დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, November 26, 2015

„მერსედეს-AMG“ კუპე GT-ს ახალ ვერსიას ამზადებს

Hotter Mercedes-AMG GT R Planned For 2016
26 ნოემბერი
გერმანული კომპანია ჰიპერ ავტომობილის გამოშვებისგან თავს იკავებს, მაგრამ მყიდველს GT-ს ბაზაზე შექმნილი ვერსიებით გაანებივრებს. გამოცემა „მოტორ ტრენდი“ გვატყობინებს, რომ „მერსედეს-AMG“ მალე თავისი პოპულარული კუპეს ვერსია R-ს გამოუშვებს, რომელსაც ისედაც სრულყოფილი GT S-ზე უკეთესი მახასიათებლები ექნება. ძნელი სათქმელია, სამქიმიანების მიერ ამ აბრევიატურის გამოყენებაზე პრეტენზიას გამოთქვამს თუ არა „ნისანი“, რომელიც პოპულარულ სუპერ ავტომობილ GT-R-ს აწარმოებს.

ფეტელი ფერსტაპენს აქებს

Vettel Expects Max Verstappen To Challenge Him Eventually
26 ნოემბერი
ფორმულა 1-ის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი სებასტიან ფეტელი „ტორო როსოს“ ახალბედა მაქს ფერსტაპენს „სიურპრიზს“ უწოდებს და დარწმუნებულია, რომ თინეიჯერი ჰოლანდიელი მალე ჩემპიონობისთვის მებრძოლთა შორის გამოჩნდება და მისი დამარცხება ყველასთვის ძალიან ძნელი იქნება. ფეტელი განმარტავს, რომ ფერსტაპენი სიურპრიზია, რადგან არის „ძალიან აგრესიული, ხანდახან კი მეტისმეტად აგრესიულიც. მან ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და ორჯერ მეოთხე ადგილზეც კი გავიდა“.

ფ1-ის კომისიამ ალტერნატიულ ძრავზე უარი თქვა... ჯერჯერობით

F1 commission rejects alternative engine as manufacturers promise solutions
26 ნოემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გამოაცხადა, რომ ალტერნატიული ძრავის პროექტს, რომლის ამოქმედებაც 2017 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში, ფორმულა 1-ის კომისიამ მხარი არ დაუჭირა. სამაგიეროდ, ძრავების მწარმოებლებმა პირობა დადეს, რომ ძრავების რეგლამენტთან დაკავშირებით იმსჯელებენ და იმ საკვანძო საკითხებს გადაწყვეტენ, რომლის გამოც, ბერნი ეკლსტოუნს და FIA-ს ალტერნატიული ძრავის მწარმოებლის მოწვევა სურდათ.

„ფორდ F-150“ წლის მწვანე ავტომობილია

Ford F-150 wins Green Truck Of The Year
26 ნოემბერი
გამოცემა „გრინ ქარ ჯორნალმა“ წლის მწვანე პიკაპის წოდება, „ფორდის“ პოპულარულ პიკაპ F-150-ს მიანიჭა. ეს ავტომობილი, საწვავის უჩვეულოდ მცირე ხარჯით გამოირჩევა, ას კილომეტრზე 10.9 ლიტრს მოიხმარს. რა თქმა უნდა, ამ მაჩვენებლით, ჰეჩბეკებს და სედანებს ვერ შეედრება, თუმცა ეს მაინც არ აისახება მის პოპულარობაზე - ათწლეულების განმავლობაში, ეს ავტომობილი ამერიკაში ყველაზე გაყიდვადია.

„მერსედეს-AMG“ ჰიპერქარის გამოშვებას არ აპირებს

Mercedes-AMG Boss Says "No" To Hypercar Plans
26 ნოემბერი
„მერსედეს-AMG-ს“ თავმჯდომარე ტობიას მოერსმა, ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე განაცხადა, რომ მისი კომპანია არ აპირებს ჰიპერ ავტომობილის გამოშვებას. ამგვარად, მან წერტილი დაუსვა გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ შტუტგარტელები „ფერარი ლაფერარის“, „მაკლარენ P1-ის“ და „პორშე 918 სპაიდერის“ კონკურენტის წარმოებას აპირებს.