დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 9, 2015

40 „ფერარი F12 ბერლინეტას“ აღლუმი ნურბურგრინგზე

40 Ferrari F12 Berlinettas Took The Nürburgring Nordschleife By Storm
9 ივლისი
ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი რამდენიმე საათით 40-მა „ფერარი F12 ბერლინტამ“ დაიპყრო. და ეს კვიცების ყველაზე დიდი გერმანული შეკრება იყო. ამ ღირსშესანიშნავი მოვლნის დასაფასებლად, „ფერარიმ“ მასზე დასასწრებად, „ფერარის“ ტესტ პილოტების განვითარების განყოფილების შეფი, რაფაელე დე სიმონე მიავლინა.

მზის ელექტრომობილი ენერგიის ჭარბი გამომუშავებით

This Solar EV Is Called Stella and Can Produce More Energy Than It Consumes
9 ივლისი
აინდჰოვენის (ჰოლანდია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდნტთა ჯგუფმა შეიმუშავა მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრომობილი, სახელად „სტელა ლუქს“, რომელიც იმითაა გამორჩეული, რომ იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე გადაადგილებისთვის სჭირდება. და ამ ავტომობილის სალონში თავისუფლად თავსდება ოთხი ადამიანი.

უყიდეთ შვილს „ფერარი F12 ბერლინეტა“... ელექტრო ძრავით

You Could Buy Your Kid a Ferrari F12berlinetta Toy Car
9 ივლისი
მსოფლიოში ალბათ ძნელად თუ მოძებნით ადამიანს, ვინც „ფერარის“ ავტომობილის ფლობაზე უარს იტყვის. და კიდევ უფრო მცირეა მათი რიცხვი, ვისაც მარანელოში გამოშვებული ავტომობილების ფლობის საშუალება აქვს. კვიცების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი არის „F12 ბერლინეტა“, რომლის შემუშავების დროსაც, ინჟინრებმა ფორმულა 1-ის ბოლიდების და სატრეკო 599XX-ის შექმნისას აპრობირებული პროგრამები, აეროდინამიკური მილი და კომპიუტერული სატესტო ციკლი გამოიყენეს.

ალონსო: ფ1 მოსაწყენი გახდა

F1 'very boring' with limited development - Fernando Alonso
9 ივლისი
ფერნანდო ალონსო თვლის, რომ ტესტების და ავტომობილის სრულყოფის შეზღუდვა, ფორმულა 1-ის სანახაობრივ მხარეს აუარესებს. მართალია, ამ სეზონის დასაწყისში, გუნდებს და მათს პარტნიორებს, ძრავების განვითარების უფლება მისცეს და სეზონის მსვლელობისასაც, ძრავების სრულყოფის ეგრეთ წოდებული ტოკენების სისტემა შემოიღეს, ამან საქმეს მაინც არ უშველა. მომავალ სეზონში,რეგლამენტით ძრავების სრულყოფა კვლავ შეზღუდული იქნება.