დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, December 31, 2015

„ფიატმა“ შეიძლება სახელი „ტოპოლინო“ ბაზარზე დააბრუნოს

Fiat Topolino nameplate could be revived – Report
31 დეკემბერი
„ფიატმა“ თავისი მივიწყებული მოდელი 500 ბაზარზე 2007 წელს დააბრუნა. და მას შემდეგ ეს ავტომობილი საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ამას მოჰყვა „ფიატ ტიპოს“ და „ფიატ 124 სპაიდერის“ დაბრუნება და ბაზარმა ისინიც კარგად მიიღო. და როგორც ჩანს, ტურინელებს მადა ჭამაში მოუვიდათ - გავრცელებული ინფორმაციით, ისინ კიდევ ერთი ძველი სახელის, „ტოპოლინოს“ დაბრუნებას აპირებენ.
როგორც გამოცემა „პასიონე აუტო იტალიანე“ იტყობინება, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, „ფიატმა“ მოდელ „პანდაზე“ პატარა ავტომობილი გამოუშვას, შესაძლოა მართალი იყოს. ამის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ პომილიანო დ’არკოს მახლობლად, ტესტირებისას შემჩნეულია „პანდაზე“ მოკლე ბაზის მქონე ავტომობილი, რომელიც კამუფლირებულ ფორმაში გადის საგზაო ტესტებს. თუმცა იმავდროულად, „ფიატ კრაისლერს“ არ გამოუცხადებია, რომ „პანდაზე“ პატარა ავტომობილის გამოშვებას აპირებს.
„ფიატს“ პომილიანო დ’არკოში (ნაპოლის მახლობლად) ამწყობი ქარხანა აქვს, სადაც „პანდას“ აწარმოებს. ამ მოდელის გარდა, ტურინლთა გამაში ასევე შედის რამდენიმე კომპაქტური და იაფი ავტომობილი, როგორებიცაა „პალიო“, „უნო“. მალე კი მათ რიგებს დაემატება X1H, მაგრამ ეს მოდელები ძირითადად სამხრეთ ამერიკისთვისაა. „ტოპოლინო“ კი შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი ავტომობილი ევროპული ბაზრისთვის, სადაც კონკურენციას „ფოლკსვაგენ Up!-ს“, „ტოიოტა აიგოს“, „პეჟო 108-ს“ და „სიტროენ C1-ს“ გაუწევს.
ჟენევის მოტორ შოუზე ტურინელები უახლეს „ტიპოს“ წარადგენენ, რომელიც „ფიატ ბრავოს“ შეცვლის. რაც შეეხება „პანდას“, მისი მეოთხე თაობის ბაზარზე გამოსვლის სავარაუდო დრო, 2018 წელია.

No comments:

Post a Comment