დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 1, 2015

„ფორდი“ ახალი „ფიესტა RS-ის“ გამოშვებასაც აპირებს

Hot new Ford Fiesta RS planned
1 თებერვალი
„ფორდის“ ახალმა შტომ, სახელად „ფორდ პერფორმენს“, რომელიც სპორტული და სარბოლო ავტომობილების შექმნაზე და არსებული მოდელების ტუნინგზეა ორიენტირებული, დეტროიტის მოტორ შოუ სამი შესანიშნავი ავტომობილით - ახალი პიკაპ „რეპტორით“, „მუსტანგ შელბი GT350R-ით“ და სუპერ ავტომობილ GT-თ დახუნძლა. რიგში დგას „ფოკუს RS-ი“, რომელსაც ჟენევაში ვიხილავთ. მაგრამ ეს ყველაფერი არაა, რასაც „ფორდ პერფორმენსი“ მალე მყიდველს შესთავაზებს.

„ალპინ ვიჟნ გრან ტურიზმო“ - კიდევ ერთი ვირტუალური ავტომობილი

Alpine Vision Gran Turismo Video Game Racer Officially Unveiled
1 თებერვალი
ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმო 6-ის“ ფერხულში „რენოც“ ოფიციალურად ჩაერთო. ფრანგულმა კომპანიამ ამ თამაშისთვის სპეციალურად შექმნილი ვირტუალური ავტომობილი, „ალპინ ვიჟნ GT“ გაგვაცნო, რომელიც ბრენდ „ალპინის“ 60 წლის იუბილეს მიუძღვნა. ვირტუალური ფორმის გარდა, ავტომობილი მასშტაბური მოდელის სახითაც შეიქმნა და პარიზის საერთაშორისო საავტომობილო ფესტივალზე გამოიფინა.

„ტორო როსო“ ხუთეულს უმიზნებს

Motor racing-Toro Rosso aim for high five with new car
1 თებერვალი
იმ დროს, როცა ამ გუნდს „მინარდი“ ერქვა, ხუთეულზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო - იტალიური საჯინიბო ცის ქვეშ ადგილისთვის იბრძოდა და ყოველთვის აუტსაიდერთა შორის იმყოფებოდა. მაგრამ დრო შეიცვალა, გუნდი „რედ ბულმა“ გამოისყიდა და მას სახელიც შეუცვალა. მერე იყო სებასტიან ფეტელის მოულოდნელი გამარჯვება მონცაზე (2008 წელს) და სტაბილური პროგრესი.

„რედ ბულ RB11“ კამუფლაჟით

RB11 launched in camouflage
1 თებერვალი
„რედ ბულმა“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი, RB11 გვიჩვენა, რომელიც გუნდის ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის თქმით, ტიტულისთვის ბრძოლას ვერ შეძლებს. თუ რატომ, ამაზე მოგვიანებით. პირველ რიგში, ავტომობილის უცნაურ ვიზუალურ მხარეზე გავამახვილოთ ყურადღება. „წითელმა ხარებმა“ ის შავ-თეთრ ფერებში კამუფლირებულ ფორმაში გამოწყობილი გვიჩვენეს.