დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 30, 2013

„შევროლე კორვეტს“ 60 წელი შეუსრულდა

GM Says, Happy 60th Anniversary Corvette!
30 ივნისი
30 ივნისს „შევროლე კორვეტს“ 60 წელი შეუსრულდა. სოლიდური ასაკია, რომელსაც მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეული ავტომობილები აღწევენ. თუმცა ამის მიუხედავად, „ჯენერალ მოტორსის“ სუპერ ავტომობილი ძველებურად პოპულარულია. მის საიუბილეო თარიღს კი უახლესი „კორვეტ სტინგრეის“ გამოსვლა დაემთხვა. გუშინ კი კომპანიამ „კორვეტის“ ისტორიასთან დაკავშირებული საინტერესო ამბები გამოაქვეყნა.

მზის ავტომობილი ავსტრალიიდან

Aussie University Creates a More Mainstream Solar-Powered Car called Eve
30 ივნისი
როდესაც მზის ელემენტებზე მომუშავე მანქანებზეა ლაპარაკი, ალბათ წარმოიდგენთ ექსპერიმენტულ, უცნაური გარეგნობის ავტომობილს, რომელსაც ბრტყელი და ფართო ზედაპირი აქვს, ზედ განთავსებული მზის ელემენტებით. სტერეოტიპის შესაბამისად, ასეთი ავტომობილი ძალიან ნელი უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს წვრილი ბორბლები და მხოლოდ ერთი ადგილი, ისეც ისეთი, რომელშიც დაბალი და გამხდარი ადამიანი ძივს მოთავსდება. მოკლედ, ისეთი რამ, რაზეც ავტომობილის თქმა უხერხულიც კია.

როსბერგმა „მერსედესს“ მეორე გამარჯვება მოუტანა

Rosberg triumphs in Britain after Vettel retires
30 ივნისი
პირელის საბურავების ფოიერვერკი - ეს სათაური კარგად მოერგებოდა ბრიტანეთის დიდი პრიზის რეპორტაჟს. ასევე შეიძლება ვილაპარაკოთ იღბლის ჭირვეულობასა და მცდარ გადაწყვეტილებებზე. ამ გარემოებათა თაიგულმა კი დიდწილად განაპირობა დღევანდელი რბოლის შედეგი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, უსამართლობა იქნება, თუ ნიკო როსბერგის გამარჯვებას შემთხვევითობას მივაწერთ.

Saturday, June 29, 2013

„ნისმო“ და „უილიამსი“ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

Nismo and Williams Agree to Develop High-Performance Vehicles
29 ივნისი
„ნისანის“ სპორტული ავტომობილების შტო „ნისმო“ და ფორმულა ერთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდ „უილიამსის“ მოწინავე ტექნოლოგიების შტო პარტნიორულ თანამშრომლობას იწყებენ, რისი მიზანიც, სხვადასხვა ტიპის სპორტული ავტომობილების შემუშავებაა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ „უილიამსი“ პროექტებში გამოიყენებს აეროდინამიკაში, კომპიუტერულ მოდელირებასა და ახალი მასალების დანერგვაში დაგროვებულ გამოცდილებას. პარტნიორები პირველ ერთობლივ პროდუქტს მომავალ წელს გვიჩვენებენ. ჯერჯერობით უცნობია, რომელი მოდელით დაიწყება ორი კომპანიის თანამშრომლობა.

„ბლუბირდი“ ფორმულა E-ში საკუთარი მანქანით გამოვა

Formula E could be multi-make series as Bluebird announces new car
29 ივნისი
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ელექტრონული სარბოლი სერია ფორმულა E, თავიდანვე მრავალბრენდიანი ჩემპიონატი იქნება. ახლახანს მის მონაწილეთა რიცხვს, თავისი საკუთარი ავტომობილით, ბრიტანული კომპანია „ბლუბირდ სპიდ რეკორდსი“ დაემატა, რომელმაც საკუთარი სარბოლი ბოლიდის პროექტი წარმოადგინა და გამოაცხადა, რომ მანქანა პირველი სეზონის დაწყებამდე მზად იქნება.

„რეინჯ როვერ სპორტი“ პაიკს პიკის პეისქარია (ვიდეო)

Range Rover Sport Pike Peak Pace Car Unveiled
29 ივნისი
პაიკს პიკის წლევანდელი რბოლის ოფიციალური პეისქარი უახლესი „ლენდ როვერ სპორტი“ იქნება, რომელმაც ახლახანს ღრუბლებისკენ რბოლის ტრასა, უგზოობის სერიული ავტომობილებისათვის რეკორდულ დროში გაიარა. შეგახსენებთ, რომ ავტომობილმა, რომელიც 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვილმა ავტომობილმა, კოლორადს მთაში განლაგებული ტრასა, რომლის სიგრძეც 19.99 კილომეტრია, 12 წუთსა და 35.61 წამში გაიარა.

