დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 27, 2013

„ბეემვემ“ 2014 წელს გამოსაშვები ყველა i8 გაყიდა

BMW Has Already Sold All i8 Models Allocated for 2014
27 ნოემბერი
„ბეემვეს“ ელექტრომობილების ბიზნესი შესანიშნავად დაიწყო - ჯერ იყო და i3-ზე იმდენად სოლიდური მოთხოვნა დაფიქსირდა, რომ ბავარიელები მისი წარმოების მოცულობის გაზრდას აპირებენ. ახლა კი „ბეემვეს“ გლობალური გაყიდვების შეფი იან რობერტსონი ამბობს, რომ 2014 წელს გამოსაშვები ყველა i8-ზე შეკვეთები უკვე მიღებულია. ოღონდ, მას არ დაუზუსტებია, რამდენი i8-ს წარმოება იგეგმება მომავალ წელს. შეგახსენებთ, რომ ამ სპორტული ელექტრომობილის მიწოდება ზაფხულში დაიწყება. გერმანიაში მისი ფასი 126 000 ევროა, ამერიკაში კი 135 700 დოლარი ღირს.
სამაგიეროდ, რობერტსონმა როიტერსთან საუბრისას განაცხადა, რომ მის კომპანიას i3-ზე უკვე დაახლოებით 10 000 შეკვეთა აქვს მიღებული. ამ ავტომობილის წარმოება ზაფხულში დაიწყო და შეკვეთების დაკმაყოფილებას კი ბავარიელები ამ დღეებში შეუდგნენ. ეს ავტომობილი ამერიკის ბაზარზე მომავალი წლის მეორე კვარტალში შევა.
შეგახსენებთ, რომ i8 სპორტული პლაგ-ინ ელექტრომობილია და მას ოთხივე ბორბალი წამყვანი აქვს. უკანა ბორბლებს 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი, წყვილ ტურბოიანი ძრავი ატრიალებს, რომელთანაც 6-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიაა დაკავშირებული. ძრავის სიმძლავრე 228 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 320 ნიუტონმეტრი.
წინა ბორბლებს კი ელექტრო ძრავი ემსახურება, რომლის სიმძლავრე 129 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 250 ნმ. ამ ძრავს ბორბლებთან ორსაფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია აკავშირებს. ელექტრულ ძრავს კი ლითიუმ-იონური ელემენტების მაღალი ძაბვის ბლოკი კვებავს, რომლის ტევადობაც 5 კილოვატსაათია და რომელსაც თხევადი გაგრილების სისტემა ემსახურება.
ორივე ძრავის ჯამური სიმძლავრე 357 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 570 ნიუტონმეტრი. მათი დახმარებით ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 4.4 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ია. რაც შეეხება საწვავის მოხმარებას, ავტომობილს საშუალოდ 100 კილომეტრის გასავლელად 2.5 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. რა თქმა უნდა გათვალისწინებულია, რომ გადაადგილებისას ის ელექტრულ ენერგიასაც იყენებს.

No comments:

Post a Comment