დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, June 27, 2015

ფ1-ის პილოტები დახურულ კოკპიტებზე FIA-ს ენდობიან

F1 drivers trust FIA over closed cockpits
27 ივნისი
ავსტრიის დიდი პრიზის რბოლის დასაწყისში, კიმი რაიკონენსა და ფერნანდო ალონსოს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კვლავ წამოიჭრა საკითხი, დახურული კოკპიტების შემოღების აუცილებლობის შესახებ. და როგორც ირკვევა, პილოტები ამასთან დაკავშირებით, სრულ ნდობას უცხადებენ FIA-ს და ამბობენ, რომ დაეთანხმებიან ამ მიმართულებით, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას.

„ლოტუს 3-ილევენ“ - ყველაზე სწრაფი საგზაო „ლოტუსი“

Meet The New Lotus 3-Eleven, The Fastest Road-Legal Model Hethel Has Ever Built
27 ივნისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, „ლოტუსმა“ თავისი უახლესი ავტომობილი, ღია სატრეკო „3-ილევენი“ წარადგინა, რომელიც მის ისტორიაში, ყველაზე სწრაფი და ძვირი ავტომობილი გახდება. ეს ავტომობილი სატრეკოდაა ორიენტირებული, თუმცა საგზაო სერტიფიკატიც გააჩნია. ის „ექსიჯის“ შასიზეა აგებული და მისივე ძრავითაა აღჭურვილი.

„სინ სიტი ჰასტლერი“ - ბიგ ფუტი ექსკურსიებისთვის

'Sin City Hustler' Is A $1M Ford Excursion Monster Truck
27 ივნისი
კომპანია „ბიგ ტოიზ რეისინგმა“, გიგანტურბორბლიანი ავტომობილების მოყვარულთათვის, მორიგი მონსტრი - „სინ სიტი ჰასტლერი“ შეიმუშავა, რომელზეც ფლორიდაში საგზაო სერტიფიკატი. ავტომობილის სიგრძე 9 753 მილიმეტრია, სიმაღლე - 3 658 მილიმეტრი. მასში 13 სავარძელია განლაგებული. ამ ავტომობილის შეძენის მსურველს, ჯიბეში მილიონი დოლარი უნდა ჰქონდეს.

„ფორდ ფოკუს RS“ 350 ცხენის ძალით

Ford Focus RS Officially Rated At 350 PS And 440 Nm
27 ივნისი
ჟენევის მოტორ შოუზე პრემიერის შემდეგ, „ფორდმა“ თავისი ახალი „ფოკუს RS-ის“ ძრავის სიმძლავრის და მაბრუნი მომენტის მონაცემები ახლაღა გამოაქვეყნა. ეს გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის დროს მოხდა, სადაც ტემპერამენტიანი კომპაქტური ჰეჩბეკით, „ჯიმხანას“ და მსოფლიო რალიქროსის ვარსკვლავმა, ამერიკელმა მრბოლმა კენი ბლოკმა გაინავარდა.