ვებერს ფ1-ში დარჩენის ვარიანტებიც ჰქონდა

Webber had options to stay in F1
29 ივნისი
სილვერსტოუნზე ჩატარებულ პირველ პრესკონფერენციაზე, მარკ ვებერმა განაცხადა, რომ სურვილის შემთხვევაში, მას ფორმულა ერთში დასარჩენად საკმარისზე მეტი ვარიანტები ჰქონდა. მაგრამ რადგან ჩემს გეგმებში არ შედიოდა მომავალ სეზონში ფ1-ში დარჩენა, ამიტომ მათზე უარი ვთქვიო.

ამბავი ერთი პატარა „იზეტასი“

Man Sells BMW Isetta, Buys It Back by Chance 20 Years Later
29 ივნისი
ამ პატარა მანქანას ალმაცერად ნუ შეხედავთ, თავის დროზე, მან „ბეემვე“ გაყიდვისგან იხსნა. არადა, იყო შანსი, რომ ბავარიულ კომპანიას „მერსედესი“ დაუფლებოდა... „იზეტა“ იტალიური კომპანია იყო, რომელმაც სახელი სწორედ თავისი ჯუჯა ავტომობილით გაითქვა. მისი წარმოების ლიცენზია ბევრმა კომპანიამ იყიდა, მაგრამ ყველაზე ცნობილ „იზეტას“ მაინც „ბეემვე“ უშვებდა.

ჰამილტონმა ბრიტანელი ფანები პოულით გაახარა

Hamilton rewards British fans with pole
29 ივნისი
„მერსედესის“ პილოტებისგან პოული უკვე აღარავის უკვირს. თუმცა, მონაკოს გარდა, მათ პოული გამარჯვებაში ერთხელაც ვერ გარდასახეს. მანქანები მძიმე ავზებით არაკონკურენტუნარიანია. მაგრამ ბარსელონაში ჩატარებული საიდუმლო ტესტების შემდეგ, კანადაში ვერცხლისფრებს გაუმჯობესება დაეტყოთ. და ბრიტანეთში მომატებული აპეტიტით ჩავიდნენ. ლუის ჰამილტონი და ნიკო როსბერგი მეორედ დაიკავებენ წინა რიგს. ამჯერად პოულზე ბრიტანელია.

Friday, June 28, 2013

მარკო - პარტნიორის არჩევაში გადამწყვეტი სიტყვა ფეტელს ეკუთვნის

Vettel will have say over 2014 teammate - Marko
28 ივნისი
მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო სხვაც ბევრი რამ ხდება, სილვერსტოუნზე მთავარი თემა მაინც „რედ ბულში“ მოულოდნელად წარმოქმნილი ვაკანსიაა. მარკ ვებერის მიერ „პორშეში“ გადასვლის გამოცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ის ასე ადვილად არ ჩაცხრება. უფრო სწორედ, მანამ არ ჩაცხრება, სანამ წითელი ხარები ვებერის შემცვლელს დაასახელებენ. მანამდე კი ვარაუდებს გაეხსნა ასპარეზი.

„პეჟო“ შეიძლება „ჯენერალ მოტორსმა“ შეიძინოს

Peugeot family to cede control to GM?
28 ივნისი
203 წლის წინათ, პეჟოს ოჯახმა თავისი კომპანია ჩამოაყალიბა, რომელმაც ყავის საფქვავების წარმოებით დაიწყო და ათწლეულების შემდეგ ავტომობილების წარმოებაზე გადაერთო. მთელი ამ დროის განმავლობაში, ოჯახი თავისი კომპანიის განმკარგველი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და შესაძლოა, მალე „პეჟო“ პეჟოს ოჯახის კონტროლიდან გამოვიდეს.

სილვერსტოუნზე ჯერჯერობით უსწრაფესი როსბერგია

Rosberg puts Mercedes on top at Silverstone
28 ივნისი
ბრიტანეთი ფორმულა ერთის ქარავანს წვიმით დახვდა. ამის გამო, პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, ლიდერთა უმეტესობამ ბოქსებში დარჩენა ამჯობინა. საუკეთესო კი ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო იყო. მეორე პრაქტიკაზე, ამინდმა გუნდები და პილოტები დაინდო და სილვერსტოუნის ტრიბუნაზე მისული 80 000 მაყურებლის წინაშე, საუკეთესო დრო ისევ ნიკო როსბერგმა აჩვენა.

