დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, January 31, 2015

„იაგუარ ლენდ როვერი“ მცირელიტრაჟან ძრავებზე გადადის

Jaguar Land Rover follows peers into 4-cyl. engines
31 იანვარი
მცირელიტრაჟიანი, ოთხცილინდრიანი და უფრო პატარა ძრავების წარმოება, პრემიუმ კომპანიებშიც თანდათან სულ უფრო მეტად ღებულობს ტრენდის სახეს. და ამ ტრენდს, სხვებთან ერთად, „იაგუარ ლენდ როვერიც“ წარმატებით მისდევს. ბრიტანულმა კომპანიამ ნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია მოახმარა სრულიად ახალი ქარხნის მშენებლობას, სადაც სერია ინჯენიუმის ოთხცილინდრიან, 2.0-ლიტრიან ტურბო ძრავებს გამოუშვებს.

„ზაუბერი“ ქულებისთვის იბრძოლებს

Motor racing-Sauber focus on the future after dismal 2014
31 იანვარი
უკვე 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ზაუბერი“ ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს და გასული სეზონი მისთვის არნახულად წარუმატებელი იყო. ამიტომ, ახალი სეზონის წინ, შვეიცარიული გუნდი თავის უპირველეს ამოცანად, ქულების მოგროვებას და კონსტრუქტორთა პირველობაზე წინ წაწევას გეგმავს.

Friday, January 30, 2015

„ფერარი SF15-T“ - მოკრძალებული მიზნები

Motor racing-Ferrari see gains on the engine side
30 იანვარი
ესეც ახალი „ფერარი“, მარანელოელები ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან, მაშინაც კი, როცა პრობლემები აქვთ. ახლაც, თუნდაც მათი ახალი პილოტი სებასტიან ფეტელი ამბობს, ჩვენგან ილუზიებს ნუ ელითო, ან ახალი შეფი მაურიციო არივაბენე ამბობს, მაქსიმუმ ორი რბოლა მოვიგოთო, „სკუდერიას“ ფანები მაინც გაცილებით მეტს ელიან, ეს „გაცილებით მეტი“ კი ჩემპიონობისთვის ბრძოლაა. სხვა თუ არაფერი, მათ ისეთი პილოტები ჰყავთ, რომელთა მონაგარშიც ხუთი ტიტულია.

“ფორდი“ V8 ძრავს „მუსტანგს“ და F-150-ს მომავალშიც დაუტოვებს

Ford Official: We Will Not Drop V8 from Future Mustangs and F-150s
30 იანვარი
„ფორდი“ თავისი უახლესი ძრავების ლიტრაჟს და ცილინდრების რაოდენობას ამცირებს. ძრავების ოჯახი „ეკობისტი“ მომხმარებელს მაღალ სიმძლავრეს და საწვავის ეკონომიურ ხარჯს სთავაზობს, ინჟინრებს კი კაპოტქვეშ მეტ სივრცეს უქმნის. მოკლედ, ეკობუსტის სერიის ძრავები ცისფერი ოვალის ავტომობილებში თანდათან სდევნიან მრავალცილუნდრიან გიგანტებს. ისინი ისეთ ავტომობილებზეც კი გამოჩნდა, როგორებიცაა „მუსტანგი“, F150 და სუპერ ავტომობილი GT-ც კი.

Thursday, January 29, 2015

„მაკლარენ MP4-30“ „ჰონდას“ ძრავით

McLaren F1 team unveils Honda-powered MP4-30
29 იანვარი
„მაკლარენ-ჰონდა MP4-30“, ავტომობილი, რომელსაც დიდი პრიზების სამყარო ალბათ ყველაზე მეტად ელოდა. იმიტომ, რომ უოკინგელებს და მათს იაპონელ პარტნიორებს, ძველი დიდების დაბრუნება სწყურიათ, რომელსაც 1988-1992 წლებში ლეგენდარული პილოტები - აირტონ სენა და ალენ პროსტი ქმნიდნენ. და ეს „მაკლარენის“ პირველი ავტომობილია, რომლის შემუშავებასაც, „რედ ბულიდან“ გადმობირებული, აეროდინამიკის სპეციალისტი პეტერ პროდრომუ ხელმძღვანელობდა.

„რედ ბულ RB11-ს“ ქრეშ ტესტები ჯერ არ გაუვლია

New Red Bull yet to pass FIA crash tests
29 იანვარი
„რედ ბული“ ყველანაირად ცდილობს, რომ ხერესის ტესტებისთვის ახალი RB11, რომელიც ისევ ედრიან ნიუის ხელმძღვანელობითაა შემუშავებული, მზად ჰქონდეს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, მანქანას ჯერ სავალდებულო ქრეშ ტესტებიც არ გაუვლია. და მაინც, გუნდი იხტიბარს არ იტეხს და ირწმუნება, რომ კვირისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

Wednesday, January 28, 2015

„რენომ“ ფ1-ის ძრავი ძირეულად შეცვალა

Renault reveals 'fundamental' changes for 2015 Formula 1 engine
28 იანვარი
„რენო“ აცხადებს, რომ თავის ფორმულა ერთის ძრავს საფუძვლიანი მოდიფიკაცია ჩაუტარა და იმედოვნებს, რომ ეს მის მთავარ პარტნიორ „რედ ბულს“, „მერსედესთან“ ტოლსწორად პაექრობაში შეუწყობს ხელს. ხერესის ტესტების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფრანგული კომპანიის ფ1-ის პროგრამის მმართველმა დირექტორმა სირილ აბიტბულმა ჩატარებული სამუშაოების შესახებ ისაუბრა.

