დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 21, 2013

„ფორდმა“ ნასქარ-ისთვის მომზადებული „ფიუჟნი“ გაგვაცნო (ვიდეო)

Ford Showcases New NASCAR Fusion Car
21 თებერვალი

იყო დრო, როდესაც ნასქარ-ის სერიის რბოლებში, სერიული ავტომობილებით მონაწილეობდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს ავტომობილები სულ უფრო მეტად შორდებოდნენ იმ საბაზო ვერსიებს, რომელთა რეკლამისთვისაც მწარმოებლებს ისინი სარბოლ ტრეკზე და ოვალზე გამოჰყავთ.

პერესი: ახალი „მაკლარენი“ ბატონზეა მორგებული

New McLaren 'adapted' for Button's style – Perez
21 თებერვალი
მართალია, სერხიო პერესი ბარსელონას ტესტების მეორე დღეს უსწრაფესი იყო, მაგრამ მანქანიდან გადმოსულმა, ჟურნალისტებთან საუბრისას პირველ რიგში განაცხადა, ეს მანქანა ჯენსონ ბატონზეა მორგებულიო. თუმცა, არ დაუწუწუნია, უბრალოდ ის ფაქტი დააფიქსირა, რომ როდესაც „მაკლარენი“ ახალ მანქანაზე მუშაობას იწყებდა, ბატონის ფიზიკური პარამეტრები გაითვალისწინაო.

„ჰიუნდაი სონატა ჰაიბრიდს“ აპეტიტი და ფასი მოაკლდა

2013 Hyundai Sonata Gains Updated Hybrid System Yielding Better MPG, Costs $200 Less
21 თებერვალი
„ჰიუნდაიმ“ თავისი პოპულარული ჰიბრიდული ავტომობილი - „სონატა“ განაახლა. ავტომობილში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ბენზინის ძრავიანი ჰიბრიდული დანადგარი, რომლის ეფექტურობაც 6 პროცენტით გაიზარდა. ასევე გაუმჯობესდა ელემენტების ბლოკის მახასიათებლები, რისი წყალობითაც, მარტო ელექტროძრავით ავტომობილის გადაადგილებისას, მისი სვლის სიშორე გაიზარდა.

ვალენტინო როსი „ოპელ ადამის“ სახე გახდა

Valentino Rossi is new brand ambassador for Opel ADAM
21 თებერვალი

წრიულ მოტორბოლებში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი ვალენტინო როსი, იტალიაში „ოპელის“ უახლესი კომპაქტური სპორტული ავტომობილის, „ადამის“ სახე გახდა. გერმანულმა კომპანიამ, თავისი ახალი პროდუქტის რეკლამისთვის, როსი მისი ცხოვრების აქტიური რიტმის გამო შეარჩია. როსი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ მოტოსპორტის ფანებს შორის, არამედ მთლიანად, ავტო-მოტო სამყაროში და ახალგაზრდებს შორის. იმ ახალგაზრდა თაობაში, რომელსაც „ოპელის“ მარკეტოლოგები „ადამის“ ძირითად მყიდველად მიიჩნევენ.

ჟენევაში „ფორდის“ სერიული „ტურნეო კურიერის“ პრემიერა ჩატარდება

Geneva Motor Show Debut for Ford's Production-Ready Tourneo Courier Minivan
21 თებერვალი

ჟენევის მოტორ შოუზე სიახლეები „ფორდსაც“ ექნება. თუ ცისფერი ოვალი ექსპო სენტერში სიურპრიზებს არ დაგვახვედრებს, მისი ექსპოზიციის მთავარი პერსონაჟი იქნება წარმოებისთვის მომზადებული მინივენი „ტურნეო კურიერი“. ეს ავტომობილი პირველად შაღშან ამსტერდამში ჩატარებულ სპერციალურ ფორუმ „გოუ ფართერზე“ გამოჩნდა, სადაც ამერიკულმა კომპანიამ, გლობალური განვითარების დაწვრილებითი გეგმა წარმოადგინა.

„სუზუკი“ ფიჭურ ელემენტებს გამოუშვებს

Suzuki to Start Fuel Cell Production
21 თებერვალი
ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი რამდენიმე კონცეპტუალური ავტომობილის შექმნის შემდეგ, „სუზუკი“ ასეთი ელემენტების წარმოებას იწყებს. იაპონურმა კომპანიამ, ბრიტანულ „ინტელიჯენტ ენერჯისთან“ ერთად, ერთობლივი საწარმო შექმნა, რომლის ქარხანაც ქალაქ იოკოჰამაში აშენდა და წარმოებისთვის მზადაა. რაც მთავარია, ქარხანაში გამოუშვებენ ჰაერით გაგრილებად ფიჭურ დანადგარებს, რომლებიც ავტომობილებისთვისაა განკუთვნილი და ხელმისაწვდომიცაა.

პერესი საბურავების ძლიერ ცვეთას უჩივის

Sergio Perez says tyre degradation is now 'extreme'
21 თებერვალი
როგორც ჩანს, ახალი სეზონის დასაწყისში, მთავარი ტემა ისევ საბურავების ამოუცნობი მახასიათებლები იქნება. ბარსელონაში მიმდნრე ტესტების დროს, პადოკში ყველაზე ხშირად იმაზე ლაპარაკობენ, „პირელის“ ახალი საბურავები ძალიან სწრაფად ცვდება. პირველმა ამაზე ხმამაღლა სერხიო პერესმა ილაპარაკა. მექსიკელი მრბოლი აღიარებს, რომ რეზინის სწრაფმა ცვეთამ გაოცებული დატოვა.