Thursday, June 27, 2013

„ლენდ როვერ დიფენდერი“ ლიმუზინის ფრაკში

Carisma Says it Has Crafted the Most Luxurious Land Rover Defender Interior Ever
28 ივნისი
ბრიტანული კომპანია „ქარიზმა ავტო“ ჩვეულებრივი ავტომობილების ლიმუზინებად გადაკეთებაზეა დახელოვნებული. მისმა სპეციალისტებმა „მერსედეს-ბენცის“ ვენი „ვიანო“ ნამდვილ ლიმუზინად გადააქციეს. შემდეგ კი თვალი „რეინჯ როვერის“ ლეგენდარულ „დიფენდერს“ დაადგეს, ავტომობილს, რომელსაც კომფორტთან და მდიდრულ ავტომობილებთან საერთო არაფერი აქვს და რომელიც ავტოგურმანებს თავისი ყველგანმავლის შეუდარებელი თვისებებით ხიბლავს.

სებასტიან ლოებმა პაიკს პიკის კვალიფიკაცია მოიგო

Pikes Peak Hill Climb: Sebastien Loeb dominant in qualifying
27 ივნისი
სებასტიან ლოების დომინაციით აღინიშნა პაიკს პიკის რბოლის საკვალიფიკაციო სესია. რალის მსოფლიო ჩემპიონის ცხრა ტიტულის მფლობელმა ფრანგმა, სპეციალურად მომზადბული „პეჟო 208-ით“, 5.1-მილიანი (დაახლოებით 8 კილომეტრი) საკვალიფიკაციო დისტანცია მან 3 წუთსა და 26.153 წამში გაიარა. მან 17 წამით აჯობა მეორეზე გასულ თანამემამულე რომენ დუმასს, რომელიც კომპანია „ნორმას“ წარმოების სპორტული პროტოტიპით (შეუზღუდავი კლასი) ასპარეზობს.

ალექს იმნაძე კონცეპტუალურ „იაგუარ E-ტაიპზე“ მუშაობს

New Jaguar E-Type Concept Project by Alexander Imnadze Looks Amazingly Sleek
27 ივნისი
ჩვენი ვებგვერდის ერთგული მკითხველი,  ქართველ დიზაინერ ალექს იმნაძის რამდენიმე ნამუშევარს იცნობს. ის ტურინში, დიზაინის ევროპულ ინსტიტუტში ეუფლება საავტომობილო დიზაინერის ხელოვნებას. და საკურსოს გარდა, საკუთარ თავისუფალ პროექტებზეც მუშაობს, რომლებსაც საერთაშორისო პრესაში ჰქონდა გამოხმაურება.

„პორშე პანამერა“ და „ბენტლი კონტინენტალი“ საერთო პლატფორმაზე აიგება

Next Porsche Panamera to Share Platform with the Future Bentley Continental
27 ივნისი
„პორშე“ მეორე თაობის „პანამერას“ ალბათ 2015 წელს გამოუშვებს და ეს ავტომობილი იმავე პლატფორმაზე იქნება ბაზირებული, რომელსაც „ბენტლი“ თავისი მესამე თაობის „კონტინენტალისა“ და მისი ოჯახისთვის გამოიყენებს. შესაძლოა, ვინმეს ეს არ მოეწონოს და თქვას, რომ „პორშე“ ინდივიდუალობას დაკარგავს, მაგრამ რეალურად, გერმანულ კომპანიას ასეთი საზიარო პლატფორმა ბევრ თანხას დააზოგინებს, რაც მის კონკურენტუნარიანობას ძლიერ გამოადგება.

ჰორნერს რაიკონენი ურჩევნია

Raikkonen, not Button, a Red Bull 'option' - Horner
27 ივნისი
მარკ ვებერის „პორშეში“ გადასვლის ინფორმაცია დღეს გავრცელდა და „რედ ბულში“ გაჩენილი ვაკანსიის შევსების კანდიდატებზე მითქმა-მოთქმა უკვე დაიწყო. ჩემპიონ გუნდში გადასვლის ყველაზე მეტი შანსი კიმი რაიკონენს აქვს, ვისაც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ კომპანია „რედ ბული“ აფინანსებდა. მაგრამ სხვა კანდიდატებიც განიხილება. მაგალითად, „მაკლარენის“ ჯენსონ ბატონი და ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო.

„ფორდ F-150 ტრემორი“ - პიკაპი დამოკლებული ბაზით

New 2014 Ford F-150 Tremor Combines 365HP V6 Turbo with Short-Wheelbase Body
27 ივნისი
სახელი „ტრემორი“ „ფორდმა“ პირველად თავის კონცეპტუალურ „ექსპლორერისთვის“ 1998 წელს გამოიყენა, მაგრამ ამ სახელით სერიულ წარმოებაში არ გაუშვია. შემდეგ იგივე სახელი პიკაპ „რეინჯერის“ სპეცვერსიებზე გამოჩნდა. ახლახანს „ტრემორი“ თავისი პოპულარული პიკაპის, F-150 სერიის ახალ მოდიფიკაციას უწოდა.

