დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 9, 2013

„ლენდ როვერი“ ახალ „დიფენდერს“ პიკაპის ძარითაც გამოუშვებს

Land Rover Defender pickup coming in 2017
9 დეკემბერი
თავის ყველაზე ძველ მოდელ „დიფენდერთან“ დაკავშირებით, „ლენდ როვერს“ დიდი გეგმები აქვს. ამ ავტომობილს ბრიტანული კომპანია მყიდველს რამდენიმე ვარიანტის სახით შესთავაზებს და მათ შორის, პიკაპიც იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „ვოთ ქარ?-ს“ „ლენდ როვერის“ დიზაინის შეფმა ჯერი მაკგოვერნმა მიაწოდა.

„სუზუკის“ კონცეპტუალური ქროსოვერები ტოკიოში

Meet Suzuki's Crossover Concepts from the Tokyo Motor Show
9 დეკემბერი
„პატარა ავტომობილები დიდი მომავლისთვის“ - ამ დევიზით, „სუზუკიმ“ ტოკიოს მოტორ შოუზე რამდენიმე პატარა კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა, რომლებიც იაპონური კომპანიის მომავალს გვიჩვენებენ. როცა კომპანიის მომავალს ვამბობთ, ამაში როგორც დიზაინი, ასევე მოდელების სიმრავლეც იგულისხმება. ყველა კონცეპტი სხვადასხვა ტიპის ქროსოვერია და დიდი შანსია იმისა, რომ მათს უმეტესობას მალე ბაზარზე ვიხილავთ.

ორმაგი ქულები სეზონის ბოლო რბოლაში

Motor racing-F1 to award double points for final race in 2014
9 დეკემბერი
მომავალი სეზონიდან, ფორმულა ერთის ჩემპიონატის ბოლო რბოლაში, რომელსაც აბუ დაბი უმასპინძლებს, მოწინავე ათეულში გასული პილოტები, ორმაგ ქულებს მიიღებენ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), რომელიც იმედოვნებს, რომ ამით სეზონის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ინტერესის შენარჩუნება.