დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 8, 2013

„ჰიუნდაის“ „გრანდ i10-ზე“ ინდოეთში რიგი დაუდგა

Hyundai Reports Strong i10 Demand in India, Adds Petrol Automatic Model
8 ნოემბერი
„ჰიუნდაი“ ინდურ ბაზარზე თავისი ყველაზე პა ტარა ავტომობილის, ჰეჩბეკ i10-ის ევროპული ვერსიის გრძელბაზიან მოდიფიკაცია „გრანდ i10-ს“ ჰყიდის, რომელიც მის გამაში სტანდარტულ i10-სა და i20-ს შორის არსებულ ნიშას შეესაბამება. „გრანდ i10“ ბაზარზე სულ ორი თვის გამოსულია და მასზე უკვე 20 000 შეკვეთაა მიღებული, რამაც რიგები წარმოქმნა.

„ლამბორგინი კაბრერა“ ნურბურგრინგზე ემზადება

Cabrera Supercar Hard-Testing at the Nurburgring
8 ნოემბერი
ხელმისაწვდომი სუპერ ავტომობილების სეგმენტში 605-ცხენისძალიანი „ფერარი 458“, „მაკლარენის“ MP4-12C (600-ზე მეტი ცხ.ძ) და „პორშეს“ სარბოლო 911 GT3 დომინირებენ. მათი კიდევ ერთი მეტოქე - „ლამბორგინი გალარდო“ ძალიან დაძველდა და მართალია, ჯერაც კარგად იყიდება, მალე წარმოებიდან მოიხსნება. მისი შემცვლელი კი უკვე სადებიუტოდ ემზადება.

„ფორდ ფიესტა“ ევროპისთვის - 1.0 ეკობუსტით და პაუერშიფტით

Ford Fiesta Gets 1.0 EcoBoost With PowerShift Auto in Europe
8 ნოემბერი
„ფორდმა“ თავის ევროპელ მყიდველს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა - ძველი კონტინენტისთვის განკუთვნილ „ფიესტას“ რომელიც სუბკომპაქტურ სეგმენტში საუკეთესო გაყიდვებით გამოირჩევა, მყიდველს 1.0-ლიტრიანი ეკობუსტისა და ტრანსმისია პაუერშიფტის ტანდემით შესთავაზებს. რა თქმა უნდა, ამით ცისფერი ოვალი „ფიესტას“ ევროპული გაყიდვების კიდევ უფრო გაზრდას იმედოვნებს.

„ნისანი“ სამადგილიან კონცეპტ „ბლეიდგლაიდერს“ გამოუშვებს

New Nissan BladeGlider Concept Heading for Production
8 ნოემბერი
ტოკიოს მოტორ შოუზე, „ნისანი“ სამადგილიან კონცეპტუალურ ელექტრომობილ „ბლეიდგლაიდერს“ წარადგენს, რომელიც იაპონური კომპანიის განცხადებით, მომავალი სერიული ავტომობილის წინამორბედია. სხვათა შორის, გამოცემა „მოტორ ტრენდთან“ ამ ავტომობილზე საუბრისას, „ნისანის“ აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა ენდი პალმერმა განაცხადა, რომ „ტოიოტა GT86“ და „სუბარუ BRZ“ 50 წლის ასაკის ადამიანებისთვის არის შექმნილი, ახალგაზრდებისთვის კი ამავე კლასის ავტომობილს მალე მისი კომპანია გამოუშვებს.

"ბეემვე 528i" დასაშლელად