მარკ ვებერი „პორშეში“ გადავიდა

Mark Webber to leave Formula 1 for Porsche Le Mans programme
27 ივნისი

 მარკ ვებერმა გამოაცხადა, რომ ტოვებს ფორმულა ერთს და მომავალი სეზონიდან, „პორშეს“ ლე მანის LMP1 პროგრამას შეუერთდება. ამგვარად, „რედ ბულში“ ვაკანსია გაჩნდა, რომელზეც პრეტენზია მხოლოდ ტოპ პილოტებს შეიძლება ჰქონდეთ და რომელიც ფაქტობრივად, სატრანსფერო სეზონის დაწყებას ნიშნავს. ამ ეტაპზევე შეიძლება თქმა, რომ ავსტრალიელის ადგილზე მიწვევის ყველაზე რეალური კანდიდატი კიმი რაიკონენია.

Wednesday, June 26, 2013

მეორე თაობის „ძალიან მსუბუქი ავტომობილი“

Next-generation Very Light Car architecture takes center stage
25 ივნისი
მას შემდეგ, რაც საავტომობილო ინოვაციების კონკურსი X პრაიზი მოიგო (2010 წელს), გამარჯვებული გუნდი „ედისონ2“ არ დაშლილა და მუშაობა გააგრძელა თავის „ძალიან მსუბუქ ავტომობილზე“, რომლის ბაზაზეც ჯერ ელექტრომობილი შეიმუშავა (2011 წელს), შემდეგ კი ავტომობილის შასის სრულყოფა გადაწყვიტა და თავისი გარჯის შედეგი ჰენრი ფორდის მუზეუმში წარადგინა.

S-კლასის ვერსია „პულმანი“ „როლს როის ფანტომის“ კონკურენტი იქნება

Mercedes Boss Says S-Class Pullman will Rival Rolls-Royce Phantom
25 ივნისი
მართალია, „დაიმლერმა“ თავისი ყველაზე მდდრული ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი „მაიბახი“ გააჩერა, მაგრამ ულტრა ლუქს კლასის დატოვებას მაინც არ აპირებს. ამისათვის კი ახალი S-კლასის ბაზაზე, მოდელ „პულმანს“ გამოუშვებს, რომლითაც კონკურენციას თვით „მეფეთა მეფეს“ – „როლს როის ფანტომს“ გაუწევს. ეს უკანასკნელი, „მაიბახის“ გაქრობის შემდეგ, თავის სეგმენტში ეულადაა დარჩენილი და ეს მის გაყიდვებზე დადებითად აისახება.

ირვ გორდონის 5 მილიონი კილომეტრი

They Don’t Make Them Like They Used to: Man Nears 3 Million Mile Mark in 1966 Volvo P1800
25 ივნისი
რამდენის გავლა შეუძლია საშუალო სტატისტიკურ ავტომობილს? თუ ვინმე გეტყვით, რომ თავის ოთხთვალა მაგობართან ერთად, ნახევარი მილიონი კილომეტრი აქვს გავლილი, ალბათ გაოცებული დარჩებით. ლაპარაკი აღარაა მილიონზე - ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პლანეტას, ეკვატორული სარტყლის გასწვრივ, 25-ჯერ შემოუაროთ... და როგორი იქნება თქვენი რეაქცია, როცა შეიტყობთ, რომ ვინმე ირვ გორდონს, თავისი „ვოლვო P1800-ით“, რომელიც 1966 წელს შეიძინა, უკვე 4.8 მილიონზე მეტი კილომეტრი აქვს გავლილი?

„დრაისონ რეისინგმა“ ელექტრომობილების სიჩქარის რეკორდი დაამყარა

Drayson Racing Sets New World Land Speed Record for Electric Cars
25 ივნისი
ბრიტანულმა სარბოლმა გუნდმა ელექტრომობილების კლასში სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ლე მანის ტიპის სარბოლო პროტოტიპ B12 69/EV-ს ელექტრული ვერსიით, ბრიტანეთის მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, ბიზნესმენმა და ავტო მრბოლმა, ლორდმა პოლ დრეისონმა, 328.604 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

Tuesday, June 25, 2013

„რადიკალ RXC კუპე“ - ლე მანის პროტოტიპი ქუჩისთვის (ვიდეო)

Radical to Premiere RXC Coupe with 380HP Mustang V6 at the Salon Privé
25 ივნისი
სარბოლი ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია „რადიკალმა“ მოამზადა ახალი ავტომობილი „RXC კუპე“, რომელიც საერთო სარგებლობის გზებისთვისაა განკუთვნილი. ეს არის კომპანიის ისტორიაში პირველი დახურული ავტომობილი, რომელიც ლე მანის პროტოტიპების კლასის ტექნოლოგიების გამოყენებითაა შექმნილი. ბრიტანული კომპანია ირწმუნება, რომ RXC წარმოუდგენლად დინამიური მანქანაა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ადვილად შესანახია.

