დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 27, 2013

უიტმარში მაგნუსენის აყვანის მიზეზს გვიმხელს

Rival team reneged on Magnussen deal – Whitmarsh
27 ნოემბერი
„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში იმ მიზეზებზე ლაპარაკობს, რომელთა გამოც, ის იძულებული გახდა, გუნდში დროზე ადრე მიეყვანა უოკინგელთა პროტეჟე, დანიელი კევინ მაგნუსენი, რომელიც მომავალ სეზონში სერხიო პერესს შეცვლის. მას სურდა, რომ ახალგაზრდა პილოტს, ვინც ამ სეზონში ფორმულა რენო 3.5-ის სერიის ტიტული მოიპოვა, სხვა გუნდში მიეღო გამოცდილება და შემდეგ, უკვე სრულყოფილი პილოტი გადასულიყო „მაკლარენში“.

მასა ფ1-ის პეი-პილოტებს პროსტიტუტებს ადარებს

Massa likens Formula One pay-drivers to 'prostitutes'
27 ნოემბერი
„ფერარიში“ გატარებული რვა სეზონის შემდეგ, ფელიპე მასა „უილიამსში“ გადადის. სან პაულუს რბოლის შემდეგ, ბრაზილიელმა მრბოლმა გაზეთ „გლობოსთან“ ინტერვიუსას განაცხადა, რომ პეი-პილოტები პროსტიტუტებს აგონებენ. ბევრი თვლიდა, რომ ბრიტანულ გუნდში ადგილის მოპოვებაში მასას ბრაზილიელი სპონსორები დაეხმარნენ, თუმცა ის ირწმუნება, რომ ასე არაა და „პროფესიონალ“ მრბოლად რჩება.

„ნისანმა“ ტოკიოს შოუ კონცეპტუალური „Idx ფრიფლოუთი“ გაახალისა

Nissan Livens Up Tokyo Salon with Small, Lightweight IDx Freeflow Concept Duo
27 ნოემბერი
ტოკიოს მოტორ შოუზე „ნისანმა“ იმ ავტო ენთუზიასტების ვნებები გააღვიძა, რომლებსაც ჯერაც ახსოვთ ერთ დროს ძალიან პოპულარული კუპე KGC10 და „დატსანის“ ორკარიანი კუპეები. ასეთ ენთუზიასტებზე ზემოქმედების იარაღად, იაპონურმა კომპანიამ კონცეპტუალური „Idx ფრიფლოუს“ ორი, სპორტული და სამოქალაქო ვერსია გამოიყენა.

„აუდის“ ახალი R8 ოდნავ შემსუბუქდება

New 2015 Audi R8 to Only Be Slightly Lighter: Report
27 ნოემბერი
„ლამბორგინიმ“ უკვე შეწყვიტა თავის ისტორიაში ყველაზე გაყიდვად ავტომობილ „გალარდოს“ წარმოება. ამ ავტომობილის ნათესავი „აუდი R8“ კი ჯერ ისევ წარმოებაშია. თუმცა, მალე ბაზარზე ორივეს შემცვლელები გამოვა. „ლამბოს“ ახალ ავტომობილს „კაბრერა“ ჰქვია, „აუდი“ კი სახელის შეცვლას არ აპირებს. ორივე ახალი ავტომობილი ერთ პლატფორმაზე აიგება და მათი წარმოება მომავალ წელს დაიწყება.

„ბეემვემ“ 2014 წელს გამოსაშვები ყველა i8 გაყიდა

BMW Has Already Sold All i8 Models Allocated for 2014
27 ნოემბერი
„ბეემვეს“ ელექტრომობილების ბიზნესი შესანიშნავად დაიწყო - ჯერ იყო და i3-ზე იმდენად სოლიდური მოთხოვნა დაფიქსირდა, რომ ბავარიელები მისი წარმოების მოცულობის გაზრდას აპირებენ. ახლა კი „ბეემვეს“ გლობალური გაყიდვების შეფი იან რობერტსონი ამბობს, რომ 2014 წელს გამოსაშვები ყველა i8-ზე შეკვეთები უკვე მიღებულია. ოღონდ, მას არ დაუზუსტებია, რამდენი i8-ს წარმოება იგეგმება მომავალ წელს. შეგახსენებთ, რომ ამ სპორტული ელექტრომობილის მიწოდება ზაფხულში დაიწყება. გერმანიაში მისი ფასი 126 000 ევროა, ამერიკაში კი 135 700 დოლარი ღირს.