Tuesday, January 27, 2015

„სუზუკი“ მოდელ „ვიტარას“ ვერსია „უებ ბლექ ედიშნს“ გამოუშვებს

2015 Suzuki Vitara Web Black Edition Arriving in Europe in March
27 იანვარი
მალე „სუზუკი“ ევროპაში ახალი, მეოთხე თაობის „ვიტარას“ გაყიდვას დაიწყებს, მისი „მახარობელი“ კი ავტომობილის საწყისი ვერსია „უებ ბლექ ედიშნ“ გახდება, რომელზეც შეკვეთების მიღებას, კომპანია თავის ვებ-გვერდზე  31 იანვარს დაიწყებს (რაზეც მის მეტსახელში სიტყვა უებ მიგვანიშნებს). ევროპის ბაზარზე კი ის ხელმისაწვდომი მარტიდან იქნება. შეგახსენებთ, რომ ახალი „ვიტარას“ მსოფლიო პრემიერა პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე გაიმართა.

„ტოიოტა სუპრას“ შემცვლელი „კორვეტზე“ ძვირი ეღირება

Toyota Supra Successor To Cost More Than Corvette
27 იანვარი
„ტოიოტა“ თავისი ახალი სპორტული მოდელის პლატფორმაზე მუშაობს, რაშიც მას პარტნიორობას „ბეემვე“ უწევს. ამ ავტომობილს ამჟამად „სუპრას“ შემცვლელად მოიხსენიებენ, რადგან შესაძლოა, ბაზარზე ის სხვა სახელით წარსდგეს. იაპონურმა კომპანიამ მისი კონცეპტუალური ვერსია FT-1-ის სახით გვიჩვენა. თავის მხრივ, პლატფორმას ბავარიული კომპანიაც გამოიყენებს, რომელიც მასზე შემდეგი თაობის Z4-ს გამოუშვებს.

ფორმულა 1-ში შეიძლება 1000-ცხენისძალიანი ძრავები დაბრუნდეს

Formula 1 to Return to 1000bhp+ Turbocharged Engines in 2017?
27 იანვარი
არაა გამორიცხული, რომ 2017 წლის სეზონიდან, ფორმულა 1-ში ძრავების ახალი რეგლამენტი ამოქმედდეს. და ამას რამდენიმე საფუძველი ექნება. ჯერ ერთი, მაყურებლებს არ მოსწონთ დაბალხმიანი ბოლიდები. მეორეც, სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ მალე GP2-ის მანქანები ფ1-ისაზე სწრაფი გახდბა. და მესამე: ფ1-ის მანქანები ძალიან ადვილად სამართავი გაზდა და ამიტომ, ავტოსპორტის უმაღლეს ლიგაში, სულ უფრო ხშირად იწვევენ ძალიან ახალგაზრდა პილოტებს და ეგრეთ წოდებულ პაი პილოტებს.

ხერესში „მერსედესის“ ახალ ძრავებს მხოლოდ ორი გუნდი გამოიყენებს

Only Mercedes, Williams to test 2015 engine at Jerez
27 იანვარი
რამდენიმე დღეც და ფორმულა ერთის ახალი სეზონი დაიწყება - ხერესში გუნდები პირველ ტესტებს გამართავენ. ბუნებრივია, ყველას აინტერესებს მათი ახალი მანქანების და ძრავების შესაძლებლობები. ტესტების შემდეგ ხომ უკვე შეიძლება ზერელე წარმოდგენის შექმნა იმაზე, თუ ვისგან უნდა ველოდოთ ლიდერობას და რომელი გუნდი გაუცრუებს თავის ფანებს იმედებს.

Monday, January 26, 2015

SVR „დისქავერი სპორტის“ საკუთარი ვერსიის გამოშვებას არ გეგმავს

No Land Rover Discovery Sport SVR Planned, But Performance Model Possible
26 იანვარი
„ლენდ როვერის“ სატუნინგო შტო SVR-ის დანშნულება ისაა, რომ სერიულ ავტომობილების ბაზაზე, მათი მრავალმხრივ გამორჩეული ვერსიები შესთავაზოს მყიდველს. მაგალითად ისეთები, როგორებსაც კონკურენტები აწარმოებენ. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ SVR-მა უახლესი „დისქავერი სპორტის“ ასეთი ვერსიის შექმნისგან თავი შეიკავოს.

„ფორდის“ ტრიუმფი დეიტონას 24 საათზე

Daytona 24 Hours: Ganassi's Dixon, Kanaan, McMurray and Larson win
26 იანვარი
ამერიკული ავტოსპორტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი საჯინიბოს, „ჩიპ განასი რეისინგის“ ეკიპაჟმა, რომლის სარბოლო პროტოტიპიც „ფორდის“ სერია ეკობუსტის ძრავითაა აღჭურვილი, ზედიზედ მეორედ მოიგო პრესტიჟული რბოლა - დეიტონას 24 საათი. გამარჯვებული ეკიპაჟის საჭესთან ერთმანეთს ოთხი მრბოლი - ახალზელანდიელი სკოტ დიქსონი, ბრაზილიელი ტონი კანაანი, ამერიკელი ჯეიმი მაკმარი და ამერიკელი კეილი კაილი მიიატა ლარსონი ენაცვლებოდა.

„ლოტუსი“ დიდ წინსვლას მოელის

Motor racing-Lotus expect huge step forward in 2015
26 იანვარი
„ლოტუსმა“ ინტერნეტით თავისი ახალი ბოლიდის, „E23 ჰაიბრიდის“ კომპიუტერული ფოტოები ინტერნეტით გაავრცელა და განაცხადა, რომ ახალ სეზონში გაცილებით კონკურენტუნარიანები იქნებიან. ბრიტანულმა გუნდმა უარი თქვა „რენოს“ ჰიბრიდულ აგრეგატზე და „მერსედესის“ კლიენტთა კოჰორტას შეუერთდა.

„ფერარიმ“ ახალ ბოლიდს SF15-T უწოდა

Ferrari F1 team reveals name of 2015 car
26 იანვარი
ახალი ბოლიდის ოფიცალურ წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, „ფერარიმ“ მისი სახელი გაგვაცნო. ავტომობილს, რომლითაც კიმი რაიკონენი და სებასტიან ფეტელი, მარანელოელთათვის კიდევ ერთ ძნელ სეზონს (ისინი ამას თავადვე აღიარებენ) ჩაატარებენ, SF15-T უწოდეს.

„ფერარი 250 LM“ 9.6 მილიონ დოლარად გაიყიდა

Ferrari 250 LM with a Weird Past Sold for a Cool $9.6 Million
26 იანვარი
ქალაქ ფინიქსში (შტატი არიზონა) გამართულ აუქციონზე, 1964 წელს გამოშვებული „ფერარი 250 LM“ 9 600 000 დოლარად გაიყიდა. თავის დროზე, ამ ავტომობილით მარანელოელებმა თავიანთი ლეგენდარული მოდელი 250 GTO შეცვალეს. „ფერარი 250 LM“ 3.3-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 320 ცხენის ძალას ავითარებს. მისი დახმარებით, ავტომობილს მაქსიმუმ 286 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია.

Sunday, January 25, 2015

ოჟიემ ტიტულის მეორე დაცვა მონტე კარლოში გამარჯვებით დაიწყო

Rallying-Ogier wins Monte Carlo to boost third world title bid
25 იანვარი
მარცხნიდან: სებასტიან ოჟიე, მონაკოს პრინცი ალბერ რენიე და ოჟიეს ნავიგატორი ჟულიან ინგრასია
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რალიში, ფრანგმა სებასტიან ოჟიემ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მან ზედიზედ მეორედ მოიგო მონტე კარლოს რალი და ასე შეუდგა თავისი ტიტულის დაცვის კამპანიას. თოვლიანსა და მოყინულ გზაზე, ოჟიემ პრაქტიკულად უშეცდომოდ ჩაატარა ოთხდღიანი რბოლა და თავის უახლოეს მდევარსა და თანაგუნდელს ფინეთიდან, იარი-მატი ლატვალას თითქმის წუთით აჯობა. მესამე ადგილიც გერმანული კომპანიის გუნდის წევრმა, ნორვეგიელმა ანდრეას მიკელსენმა დაიკავა.

ლოები რალის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაუბრუნდება

Sebastien Loeb not planning to return to rally in 2015
25 იანვარი
მიუხედავად იმისა, რომ სებასტიან ლოებმა რალი მონტე კარლოზე შესანიშნავად იასპარეზა და ყველაზე მეტი სპეცმონაკვეთი მოიგო, პარასკევის ერთ-ერთ მონაკვეთზე დაშვებული შეცდომა ძალიან ძვირად დაუჯდა - ოთხდღიანი რბოლა მერვე ადგილზე დაასრულა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებას აღარ აპირებს.

Saturday, January 24, 2015

„აკურა NSX-ის“ დებიუტი დეტროიტში

2016 Acura NSX Debuts at Detroit
24 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიახლე, „ჰონდას“ პრემიუმ ბრენდ Acura-ს სუპერ ავტომობილი NSX გახდა. იაპონური კომპანია ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას, ორი წელი ატარებდა გამოფენიდან გამოფენაზე, ბოლოს კი სერიული ავტომობილიც გვიჩვენა. ეს ავტომობილი, ყველა იმ თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რომლებსაც ისედაც ველოდით. თუმცა როგორც შოუს დროს გაირკვა, „ჰონდამ“ მოლოდინსაც გადააჭარბა.

„ფორდი“ გერმანიაში წარმოებას გაზრდის

Ford Increasing Fiesta, Focus and C-MAX Production in Germany
24 იანვარი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ თავის ორ გერმანულ, ზაარლუისის და კიოლნის ქარხნებში, წარმოებას გაზრდის, რისი მიზეზიც, ამ ქარხნებში წარმოებულ რამდენიმე მოდელზე მოთხოვნის ზრდაა. ზაარლუისის ქარხანაში „ფოკუსს“, „C-მაქსს“ და „გრანდ C-მაქსს“ აწარმოებენ. იქ დღიური წარმოება 1770 ავტომობილია, მალე კი 240 ერთეულით გაიზრდება. ამ ავტომობილებიდან პირველი ორი, ცისფერი ოვალის ყველაზე გაყიდვადი (ევროპის ბაზარზე) ავტომობილების სიაში, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილებს იკავებს.

Friday, January 23, 2015

„ლამბორგინი ურაკანი“ სარბოლო ფორმაში

This is Lamborghini's New Huracán GT3 Racer
23 იანვარი
„ლამბორგინიმ“ საბურველი მოხსნა თავის ახალ სარბოლ ავტომობილ „ურაკან GT3-ს“, რომელიც სხვადასხვა სერიების რბოლებში, ამ სეზონის მოერე ნახევრიდან ჩაერთვება. ეს ავტომობილი განსხვავდება „ურაკან LP 620-2 სუპერ ტროფეოსგან“, რომელიც „ლამბორგინი ბლანპენის“ სერია სუპერ ტროფეოს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონატებში იასპარეზებს. „ურაკან GT3“ განკუთვნილია გაცილებით რთული რბოლებისთვის, როგორებიცაა „ბლანპენის“ გამძლეობაზე რბოლების სერიის ხუთი ევროპული ეტაპი, მათ შორის, სპა-ფრანკორშანის 24-საათიანი რბოლა.

Thursday, January 22, 2015

„ტოიოტა“ ისევ პირველია

Toyota tops VW to remain world's largest automaker
22 იანვარი
„ტოიოტა მოტორ კორპორეიშნმა“ შარშან თავისი თავისი არსებობის განმავლობაში პირველად, 10 მილიონზე მეტი ავტომობილი გაჰყიდა და ამით, მსოფლიო ლიდერობა შეინარჩუნა. იაპონური კომპანიის ანგარიშზე 10.23 მილიონი გაყიდული ავტომობილია, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ უკან ჩამოეტოვებინა გერმანული „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი.

Wednesday, January 21, 2015

ები როუდის სახელობის „ევოუკი“

Range Rover NW8 Limited Edition Is a Tribute to London's Abbey Road
21 იანვარი
ლონდონის ჩრდილო დასავლეთ რეგიონში მდებარე ამ ქუჩის სახელს, ლეგენდარული „ბითლზის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ალბომი ატარებს და ამიერიდან, მისი სეხნია, „ლენდ როვერის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილი - „რეინჯ როვერ ევოუკი“ გახდება. უფრო სწორედ, ამ მოდელის ვერსია, რომელსაც მეტსახელად NW8-ს მიუწერენ, რაც ქუჩა ები როუდის საფოსტო ინდექსია.

„ფორს ინდიამ“ ფერი იცვალა

Force India F1 team reveals new 2015 colour scheme
21 იანვარი
რა თქმა უნდა, ფერები მთავარი არაა, მაგრამ მაინც - ამიერიდან, „ფორს ინდია“ თავისი ეგზოტიკური შეფერილობით აღარ იქნება გამორჩეული. ამიერიდან, მის ბოლიდებზე დომინანტი ფერები შავი და ვერცხლისფერია, ძველი ფერებიდან კი ფორთოხლისფერი შემორჩა, რომელიც ორ ძირითად ფერს „აშორებს“ ერთმანეთისგან. სხვათა შორის, მიზეზთა გამო, ინდური გუნდის ახალი შეფერილობა, უფრო „მაკლარენისთვის“ იქნებოდა შესაფერისი, რომლისგანაც ახალ სეზონში, ასევე ფერთა რადიკალური ცვლილებაა მოსალოდნელი.

„უილიამსმა“ FW37 ხერესში დანიშნულ პრეზენტაციამდე გაგვაცნო

New nose rules “a headache” for FW37 design – Williams
21 იანვარი
„უილიამსს“ თავისი ახალი ბოლიდის - FW37-ის პრეზენტაცია, ხერესის ტესტების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე აქვს დაგეგმილი, თუმცა მისი ფოტოები უკვე გავრცელდა. ეს კი მას შემდგ მოხდა, რაც გამოცემა „F1 რეისინგმა“ თავისი ახალი ნომრის ყდის ფოტო გაავრცელა. ყდა კი მთლიანად FW37-ს უკავია.

Tuesday, January 20, 2015

„ფორდმა“ ახალ „მუსტანგზე“ ბრიტანეთში შეკვეთების მიღება დაიწყო

2015 Ford Mustang priced from £28,995
20 იანვარი
ეს მოვლენა იმითაა საინტერესო, რომ ამიერიდან ბრიტანელ, ავსტრალიელ და იაპონელ მყიდველს, მარჯვენასაჭიან „მუსტანგს“ შესთავაზებენ. „ფორდმა“ ბრიტანელებისგან ახალ „მუსტანგზე“ შეკვეთების მიღება დღეს დაიწყო. ალბიონელთათვის განკუთვნილი „მუსტანგის“ ძრავების გამაში მხოლოდ ორი აგრეგატია - 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ეკობუსტი 310 ცხენის ძალით და 5.0-ლიტრიანი V8, რომლის სიმძლავრეც 412 ცხენის ძალაა.

„ფორს ინდია“ ახალ VJM08-ს ტრეკზე ბარსელონაში გამოიყვანს

Force India to hold back their 2015 car, the VJM08, until Barcelona tests
20 იანვარი
„ფორს ინდია“ ფორმულა ერთის გუნდებს შორის პირველია, რომელიც თავის ახალ ბოლიდს, VJM08-ს გაგვაცნობს. ეს ხვალ მოხდება, მაგრამ როგორც გაირკვა, ტრეკზე მისი დებიუტი ბარსელონას ტესტებზე შედგება. ხერესის ტესტებზე კი ინდური საჯინიბო გასული სეზონის VJM07-თ ივარჯიშებს.

Monday, January 19, 2015

„მერსედესი“ W06-ს პირველ თებერვალს გვიჩვენებს

Jerez launch for new Mercedes W06
19 იანვარი
„მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ ახალ სარბოლო ავტომობილს, სახელად W06, რომლითაც ლუის ჰამილტონი და ნიკო როსბერგი ახალ სეზონში იასპარეზებენ, ხერესში, წინასასეზონო ტესტების დაწყებამდე, 1 თებერვალს გვიჩვენებენ. სხვათა შორის, სამქიმიანებმა გასული სეზონის W05-იც პირველად ხერესის ტესტების წინ გაგვაცნეს.

„ჰონდა“ ალონსოს ლე მანზე არ უშვებს

Honda Scuppers Alonso’s Plan to Race in Le Mans for Porsche
19 იანვარი
ადრე ფორმულა ერთის პილოტები სხვადასხვა სარბოლო სერიებშიც ასპარეზობდნენ, მაგალითად, ჯიმ კლარკს 1965 წელს, როცა პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ინდი 500-ც აქვს მოგებული. ლე მანზე ორჯერ მეორე იყო, ინდი 500-ზეც ორჯერ მეორე. ეს ლეგენდარული ამერიკული რბოლა, ფ1-ის კიდევ ერთ ჩემპიონს, გრემ ჰილსაც აქვს მოგებული. სხვათა შორის, ფ1-მდე პროტოტიპების რბოლებში რამდენჯერმე იასპარეზა მიხაელ შუმახერმა.

Sunday, January 18, 2015

„ფორდი“ გლობალური პლატფორმების რიცხვს რვამდე შეამცირებს

Ford Cutting its Global Platforms to 8, Will Launch 15 New Products This Year
18 იანვარი
თანამედროვე ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი, კომპანიების მიერ პლატფორმების რიცხვის შემცირება და მოდულურ პლატფორმებზე რამდენიმე მოდელის წარმოებაა. ეს ავტომობილების თვითღირებულების შესამცირებლად და შესაბამისად, მათი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად კეთდება. ამ მიზნის მისაღწევად, კომპანიები ერთმანეთს პლატფორმებსაც კი უნაწილებენ.

„კადილაკმა“ დეტროიტში თავისი უმძლავრესი ავტომობილი გვიჩვენა

Cadillac reveals new 640bhp CTS-V
18 იანვარი
დეტროიტის მოტორ შოუზე, „კადილაკმა“ თავის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელის, CTS-V-ს მსოფლიო პრემიერა ჩაატარა და არ დაუმალავს, რომ ამ ავტომობილით, გერმანულ პრემიუმ კომპანიებთან მეტოქეობას აპირებს. და ამისათვის საჭირო პირველი იგრედიენტი კაპოტქვეშ განათავსა. CTS-V-ს ძრავის 640 ცხენის ძალა ფორას აძლევს „ბეემვე M5-ის“ 600 ცხენს და „მერსედეს-ბენც E63 AMG-ს“ 585 ცხენს.

„იაგუარ ლენდ როვერი“ აშშ-ში ექსპანსიას იწყებს

JLR Preparing for Full-On Attack in the US Next Year
18 იანვარი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ შარშან გლობალური გაყიდვები 9.0 პროცენტით გაზარდა. თუმცა, ისმ დროს, როცა ბრიტანულ კომპანიას ჩინეთში გაყიდვები 28.0 პროცენტით გაეზარდა, ამერიკის ბაზარზა ზრდა პრაქტიკულად არ ჰქონია. დეტროიტის მოტორ შოუზე გამოსვლისას, „იაგუარ ლენდ როვერის“ ამერიკული შტოს პრეზიდენტმა ჯოი ებერჰარდტმა ამის მიზეზად ის ფაქტორი დაასახელა, რომ დილერების შოურუმებში, მისი კომპანიის ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილები, როგორებიცაა „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“, საშუალოდ მხოლოდ 9-12 დღეს ატარებენ, რაც ძალიან ცოტაა.

„მერსედესი“ ახალი სეზონის ძველი ძრავით დაწყებას აპირებს

Mercedes to begin 2015 with 'old' engine
18 იანვარი
არაა გამორიცხული, რომ „მერსედესის“ ფორმულა ერთის გუნდმა, ახალი სეზონი ძველი აგრეგატით დაიწყოს. ამის საშუალებას, ტექნიკური რეგლამენტის ის ნაწილი იძლევა, რომელიც ძრავებს ეხება. რეგლამენტში ორმაგი მნიშვნელობის პუნქტების დაფიქსირების შემდეგ, ძრავების ეგრეთ წოდებული „გაყინვის“ წესს აღარავინ შეასრულებს. გუნდბს უფლება აქვთ, მოგვიანებით დაარეგისტრირონ თავიანთი ახალი ძრავები, რაც მათ ლიდერი „მერსედესის“ დაწევის შანსს მისცემს.

Saturday, January 17, 2015

ალ-ატიამ დაკარის რბოლა მეორედ მოიგო

Al-Attiyah dominates Dakar Rally
17 იანვარი
ყატარელი ნასერ ალ-ატიას გამარჯვებით დასრულდა რალი-მარათონ დაკარის წლევანდელი რბოლა. მიუხედავად იმისა, რომ წესის დარღვევის გამო, მას პირველივე ეტაპზე გამარჯვება არ ჩაუთვალეს, ალ-ატიამ მეორე ეტაპზევე მოახერხა დაწინაურება და ფინიშამდე წინ აღარავინ გაუშვია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რბოლის ადრეულ ეტაპებზევე, მას რამდენიმე კონკურენტი ჩამოშორდა, მათ შორის, აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი, ესპანელი ნანი რომა, შესანიშნავ ფორმაში მყოფი არგენტინელი ორლანდო ტერანოვა და დაკარის ორგზის ჩემპიონი, ესპანლი კარლოს საინსი.

FIA-მ „ჰონდას“ ძრავის დახვეწის უფლება მისცა

FIA allows Honda to join engine 'unfreeze'
17 იანვარი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ფორმულა ერთის ტექნკური დეპარტამენტის შეფ ჩარლი უაიტინგსა და „ჰონდას“ შორის მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ იაპონურ კომპანიას, სეზონის მსვლელობისას, თავისი აგრეგატის შეზღუდული მოდიფიცირების უფლება მიეცემა.

ალ-ატიამ ლიდერობა განიმტკიცა

Dakar leaders heading into the final day
17 იანვარი
დაკარის რალი-მარათონი დასასრულს მიუახლოვდა. ყატარელმა ნასერ ალ-ატიამ (მინი) ბოლო ეტაპის წინ, კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა და როგორც ჩანს, ამ ურთულეს რბოლას მეორედ მოიგებს. ბოლო ეტაპის წინ, ის 35 წუთს უგებს უახლოეს მდევარს სამხრეთ აფრიკიდან, გინიელ დე ვილიერსს (ტოიოტა). მესამეზე კი პოლონელმა კრჟიშტოფ ჰოლოვჯიჩმა (მინი) გადაინაცვლა, რომელმაც საუდელი იაზიდ ალ რაჯის უიღბლობით ისარგებლა.

Friday, January 16, 2015

„ფორდის“ მესამე დეტროიტული სიახლე - „შელბი მუსტანგ GT350R“

Ford Takes The Covers Off New Hardcore Shelby GT350R Mustang
16 იანვარი
დეტროიტის წლევანდელ მოტორ შოუს სამი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავს, სამივე „ფორდისგან“ და სამივე მსგავს ფერებში გაფორმებული. GT და „F-150 რეპტორი“ უკვე გაგაცანით. ახლა კი „შელბი მუსტანგ GT350R-ის“ ჯერია, ავტომობილის, რომლითაც ცისფერი ოვალი წლების განმავლობაში საფუძვლიანად იამაყებს, რადგან მისივე ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ მოდელის არსებობის ისტორიაში, ეს ყველაზე გამორჩეული სატრეკო „მუსტანგია“.

„მერსედეს C350 პლაგ-ინ ჰაიბრიდის“ დეტროიტული პრემიერა

Mercedes Reveals C350 Plug-In Hybrid in Detroit with 19 Miles / 31 Km Electric Range
16 იანვარი
„მერსედეს-ბენცი“ მწვანე ტექნოლოგიებს ინტენსიურად ავითარებს. უფრო მეტიც, გერმანული კომპანია პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მუშაობს და არამხოლოდ ჰიბრიდულ და ელექტრულ ავტომობილებს ქმნის, არამედ წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე მომუშავესაც. ახლახანს კი დეტროიტის მოტორ შოუზე, ეგრეთ წოდებული პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი წარადგინა, სახელად „C350 პლაგ-ინ ჰაიბრიდი“.

Thursday, January 15, 2015

„შევროლეს“ კონცეპტუალური ელექტრომობილი „ბოლტ EV“

New Chevrolet Bolt EV is GM's Vision of a $30,000 BMW i3
15 იანვარი
ახალი „ვოლტის“ გარდა, „შევროლემ“ დეტროიტის ჩრდილოამერიკულ საერთაშორისო ავტო შოუზე, კონცეპტუალური ელექტრომობილი „ბოლტ EV-ც“ წარადგინა, რომლის სერიული ვერსიის ფასიც, 30 000 დოლარზე მეტი არ უნდა იყოს. ეს არის სუბკომპაქტური ჰეჩბეკი, რომლის სვლის სიშორეც 320 კილომეტრს მიაღწევს და რომლითაც ამერიკული კომპანია „ბეემვეს“ i3-ს გაუწევს.