„რედ ბულს“ „მერსედესის“ 100 მილიონი დოლარით დაჯარიმება სურდა

Red Bull wanted $100m fine for Mercedes - report
25 ივნისი
საიდუმლოდ ჩატარებული ტესტების გამო, „მერსედესი“ და „პირელი“ სერიოზლ სანქციებს გადაურჩნენ, არადა როგორც ირკვევა, „რედ ბულს“ სურდა, რომ მისი კონკურენტი საჯინიბო, 100 მილიონი დოლარით დაეჯარიმებინათ. FIA-ს ტრიბუნალმა „დამნაშავეებს“ პირობითი სასჯელი დააკისრა და სამქიმიანებს ახალგაზრდა პილოტების ტესტებში გამოსვლის უფლებაც ჩამოართვა. თუმცა, რეალურად წაგებული სწორედ მომჩივანები - „ფერარი“ და „რედ ბული“ დარჩნენ, რომლებსაც სურდათ, რომ მათი მომავალი კონკურენტი დაზარალებულიყო.

„ასტონ მარტინს“ ძრავებს ისევ „ფორდი“ დაუმზადებს

Aston Martin signs new Ford engine deal
25 ივნისი
„ასტონ მარტინმა“ და „ფორდმა“ ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც ითვალისწინებს, რომ ორი კომპანია პარტნიორობას ძრავების წარმოების სფეროში, ხუთი წლით გააგრძელებს. ამ კონტრაქტის შესაბამისად, ამერიკული კომპანია სუპერ ავტომობილების ბრიტანელ მწარმოებლისთვის, თავის კიოლნის (გერმანია) ქარხანაში, V8 და V12 ძრავებს გამოუშვებს.

„სიტროენი“ და სებასტიან ლოები WTCC-თვის ემზადებიან

Citroën to Enter FIA WTCC from 2014 with Sébastien Loeb
25 ივნისი
ამ სეზონში, სებასტიან ლოები რალის მსოფლიო ჩემპიონატზე თავის სახელოვან კარიერას დაასრულებს, რომლის განმავლობაშიც, ცხრა ტიტულს მოუყარა თავი. მაგრამ ჩაფხუტის ლურსმანზე ჩამოკიდებას მაინც არ აპირებს. მალე პაიკს „პეჟოს“ სარბოლი ავტომობილით გაუსინჯავს კბილს, შემდეგ კი, „სიტროენთან“ ერთად, მომავალი სეზონიდან, ტურინგის კლასის მსოფლიო ჩემპიონატის (WTCC - უორლდ ტურინგ ქარ ჩემპიონშიპ) კამპანიაში ჩაერთვება. სწორედ ლოებია ის პირველი პილოტი, რომელთანაც ფრანგულმა კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა.

Monday, June 24, 2013

„რენო ტვიზი“ ამჯერად სატვირთო ავტომობილად გადააკეთეს

Renault Drops the Rear Seat from the Twizy and Turns It into the Twizy Cargo Pocket Van
24 ივნისი
ალბათ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ, „რენოსპორტის“ სპეციალისტებმა, პატარა ელექტრომობილ „ტვიზის“ ფორმულა ერთის ბოლიდის ფრთები და ბორბლები მოარგეს. იმ ავტომობილმა თვით ფ1-ის სამგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელიც კი მოხიბლა. მაგრამ ამით ფრანგული კომპანიის მარკეტოლოგთა და ინჟინერთა ფატნაზია არ შემოიფარგლა. და ამჯერად მათ ეს ბორბლებიანი პეპელა საბარგო ავტომობილად გადააკეთეს...

„ფორდ ფიესტა R5“ რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის

Ford Fiesta R5 Rally Car by M-Sport Revealed
24 ივნისი
მართალია, რალის მსოფლიო ჩემპიონატში „ფორდი“ ოფიციალურად აღარ მონაწილეობს, მაგრამ მისი სპეციალურად მომზადებული „ფიესტა“ ძალიან კონკურენტუნარიანია და გუნდებში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. თუმცა, ამ კონკურენტულობის შესანარჩუნებლად, მუდმივ სრულყოფას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ამერიკული კომპანიის პარტნიორმა გუნდმა „M-სპორტმა“, სარბოლი „ფიესტას“ ახალი მოდიფიკაცია შეიმუშავა და ის პირველად ინტერნეტით გაგვაცნო.

ფ1-ის მანქანებზე გვერდითა ენერგოშთანმთქმელ ელემენტებს გამოიყენებენ

Formula 1 to use new side impact system in 2014
24 ივნისი
მომავალი სეზონი ფ1-ში არამხოლოდ ტურბო ძრავების ეპოქის დასაწყისი იქნება. ასევე დაინერგება ახალი გვერდითა ენერგოშთანმთქმელი ელემენტები, რომლებიც მახვილი კუთხით შეჯახებისას, მაქსიმალურად შესაძლებელ ენერგას აითვისებენ და პილოტს ტრავმებისგან და უარესისგანაც დაიცავენ. ახალი სისტემის შემუშავებისას, ფ1-ის გუნდებთან ერთად, FIA-ს ინსტიტუტიც მუშაობს.

„ბუგატი“ კიდევ უფრო მძლავრ და ძვირ „ვეირონს“ გამოუშვებს

New £5m Bugatti Veyron planned
24 ივნისი
„ბუგატი“ წარმოებისთვის „ვეირონის“ ბოლო, ულტრა ექსტრემალურ ვერსიას ამზადებს, რომლის პრემიერაც ალბათ მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება. ეს ინფორმაცია ჟურნალ „ავტოქარს“ კომპანიის ინკოგნიტო წარმომადგენლმა დაუდასტურა. ეს იქნება ავტომობილი, რომელსაც ისეთი მახასიათებლები ექნება, როგორიც შეიძლება მხოლოდ ფანტაზიაში ჰქონდეს ადამიანს.

Sunday, June 23, 2013

კრისტენსენმა ლე მანი მეცხრედ მოიგო

Le Mans win tinged with tragedy for Kristensen
23 ივნისი
45 წლის დანიელმა ტომ კრისტენსენმა მეცხრედ მოიგო ლე მანის 24-სათიანი რბოლა. ეს ამ პოპულარული რბოლის რეკორდია, რომელიც ამ გამარჯვებამდეც კრისტენსენს ეკუთვნოდა. და ეს გამარჯვება მან ამავე რბოლაში დაღუპული თანამემამულის, ალან სიმონსენის ხსოვნას მიუძღვნა.

ლეჯენდსი, საქართველოს ჩემპიონატი 2013, მე-3 ეტაპი (ფოტორეპორტაჟი)



ტურინგ ლაითი, საქართველოს ჩემპიონატი 2013, მე-3 ეტაპი (ფოტორეპორტაჟი)


GT შეუზღუდავი, ტურინგი 2.0, საქართველოს ჩემპიონატი 2013, მე-3 ეტაპი (ფოტორეპორტაჟი)



ფორმულა ალფა, საქართველოს ჩემპიონატი 2013, მე-3 ეტაპი (ფოტორეპორტაჟი)


Saturday, June 22, 2013

„ფორდი“ ახალი „ტრანზიტის“ ტესტებისას რობოტებს იყენებს

Watch a Ford Transit Drive Itself In the Quest for Better Durability
22 ივნისი
ახალი ავტომობილების ტესტირებისას, ყოველთვის წარმოიქმნება პრობლემები, რომლებსაც ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობები განაპირობებს. პირველ რიგში ის, რომ ადამიანს მუდმივად საჭესთან ჯდომა არ შეუძლია. განსაკუთრებით კი გამძლეობაზე ზოგირთი ტესტისას. ამ დროს, თითოეულ ტესტ პილოტს, საჭესთან დღეში მხოლოდ ერთხელ სვამენ. მეორე პრობლემა, მანქანის მუდმივად ერთ სტილში მართვაა.

ოჟიემ მეოთხე გამარჯვება იტალიაში მოიპოვა

Dominant Frenchman Ogier wins Rally of Italy
22 ივნისი
სებასტიანი მიდის და მას სებასტიანი ცვლის. ლეგენდარულ ფრანგს, მომავალი ჩემპიონი ანაცვლებს. ოღონდ, არა „სიტროენზე“, არამედ „ფოლკსვაგენზე“ ამხედრებული. განვლილი შვიდი ეტაპიდან, მან უკვე მეოთხე მოიგო. ამჯერად იტალიაში. სებასტიან ოჟიე „ფოლკსვაგენის“ ახალი გუნდის მთავარი ძალაა. და მისი შეჩერება შეუძლებელია.

ტრაგედია ლე მანზე

Danish driver Allan Simonsen dies at Le Mans
22 ივნისი
ტრაგიკული გამოდგა ლე მანის 24-საათიანი რბოლის დასაწყისი - სტარტიდან მესამე წრეზე, 34 წლის დანიელ ალან სიმონსენს ავარია მოუვიდა, რომლის დროს მიღებული მძიმე ტრავმებიც მისთვის სასიკვდილო გამოდგა. ეს ლეგენდარულ რბოლაში, ბოლო 27 წლის განმავლობაში მომხდარი პირველი ფატალური შემთხვევაა.

Friday, June 21, 2013

„ნისან ZEOD RC“ - ელექტრული პროტოტიპი ლე მანისთვის

Nissan Unveils ZEOD RC Le Mans Prototype, Confirms It’s All-Electric, Skimps on Other Details
21 ივნისი
შარშან „ნისანმა“ ლე მანის 24-საათიან რბოლაში პროექტ „დელტაუინგის“ პარტნიორად მიიღო მონაწილეობა, მაგრამ რბოლის შემდეგ, ბევრისთვის მოულოდნელად, პარტნიორობიდან გავიდა და გამოაცხადა, რომ გამოაცხადა, რომ ლე მანს საკუთარი, არანაკლებ შთამბეჭდავი ავტომობილით დაუბრუნდებოდა. იაპონური კომპანია მომავალი სეზონის ლე მანზე საკუთარი სარბოლი ავტომობილით გამოვა. მაგრამ დღემდე არავინ იცოდა, ეს რა ტიპის ავტომობილი იქნებოდა და რა აგრეგატით აღიჭურვებოდა.

„რენომ“ ფ1-ის ახალი ტურბოძრავი გაგვაცნო

Renault Details 2014 F1 1.6-Liter V6 Turbo Unit: 760 HP, 35 Percent More Fuel-Efficient
21 ივნისი
„რენომ“ თავისი ახალი ძრავი გაგვაცნო, რომლითაც ფორმულა ერთის მომავალ სეზონში, მისი პარტნიორი გუნდები იასპარეზებენ. ეს არის 1.6-ლიტრიანი V6 არქიტექტურის ტურბო აგრეგატი, რომელიც 2.4-ლიტრიან V8 ატმოსფერულ ძრავს შეცვლის. ფრანგული კომპანია ფ1-ის ძრავების პირველი მწარმოებელია, რომელმაც ახალის ძრავის პრეზენტაცია ჩაატარა. ძრავს ოფიციალურად „ენერჯი F1-2014“ ეწოდა. სახელში სიტყვა „ენერჯი“ იმას ნიშნავს, რომ ძრავთან აგრეგატირებულია ენერგიის აღდგენის სისტემა, რომელიც გამონაბოლქვსა და მუხრუჭებში, სითბოს სახით გამოყოფილ ენერგიას აგროვებს და შემდგომში ამ ენერგიას ბორბლებს აწვდის.

„მერსედესს“ და „პირელის“ ყური აუწიეს

Mercedes reprimanded for 'secret' test
21 ივნისი
ყველა ელოდა, რომ „მერსედესს“ და „პირელის“ საბურავების არალეგალური ტესტებისთვის მძიმე სანქციებით დასჯიდნენ. ამის გამო, გერმანული კომპანიის აქციონერებმა, თავიანთ ხელმძღვანელებს ფ1-ის დატოვებაც კი მოსთხოვეს. იყო იმის მოლოდინი, რომ ფ1-ს „პირელიც“ დატოვებდა. მაგრამ FIA-ს ტრიბუნალმა, ორივე კომპანიას გაფრთხილება აკმარა, სამქიმიანები კი იმით „დასაჯა“, რომ ახალგაზრდა პილოტების ტესტებში მონაწილეობა აუკრძალა. ეს ტესტები ივლისში სილვერსტოუნზე გაიმართება.

„შევროლე კორვეტ სტინგრეი Z51-ის“ საოცარი მახასიათებლები

2014 Corvette Stingray Z51 Goes from 0 to 60 in 3.8 Sec, Sustains 1.03 g in Cornering
20 ივნისი
სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, „ჯენერალ მოტორსი“ თავის ახალ ავტომობილებს ნაწილ-ნაწილ, არამხოლოდ ფოტო ტიზერებით გვაცნობს, არამედ ინფორმაციასაც ულუფებად ავრცელებს. ამგვარად, ოფიციალურ პრემიერამდე, ავტომობილი დიდხანს ინარჩუნებს აქტუალობას. ეს კი ეფექტური რეკლამაა.

Thursday, June 20, 2013

„ფორდმა“ უკვე 7 მილიონი „ტრანზიტი“ გამოუშვა

Ford Transit Production Reaches 7 Million
20 ივნისი
თითქმის 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ფორდმა“ ვენ „ტრანზიტის“ წარმოება დაიწყო და კომპანიამ გამოაცხადა, რომ ის უკვე მე-7 მილიონი გამოუშვა. ამ მიღწევის უკეთ აღსაქმელად, ამერიკულმა კომპანიამ ისიც გვამცნო, რომ თუ შვიდივე მილიონ ავტომობილს მიყოლებით ისე დავაყენებთ, რომ ისინი ბამპერებით ეხებოდნენ ერთმანეთს, ისინი ლონდონიდან სიდნეიმდე მანძლს დაფარავენ.

აქციონერები „მერსედეს-ბენცის“ ფ1-დან წასვლას მოითხოვენ

Shareholders Urge Mercedes-Benz to Leave Formula One
20 ივნისი
ხვალ პარიზში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტრიბუნალზე, „მერსედეს-ბენცის“ ფორმულა ერთის გუნდის ბედი გადაწყდება. მოსალოდნელია, რომ გერმანულ გუნდს სერიოზული სანქციები ელის. ასეთი მოლოდინის ფონზე, კომპანიის აქციონერები მოითხოვენ, რომ სამქიმიანებმა დიდი პრიზების არენა დატოვონ.

„რენო-ნისანს“ მოდულური პლატფორმა ხარჯებს 30-40 პროცენტით შეუმცირებს

Renault and Nissan’s Common Module Family to Lower Costs by 30 to 40 Percent
20 ივნისი
თანამედროვე ავტოინდუსტრიის ყველაზე პროგრესული ტექნოლოგიური სიახლე მოდულური პლატფორმაა. ამ საქმეში პიონრად შეიძლება „ფოლკსვაგენი“ ჩაითვალოს, თუმცა ამგვარი პლატფორმების მსგავს ტექნოლოგიებს სხვა კომპანიები უკვე დიდი ხანია, იყენბენ. და მაინც, გერმანული კომპანია და მისი ჯგუფი პირველია, რომელიც მსგავსი აგებულების (MQB) პლატფორმას მასობრივად გამოიყენებს.

„იაგუარ ლენდ როვერი“ წლიურად მილიონი ავტომობილის გაყიდვას უმიზნებს

Jaguar Land Rover targets 1 million sales in long term
20 ივნისი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ამ ათწლეულის ბოლოს წლიური გაყიდვების 750 000 ავტომობილამდე გაზრდას აპირებს, უფრო შორეულ მიზნად კი გაყიდვების მილიონამდე გაზრდა აქვს დასახული. ცნობისათვის, შარშან ორი ბრიტანული კომპანიის ჯამურმა გაყიდვებმა 357 773 ავტომობილი შეადგინა.

Tuesday, June 18, 2013

ახალი მოდელები „ფორდის“ ევროპულ ზრდას შეუწყობს ხელს

New Models Like the EcoSport Crucial to Ford's European Growth
18 ივნისი
„ფორდ მოტორ კომპანის“ ამერიკული ბიზნესი აღმავლობის გზაზეა, რაშიც სედან „ფიუჟნთან“ ერთად, რომელზეც მოთხოვნის დაკმაყოფილება გაჭირვებით ხერხდება, F-სერიის პიკაპების კარგი გაყიდვების უზრუნველყოფს. მაგრამ ევროპაში საპირისპირო სიტუაციაა. ამერიკულ კომპანიას უჭირს საწარმოო სიმძლავრეების სრულად დატვირთვა და ევროპული ბაზრის კლების კვალობაზე, ვერც გაყიდვებია სასურველ დონეზე. შესაბამისად, ძველი კონტინენტის ბაზარზე ბიზნესს წაგება მოაქვს.

მომავალ სეზონს ალბათ ბაჰრეინის დიდი პრიზი გახსნის

Melbourne admits loss of season open date likely
18 ივნისი
მელბურნმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ფ1-ის მომავალ სეზონში გამხსნელი ეტაპი ავსტრალიის დიდი პრიზი არ იქნება. ჯერ მომავალი სეზონის 21-რბოლიანი კალენდრის გამოქვეყნებამდე ბევრი დროა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გამხსნელი ეტაპი ბაჰრეინში ჩატარდება.

Monday, June 17, 2013

„ლამბორგინი“ ფრანკფურტში „გალარდოს“ შემცვლელს გვიჩვენებს?

Lamborghini Gallardo Successor Rumored for Frankfurt Show, May Be Called the Cabrera
17 ივნისი
„ლამბორგინისთვის“ ეს წელი განსაკუთრებულია. იტალიური კომპანია 50 წლის გახდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, სპეციალური 1200-კილომეტრიანი გარბენი მოეწყო იტალიის გასწვრივ, რომელშიც 350 „ლამბორგინი“ და მათი მფლობელები მონაწილეობდნენ. იუბილეს სპეციალური „ავენტადორი“ მიეძღვნა. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოვლენა იყო ორი ექსკლუზიური ავტომობილის - „ვენენოს“ და „ეგოისტას“ პრემიერები.