დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 11, 2015

დათა ქაჯაია ETCC-ს ჩემპიონია!

11 ოქტომბერი
იტალიის ენა პერგუზას ტრეკზე დასრულდა ევროპის ტურინგის ავტომობილების თასის სეზონი და როგორც მოსალოდნელი იყო, დათა ქაჯაიამ TC2T კლასში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორივე რბოლა მან აბსოლუტურ ჩათვლაში მეორე ადგილზე დაასრულა, ამათგან თავის კლასში პიველი მოიგო, მეორეზე კი თავისი გუნდის შეფთან, ფრანც ენგსტლერთან დათმო. რაც მთავარია, თავისი უშუალო მეტოქეები ახლოსაც არ გაიკარა და ტრიუმფით დაასრულა თავისი პირველი ევროპული ტურინგ-სეზონი.

„მერსედესმა“ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა

Mercedes win second successive F1 constructors' title
11 ოქტომბერი
„მერსედესმა“ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ფორმულა ერთის კონსტრუქტორთა თასი, ლუის ჰამილტონმა კი დიდი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტულისკენ. ეს სოჭის რბოლის შემდეგ მოხდა, რომელიც სწორედ ჰამილტონმა მოიგო. ეს ამ სეზონში მისი მეცხრე, კარიერაში კი 42-ე გამარჯვებაა. ამგვარად, მისმა უპირატესობამ უახლოეს მდევართან 66 ქულას მიაღწია და ეს მაშინ, როცა დარჩენილ ოთხ ეტაპზე, მაქსიმუმ 100 ქულის აღებაა შესაძლებელი.