დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 12, 2013

„ფორდ ფიესტა“ 1.0 ეკობუსტით ახლა უკვე ამერიკელებისთვისაც

2014 Ford Fiesta Gains 3-Cylinder 1.0-Liter EcoBoost in the U.S
12 ნოემბერი
მალე „ფიესტას“ ამერიკელ მყიდველსაც შესთავაზებენ 1.0-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ეკობუსტ ძრავით, რომელიც ახლახანს წლის საუკეთესო ძრავი წოდებით დააჯილდოვეს. ამ აგრეგატის წყალობით, „ფიესტა“ არაჰიბრიდულ ავტომობილებს შორის ყველაზე ეკონომიური გახდება - ოფიციალური ინფორმაციით, მაგისტრალზე ასი კილომეტრის გასავლელად მას 5.22 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის.

„მაგნუმ MK5“ - კანადური მსუბუქი როდსტერი

Magnum MK5 Lightweight Sports Roadster Fully Revealed, With Specs
12 ნოემბერი
სარბოლი ავტომობილების მწარმოებელმა კანადურმა კომპანია „მაგნუმ ქარზმა“ შეიმუშავა მსუბუქი სპორტული როდსტერი, სახელად MK5, რომელიც მის ისტორიაში პირველი საკუთარი საგზაო ავტომობილი უნდა გახდეს. ისე კი, ეს კომპანია 1968 წლიდან მუშაობს და ჯერჯერობით მხოლოდ სარბოლი ავტომობილების მომზადებას სჯერდებოდა. სწორედ ამ სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ მისცა მის მესვეურებს საგზაო ავტომობილის გამოშვების უნარი.

ფორმულა ერთში მახინჯი მანქანების ეპოქა იწყება

Formula 1 teams worried about 'ugly' 2014 cars
12 ნოემბერი
ფორმულა ერთის უკლებლივ ყველა გუნდი აღიარებს, რომ მომავალი სეზონისთვის მათ მიერ მომზადებული სარბოლი მანქანა მახინჯი იქნება. ამის მთავარი მიზეზი კი რადიკალურად შეცვლილი ტექნიკური რეგლამენტია, რომელიც სიახლის სახით, მხოლოდ ტურბო ძრავებს როდი გვთავაზბს. ახალი წესებით, შასის წინა ტორსის სიმაღლე უნდა იყოს 525 მილიმეტრის სიმაღლეზე, ცხვირის უკიდურესი წინა ნაწილის სიმაღლე კი - 185 მილიმეტრის სიმაღლეზე.

„ფორდის“ ახალი „ფოკუს ST“ ამერიკელ ახალგაზრდებს იზიდავს

2014 Focus ST Stealing America’s Youngsters, Ford Says
12 ნოემბერი
ჯერ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ფორდმა“ ამერიკაში „ფოკუს ST-ს“ გაყიდვა დაიწყო და მან უკვე დაიწყო მყიდველთა გადმობირება კონკურენტი კომპანიებისგან. ყველაზე მეტად კი მას ახალგაზრდა ამერიკელები ეტანებიან. პირველ ათ თვეში, ტემპერამენტიანმა „ფოკუსმა“ 12 000-ზე მეტი ამერიკელი მყიდველი მიიზიდა.

„იაგუარ ლენდ როვერმა“ რეკორდულ გაყიდვებს და მოგებას მიაღწია

JLR achieves record profits and sales
12 ნოემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ახლოსაა მიზანთან, წლიური გაყიდვების მოცულობა 400 000-მდე გაზარდოს. ამასთან, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, მოგებამ 668 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწია. უფრო მეტიც, მოგების საშუალო მარჟა 14.8-დან 17.8 პროცენტამდე არის გაზრდილი, რაც პრემიუმ სეგმენტშიც კი უმაღლესი მაჩვენებელია.