დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, September 19, 2013

პროექტ „ზენოს E10-ის“ დეტალები

We Get a More Detailed Look at Upcoming Zenos E10 Sports Car
19 სექტემბერი
ახლახანს, „კატერჰემის“ ყოფილმა შეფმა ანსარ ალიმ გამოაცხადა, რომ საკუთარ კომპანიას, სახელად „ზენოს“ აყალიბებს, რომელიც მსუბუქ და ძალიან ტემპერამენტიან ავტომობილებს გამოუშვებს. ინტერნეტით ამ ავტომობილების ესკიზებიც კი გავრცელდა. პირველი ავტომობილი, სახელად E10, სპიდსტერის ტიპის სპორტული ავტომობილი იქნბა, ბაზაში განლაგებული ძრავით. საერთოდ, ყველა შემდგომ მოდელს (E1 ტარგა და E12 კუპე) ძრავი ბაზაში ექნება და ისინიც იმავე პლატფორმაზე აიგება, რაზეც E10.

„ბეემვემ“ ლაიპციგში ელექტრომობილ i3-ის წარმოება დაიწყო

BMW Kickstarts its EV Adventure with Series Production of the i3 EV in Leipzig
19 სექტემბერი
„ბეემვემ“ თავის ლაიპციგის ქარხანაში, სუბკომპაქტურ ელექტრომობილ i3-ის წარმოება დაიწყო. ეს არის ბავარიული კომპანიის ისტორიაში, მის უახლეს ქვებრენდ i-ს პირველი ელექტრომობილი, რომლის წარმოებისთვის მომზადებაც, რიგ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. საქმე ისაა, რომ i3-ის წარმოებისას ისეთ მასალებს იყენებენ, რომლებიც ადრე მასობრივი წარმოებისთვის შეუძლებლად ითვლებოდა.

რაიკონენმა „ლოტუსი“ ფულის გამო დატოვა

Kimi Raikkonen: money prompted Lotus exit and Ferrari F1 switch
19 სექტემბერი
ჭორი მართალი აღმოჩნდა - „ლოტუსიდან“ კიმი რაიკონენის წამოსვლის მთავარი მიზეზი ფული ყოფილა. ფინელმა მრბოლმა „ლოტუსს“ შემდგომი სეზონისთვის ფინანსური გარანტიები მოსთხოვა. ეს კი იმ მარტივი მიზეზის გამო გააკეთა, რომ მიმდინარე სეზონში ბრიტანულ გუნდს მის მიმართ დავალიანება დაუგროვდა. ამის თაობაზე, კიმიმ მედიას სინგაპურში პირადად მოახსენა.

„ფერარი“ მთლიანად ტურბო ძრავებზე გადავა

Report Claims All Next-Gen Ferraris will get Turbo Engines
19 სექტემბერი
ავტო ინდუსტრიაში ბოლო ხანს რადიკალური ცვლილებები ხდება. მასობრივი ელექტრიფიკაციის პარალელურად, არნახულად დაიხვეწა შიდაწვის ძრავები, რომელთაგან ზოგი ისეთივე (ხშირად მეტადაც) ეკონომიურია, როგორიც ჰიბრიდული სისტემები. მცირდება ცილინდრების რიცხვი და ლიტრაჟი. სამაგიეროდ, წვის პროცესის ოპტიმალურად მართვისთვის, სულ უფრო ხშირად იყენებენ ტურბო კომპრესორებს და საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემებს.

„ფორდ ტრანზიტ კონექტი“ 2014 წლის საუკეთესო ვენია

Ford Transit Connect Scoops International Van of the Year 2014 Trophy
19 სექტემბერი
„ფორდ ტრანზიტ კონექტი“ წლის საუკეთესო ვენი ზედიზედ მეორედ გახდა. კონკურსის ჟიურის 24 წევრმა ჯამში ამ ავტომობილს 130 ქულა (163 შესაძლებლიდან) დაუწერეს. კონკურსის ფინალში, ამერიკულმა ვენმა ისეთ ძლიერ კონკურენტებს აჯობა, როგორებიც „მერსედეს-ბენც სპრინტერი“ და „რენო კანგუა“. შეგახსენებთ, რომ სარშანდლი კონკურსი „ტრანზიტის“ უფრო დიდმა ვარიანტმა, „ტრანზიტ კასტომმა“ მოიგო.

„ფორდი“ ევროპისთვის 25 ახალ ავტომობილს გამოუშვებს

Ford to Roll Out 25 New Models in Europe within Five Years
19 სექტემბერი
თავისი ევროპული შტოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, „ფორდი“ ცდილობს, გამოიყენოს იგივე მეთოდი, რომლითაც 2008-2009 წლების ამერიკის კრიზისს თავი დააღწია. ამერიკული კომპანია ევროპის ბაზრისთვის, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 25 ახალ ავტომობილს გამოუშვებს. ეს ინფორმაცია, გამოცემა „ავტონიუსს“ თავად „ფორდ ოფ იუროპის“ პრეზიდენტმა სტივენ ოდელმა მიაწოდა. მისი თქმით, ამ ავტომობილებიდან ზოგი სრულიად ახალი იქნება, ზოგი კი არსებული მოდელების ახალი თაობის ავტომობილები. და ლაპარაკი არაა განახლებულ ავტომობილებზე.