დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 24, 2013

მეშვიდე თაობის „ფოლკსვაგენ გოლფის“ ელექტრონული ვერსია

Early Reveal for New All-Electric Volkswagen Golf-e Mk7
24 თებერვალი
„ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი კომპანიები, კარგად იყენებენ ტექნოლოგიების უნიფიკაციის იმ შესაძლებლობას, რასაც მათ ერთმანეთთან დამოკიდებულება აძლევს. ჩვენ უკვე გაუწყეთ იმის შესახებ, რომ ჟენევის მოტორ შოუზე, „აუდი“ ჰეჩბეკ A3-ის ბაზაზე შექმნილ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილს წარადგენს. დაახლოებით იმავე ტიპის ავტომობილი ჟენევისთვის „ფოლკსვაგენმაც“ მოამზადა.

„ბეემვე X6 ტაიფუნ RS“ - მსოფლიოს უსწრაფესი უგზოობის ავტომობილი

The world's fastest SUV: G-Power BMW X6 Typhoon RS V10
24 თებერვალი

გერმანულმა სატუნინგო კომპანია „G-პოვერმა“, „ბეემვეს“ სპორტულ ქროსოვერ X6-ის ბაზაზე შექმნა მსოფლიოში უსწრაფესი უგზოობის ავტომობილი, სახელად „ტაიფუნ RS“, რომელიც სულ რაღაც, ხუთი ცალი დამზადდება. ავტომობილი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც სტანდარტული X6-ის გამაში არ შედის.

„უილიამსის“ გამოსაბოლქვი რეგლამენტს არ შეესაბამება

FIA tells Williams exhaust solution illegal
24 თებერვალი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გააფრთხილა „უილიამსი“, რომ მისი მანქანის გამოსაბოლქვი არ შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტს. იგივე პრობლემა, უფრო ადრე „კატერჰემის“ ახალ ბოლიდსაც აღმოაჩნდა. ორივე საჯინიბოს მანქანას მსგავსი ტექნიკური გადაწყვეტა აქვს შემუშავებული, რაც გამოსაბოლქვის ორ სეგმენტად გაყოფაში გამოიხატება.

პლაგ-ინ ჰიბრიდული „აუდი A3 e-ტრონი“ ჟენევაში გაგვეცნობა

New Audi A3 e-tron Plug-in Hybrid with 201HP to Debut at Geneva Motor Show
24 თებერვალი
ცოტაც და ჟენევის მოტორ შოუზე, უამრავ საინტერესო, სერიულ და კონცეპტუალურ სიახლეს ვიხილავთ. მათ შორის, არაერთი ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილი იქნება. ერთ-ერთი მათგანი კი „აუდის“ პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი „A3 e-ტრონია“, რომლის ფოტოები და მწირი ინფორმაციაც გერმანულმა კომპანიამ ინტერნეტით გაავრცელა.

„ფორდი“ 2.0-ლიტრიან „ეკობუსტ“ ძრავებს ოჰაიოში გამოუშვებს

Ford starting up 2.0L EcoBoost engine production in Ohio
24 თებერვალი
„ფორდ ამერიკას“ პრეზიდენტმა ჯოი ჰინრიხსმა (ფოტოზე) გამოაცხადა, რომ მისი კომპანია 2.0-ლიტრიან „ეკობუსტ“ ოთხცილინდრიან ძრავებს, 2014 წლის ბოლოდან კლივლენდის ძრავების ქარხანაში (ბრუკ პარკი, ოჰაიო) გამოუშვებს, რისთვისაც ამ ქარხნის მოდერნიზაცია და ამ საქმეზე 200 მილიონი დოლარის ინვესტირება იქნება საჭირო. ამის შემდეგ კი მასში დამატებით 450 ადმიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი.