დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 10, 2014

„ფორდ ოფ იუროპს“ დიზაინის ახალი შეფი ჰყავს

Ford names Mustang styling chief new Europe design boss
10 ივნისი
„ფორდის“ ევროპული შტოს დიზაინის ჯგუფს 1 ივლისიდან ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ესაა 45 წლის ჯოელ პიასკოვსკი, ვინც სახელი ახალი „მუსტანგის“ და ახალი F-150-ის შემუშავებით გაითქვა. თავის ახალ პოსტზე ის 64 წლის მარტინ სმიტს შეცვლის, ვისაც ეს თანამდებობა 10 წლის განმავლობაში ეკავა და ვისი ხელმძღვანელობითაც კომპანიის გლობალური კორპორატიული სტილი „კინეტიკური დიზაინი“ შემუშავდა.
ამჟამად პიასკოვსკი ცისფერი ოვალის სტრატეგიული კონცეპციების ჯგუფის ხელმძღვანელია. ახალ პოსტზე გადასვლის შემდეგ კი, ევროპაში შესამუშავებელი ყველა კონცეპტუალური და სერიული ავტომობილის პროექტს გაუძღვება და რაც მთავარია, მათს დიზაინს, „ფორდის“ გლობალურ ინიციატივებს შეუსაბამებს.
პიასკოვსკი 2009-2010 წლებში „მერსედესის“ მოწინავე დიზაინის კალიფორნული ცენტრის თანამშრომელი იყო, საიდანაც „ჰიუნდაიში“ გადავიდა და ექვსი წელი მისი ამერიკული დიზაინ ცენტრის დირექტორად იმუშავა. საერთოდ კი თავისი კარიერა 1990 წელს, „ჯენერალ მოტორსში“ დაიწყო, სადაც 12 წელი იმუშავა და ჯგუფში შემავალი ბრენდების სხვადასხვა პროექტებში, ინტერიერისა და ექსტერიერის შექმნაში ღებულობდა მონაწილეობას.
ახალ პოსტზე, პიასკოვსკი უშუალოდ დაექვემდებარება „ფორდის“ დიზაინის ვიცე პრეზიდენტ მორეი კალუმს და „ფორდ ოფ იუროპის“ პროდუქციის განვითარების შეფ ჯოი ბაკაჟს. ევროპაში მისი გადაყვანა იმის ნიშანია, რომ ცისფერი ოვალი ამ ეტაპზე, ევროპაში თავისი ბიზნესის განვითარებას პრიორიტეტულ საქმედ მიიჩნევს. ამერიკული კომპანიის ბიზნესში, ძველი კონტინენტის ბაზარი ყველაზე პრობლემურია. სხვათა შორის, ევროპის პრიორიტეტულობას ახლახანს ხაზი „ფორდის“ მთავარმა აღმასრულებელმა ალან მიულალიმ გაუსვა.
რაც შეეხება სმიტს, ის კალუმთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს და მისი სფერო, გლობალური პროექტები იქნება. კომპანიის დიზაინის განვითარების მიმართულების შერჩევის საქმეში, ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდება. თუმცა პენსიაში გასვლა ამ წლის ბოლოს უწევს. სმიტის ხელმძღვანელობით, არაერთი კონცეპტუალური მოდელი შემუშავდა. მათ შორის, „იოსისი“, „იოსის X“, „იოსის მაქსი“, „ვერვი“, „ევოსი“ და „S-მაქსი“. ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო „კინტიკური დიზაინის“ შემუშავებისა და დახვეწის პროცესში. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მსოფლიო ბესტ სელერ „ფოკუსის“ ახლანდელი სტილი. მისივე აქტივშია სუბკომპაქტური კლასის მსოფლიო ლიდერ „ფიესტას“ სტილიც.

No comments:

Post a Comment