თქმა ძნელია. არადა, კარგი იქნებოდა...