დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 10, 2014

„ფორდ ოფ იუროპს“ დიზაინის ახალი შეფი ჰყავს

Ford names Mustang styling chief new Europe design boss
10 ივნისი
„ფორდის“ ევროპული შტოს დიზაინის ჯგუფს 1 ივლისიდან ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ესაა 45 წლის ჯოელ პიასკოვსკი, ვინც სახელი ახალი „მუსტანგის“ და ახალი F-150-ის შემუშავებით გაითქვა. თავის ახალ პოსტზე ის 64 წლის მარტინ სმიტს შეცვლის, ვისაც ეს თანამდებობა 10 წლის განმავლობაში ეკავა და ვისი ხელმძღვანელობითაც კომპანიის გლობალური კორპორატიული სტილი „კინეტიკური დიზაინი“ შემუშავდა.

ნიუიმ „რედ ბულთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

Motor racing-Red Bull and Newey agree new deal
10 ივნისი
ფორმულა ერთის ყველაზე გამორჩეულმა ინჟინერმა ედრიან ნიუიმ „რედ ბულთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის შესაბამისადაც, მალე მისი სამოქმედო არეალი მხოლოდ ფ1 აღარ იქნება. ავსტრიული გუნდის ბოლო წლების დომინაციის შემოქმედი მომავალი სეზონისთვისაც მოამზადებს ბოლიდს, რის შემდეგაც, „რედ ბულ ტექნოლოჯის“ პროექტებზე იმუშავებს და პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში, ფ1-ის საჯინიბოს შემდგომი სეზონებისთვის ახალი მანქანების მომზადებისას რჩევებით დაეხმრება.