„ავენირი“ – „ბიუიკის“ მომავალი ფლაგმანი

Buick Avenir is a Beautiful Concept for a Flagship Sedan
15 იანვარი
იმ დროს, როდესაც „ოპელმა“ უარი თქვა საკუთარ ფლაგმანურ სედანის გამოშვებაზე, მისმა ამერიკელმა ნათესავმა „ბიუიკმა“, დეტროიტის მოტორ შოუზე, სწორედ მომავალი ფლაგმანის კონცეპტუალური ვერსია, სახელად „ავენირი“ წარადგინა. ამ ორი კომპანიის ერთ კონტექსტში მოხსენიების მიზეზი ალბათ არ გაგიკვირდებოდათ - ისინი ხომ ერთიდაიმავე მოდელების საკუთარ ვერსიებს აწარმოებენ და თუ „ოპელი“ თავის ბრიტანელ ტყუპისცალ „ვოქსოლთან“ ერთად, ევროპულ ბაზარზეა ორიენტირებული, „ბიუიკის“ არეალი ამერიკა და ჩინეთია.

„ფორდ F-150 რეპტორი“ ეკობუსტით და ალუმინის ტანით

Ford F-150 Raptor gets EcoBoost V6, new chassis and aluminum body
15 იანვარი
თამამად შეიძლება ითქვას, რომ დეტროიტის მოტორ შოუზე, ყველაზე შთამბეჭდავი ექსპოზიცია „ფორდს“ ჰქონდა. მის სტენდს ხომ სამი ისეთი ავტომობილი ამშვენებს, რომლებზეც ყველა ამერიკელი ოცნებობს. სუპერ ავტომობილ GT-ს გარდა, აქ შესაძლებელია „შელბი მუსტანგ GT350R-ის“ და „F-150 რეპტორის“ ნახვა. სამივე რადიკალურად განსხვავებულ ავტომობილია, თუმცა მათგან ორს - GT-ს და „რეპტორს“, საერთოც აქვს - ეკობუსტის V6.

დაკარი ფინიშს უახლოვდება

Roma rebounds with victory in ninth stage as Mini sweeps podium
15 იანვარი
დაკარის რალი მარათონის დასრულებამდე სამი ეტაპიღა დარჩა. ყველაზე რთული სპეცმონაკვეთები, მათ შორის, მე-7-8 მარათონულები, რომლებზეც ეკიპაჟებს სპორტული რეგლამენტიც ურთულებდა საქმეს, გავლილია. ყატარელი ნასერ ალ-ატია (მინი) ისევ დამაჯერებლად ლიდერობს და თუ რამე არ შეემთხვა, ვერავინ შეძლებს მის გასწრებას. მეორეზე მყოფი სამხრეთაფრიკელი გინიელ დე ვილიერსის (ტოიოტა) პოზიციაც მყარია - ის ლიდრს 28 წუთით ჩამორჩება, თავად კი მესამეზე მყოფ საუდელ იაზიდ ალ რაჯის 15 წუთს უგებს.

Wednesday, January 14, 2015

მეორე თაობის „შევროლე ვოლტის“ პრემიერა დეტროიტში

2016 Chevrolet Volt Fully Unveiled, Offers 50 Miles of All-Electric Driving Range
14 იანვარი
„შევროლე“ მალე მყიდველს თავისი პლაგ-ინ ჰიბრიდული „ვოლტის“ მეორე თაობას შესთავაზებს, პირველად კი ის დეტროიტის მოტორ შოუზე გამოფინა. გარდა იმისა, რომ შეიცვალა მისი აღჭურვილობა და გაუმჯობესდა საექსპლუატაციო მახასიათებლები - ახა „ვოლტს“ მხოლოდ ელექტრო ენერგიით 81 კილომეტრის გავლა შეუძლია, ის მყიდველს თავისი უფრო დახვეწილი გარეგნობით და ინტერიერითაც მიიზიდავს.

„ალფა რომეომ“ დეტროიტში ღია 4C გვიჩვენა

Production-Spec Alfa Romeo 4C Spider Goes Officially Topless in Detroit
14 იანვარი
„ალფა რომეომ“ თავის პატარა სპორტსმენ 4C-ს ღია ვერსია, სახელად „4C სპაიდერი“, დეტროიტში პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გაგვაცნო, დეტროიტის მოტორ შოუზე კი მის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციაც გაავრცელა და დამთვალიერებლებს თავისი ახალი ლამაზმანი უშუალოდაც წარუდგინა. ჯერჯერობით ავტომობილს მხოლოდ რბილი მოსახსნელი სახურავი აქვს, მალე კი მას კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მოსახსნელ სახურავსაც დაუყენებენ.

„რეინჯ როვერები“ დიზელის ახალი აგრეგატით

Land Rover Adding Two Luxury Diesels at 2015 NAIAS
14 იანვარი
ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა და ეს საავტომობილო ბაზარზეც აისახა - მყიდველი ნაკლებად ერიდება ისეთ ავტომობილებს, რომლებიც საწვავის ეკონომიური მოხმარებით არ გამოირჩევა. თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა და ადრე თუ გვიან, ეკონომიური ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებზე მოთხოვნა კვლავაც გაიზრდება. ამიტომ, „ლენდ როვერს“ აუცილებლად გამოადგება ტურბო დიზელის ახალი ძრავი, რომლით აღჭურვილი „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“ ამერიკელებს დეტროიტის მოტორ შოუზე წარუდგინა.

Tuesday, January 13, 2015

ამერიკის წლის საუკეთესონი - „ფორდ F-150“ და „ფოლკსვაგენ გოლფი“

VW Golf and Ford F-150 win North American Car and Truck of the Year awards
13 იანვარი
საავტომობილო თემაზე მომუშავე კანადელი და ამერიკელი ჟურნალისტების მიერ შემდგარმა ჟიურიმ, ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილებად, მსუბუქი ავტომობილების კატეგორიაში ჰეჩბეკი „ფოლკსვაგენ გოლფი“, პიკაპების და უგზოობის მოდელების კლასში კი პიკაპი „ფორდ F-150“ დაასახელა. ჟიურიში სულ 57 ჟურნალისტი შედიოდა. იმისათვის, რომ ავტომობილმა კონკურსში რეგისტრაცია მიიღოს, ის უნდა იყოს ან სრულიად ახალი, ან 2014 წელს უნდა იყოს ძირეულად განახლებული.

Monday, January 12, 2015

„ფორდის“ ლეგენდა ლე მანზე ბრუნდება

All-New Ford GT Supercar Arrives in 2016 with More than 600HP
12 იანვარი
„ფორდმა“ დეტროიტში გახსნილ საავტომობილო შოუზე, თავისი ახალი შუაძრავიანი სუპერ ავტომობილი GT წარადგინა, რომელიც სერია ეკობუსტის V6 ძრავითაა აღჭურვილი და ბაზარზე 2016 წელს გამოვა. ცისფერი ოვალი თავის ახალ შედევრს „ულტრა შესაძლებლობების სუპერ ავტომობილად“ მოიხსენიებს, რომელიც ეკობუსტის ტექნოლოგიის მრავალმხრივობას და ეფექტურობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.

Sunday, January 11, 2015

ალ-რაჯი დიდ ბიჭებში გაერია

Al-Rajhi mixes it with the big boys
11 იანვარი
საუდის არაბეთის მრბოლი იაზიდ ალ-რაჯი დაკარის რალი-მარათონზე პირველად ასპარეზობს, მაგრამ პირველივე სპეცმონკვეთიდან მოწინვეთა შორისაა და მერვეზე პირველ გამარჯვებასაც მიაღწია. მართალია, ის ბევრით (18 წუთზე მეტით) ჩამორჩება რბოლის ლიდერს ყატარიდან, გამოცდილ ნასერ ალ-ატიას, ვისაც დაკარი ერთხელ უკვე მოგებული აქვს, თუმცა ის ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს - ეგვიპტის რალიზე.

Saturday, January 10, 2015

დაკარის მეშვიდე ეტაპი ტერანოვამ მოიგო

Orlando Terranova wins stage seven at the 2015 Dakar Rally
10 იანვარი
დაკარზე ორეტაპიანი, ყველაზე გრძელი სპეცმონაკვეთების ჯერი დადგა. და ისიც, წინა რბოლების მსგავსად, ისევ „მინის“ ეკიპაჟმა მოიგო. ამჯერად და ამ რბოლაში უკვე მესამედ, ყველაზე სწრაფი, არგენტინელი ორლანდო ტერანოვა (ფოტოზე) იყო, რომელსაც დიდი ჩამორჩენის გამო, გამარჯვების შანსი უკვე აღარ აქვს. არგენტინელმა ორ წუთზე მეტით აჯობა მეორეზე გასულ საუდელ იაზიდ ალ-რაჯჰის (ტოიოტა), რომელიც სულ უფრო ხშირად ხვდება მოწინავე სამეულში, თუმცა ჯერ არცერთი სპეცმონაკვეთი არ მოუგა.

„ფერარი“ ისევ გამწევბერკეტიან საკიდარს შეინარჩუნებს

Ferrari sticking with 'pullrod' in 2015 – report
10 იანვარი
„ფერარი“ თავისი ახალი ბოლიდის წინა ბორბლების საკიდარში, ისევ გამწევბერკეტიან სისტემას შეინარჩუნებს. მარანელოელები ასეთ კონსტრუქციას 2012 წლიდან იყენებენ. არადა, მიჩნეულია, რომ გამწევბერკეტიანი საკიდარის ტრასის მახასიათებლების შესაბამისად მომართვა მეტისმეტად რთულია და ხშირად ვერც ხერხდება. სხვათა შორის, მსგავსი კონსტრუქცია „ფერარიმდე“ ბოლოს „მინარდიმ“ (ახლანდლი ტორო როსო) 2001 წელს გამოიყენა.