დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 27, 2013

ნიუი ახალ „რედ ბულს“ მახინჯად მოიხსენიებს

Newey brands new Red Bull racing car as "ugly"
27 ოქტომბერი
„რედ ბულის“ მთავარმა ინჟინერმა ედრიან ნიუიმ (ფოტოზე) აღიარა, რომ მომავალი სეზონის მანქანას უშნო შესახედაობა აქვს. ამის შესახებ მან გერმანიის ახალი ამბების სააგენტო SID-ს განუცხადა. სრულიად ახალი სარბოლი ბოლიდის შემუშავების უკეთ გასაკონტროლებლად, ნიუი მეტ დროს მილტონ კინსში (ბრიტანეთი), „რედ ბულის“ ბაზაზე ატარებს. ამის გამო ის იაპონიის დიდ პრიზსაც კი არ დაესწრო.

ფეტელმა მეოთხე ტიტული გამარჯვებით მოიპოვა

Motor racing-Vettel takes fourth successive F1 title
27 ოქტომბერი
მისი და „რედ ბულის“ ზედიზედ მეოთხე ტრიუმფი კი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) სოლიდური ჯარიმით და გაფრთხილებით „დააგვირგვინა“. ეს კი იმისთვის, რომ ფეტელმა თავისი ბედაური პადოკის დახურულ პარკში არ შეიყვანა, სტარტ-ფინიშის ხაზზე გავიდა, იქ რგოლები მოხაზა და იქაურობას ბდღვირი ადინა. გაფრთხილება ფეტელს, 25 000 ევროს ჯარიმა კი წითელ ხარებს - ასეთია გერმანელის განავარდების საფასური, რომელმაც ავტოსპორტის მოყვარულებს ალბათ ალექს ძანარდის მსგავსი ტრიუკები გაახსენა.