დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 19, 2015

„ფერარიმ“ ბარსელონაში „ფერარი ლენდის“ მშენებლობა დაიწყო

Lights turn green for construction of Ferrari Land
19 ივლისი
„ფერარიმ“ თავისი მეორე თემატური პარკის მშენებლობა დაიწყო. აბუ დაბის შემდეგ, მარანელოელთა გასართობი კომპლექსი, ბარსელონას გარეუბან პორტ ავენტურაში აიგება. ბარსელონასთან თემატური პარკის მშენებლობის გადაწყვეტილება „ფერარის“ ხელმძღვანელობამ შარშან მიიღო, მაისში კი პირველი აგური დაიდო. „ფერარის“ პარკი მოიცავს უამრავ ატრაქციონს, გაგვაცნობს „ფერარის“ სიახლეებს, ფორმულა 1-ს, იტალიის ტრადიციებს და „ფერარის“ დამაარსებელ ენცო ფერარის ბიოგრაფიას.

„ფორდი“ ავტომობილებს კამერიანი ფარებით აღჭურვავს

Future Fords To Feature Crazy Camera-Based Headlights
19 ივლისი
„ფორდი“ განთების სრულიად ახალ სისტემაზე მუშაობს, რომელიც მალე მის მოდელებს, ღამით მოძრაობისას გაცილებით უსაფრთხოს გახდის, როგორც საკუთრივ ამ ფარებით აღჭურვილი ავტომობილისთვის, ასევე ფეხმავლებისთვის, ირგვლივ მოძრავი სხვა ავტომობილებისა და ცხოველებისთვისაც. სისტემაზე „ფორდის“ ევროპული კვლევისა და ინოვაციების აახენის (გერმანია) ცენტრი მუშაობს. განათების სისტემა ფარების გარდა, კამერას და GPS-სისტემას იყენებს.

„შელბი“ საიუბილეო „კობრა დეიტონა კუპეს“ გამოუშვებს

50th Anniversary Shelby Cobra Daytona Coupe Costs $349,995... Without A Drivetrain
19 ივლისი
„შელბი ამერიკენმა“ თავის ლეგენდარულ მოდელ „კობრა დეიტონა კუპეს“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული „კობრა 427-ის“ მყარსახურავიანი ვერსია, „კობრა დეიტონა კუპე“ შეიმუშავა და მასაც ძალიან შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 50 ცალს გამოუშვებს. ამასთან, ამ ავტომობილს მყიდველს როგორც ალუმინის, ასევე შუშაბოჭკოვანი კომპოზიტით დამზადებული ძარებით შესთავაზებენ.

„მაკლარენმა“ 675LT-ს წარმოება დაიწყო

McLaren 675LT Begins Production, All 500 Units Are Already Sold Out
19 ივლისი
„მაკლარენმა“ სუპერ ავტომობილ 675LT-ზე, კვოტით გათვალისწინებული 500-ვე შეკვეთა მიიღო და მის წარმოებასაც შეუდგა. ეს არის მოდელ 650S-ის უფრო სწრაფი და პირქუში ვერსია, ავტომობილისა, რომელიც „ფერარი 488 GTB-ს“ უშუალო კონკურენტია. ახალი ავტომობილი შესანიშნავი მახასიათებლებით გამოირჩევა და ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში.