დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 16, 2015

„მერსედეს C350 პლაგ-ინ ჰაიბრიდის“ დეტროიტული პრემიერა

Mercedes Reveals C350 Plug-In Hybrid in Detroit with 19 Miles / 31 Km Electric Range
16 იანვარი
„მერსედეს-ბენცი“ მწვანე ტექნოლოგიებს ინტენსიურად ავითარებს. უფრო მეტიც, გერმანული კომპანია პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მუშაობს და არამხოლოდ ჰიბრიდულ და ელექტრულ ავტომობილებს ქმნის, არამედ წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე მომუშავესაც. ახლახანს კი დეტროიტის მოტორ შოუზე, ეგრეთ წოდებული პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი წარადგინა, სახელად „C350 პლაგ-ინ ჰაიბრიდი“.
ახალი ეკოლოგიური ავტომობილის მახასიათებლები ახლოსაა V6-ძრავიანთან და იმავდროულად, ძალიან მცირე ხარჯით გამოირჩევა. ამასთან, მას მხოლოდ ელექტრო ენერგიის ხარჯზე გადაადგილება შეუძლია, რა დროსაც, ატმოსფეროს არ აბინძურებს. ამ რეჟიმში ავტომობილს 32 კილომეტრის გავლა შეუძლია, რაც ქალაქში გადაადგილებისას, ხშირად სრულიად საკმარისია.
საინტერესოა, რომ „მერსედეს-ბენცი“ 2017 წლამდე ბაზარზე 10 ცალი პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილის გამოშვებას აპირებს. მისი დილერების შოურუმებში უკვე შეიძლება „S500 პლაგ-ინ ჰაიბრიდის“ ნახვა. მეორე კი „C350 პლაგ-ინ ჰაიბრიდი“ გახდება. და ეს გერმანული კომპანიის პირველი ამ ტიპის ავტომობილია, რომლის აგრეგატშიც ოთხცილინდრიანი ძრავია გაერთიანებული.
ეს არის ბენზინის 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატი, რომელიც ასევე C250 მოდელსაც ამოძრავებს. მისი სიმძლავრე 208 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი - 350 ნიუტონმეტრი. ელექტრო ძრავთან ერთად, აგრეგატის სიმძლავრე 275 ცხენის ძალას, მომენტი კი 600 ნიუტონმეტრს აღწევს. ამ აგრეგატით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 6.2 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 246 კმ/სთ-ია.
შტუტგარტელთა რელიზი იტყობინება, რომ „C350 პლაგ-ინ ჰაიბრიდს“ ასი კილომეტრის გასავლელად, 2.1 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 48 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს (რა თქმა უნდა, როცა შიდაწვის ძრავი მუშაობს). ავტომობილის ელემენტების ბლოკის ტევადობა 6.2 კილოვატსაათია. შიდაწვის ძრავთან წყვილში კი 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი 7G-ტრონიკი მუშაობს.

No comments:

Post a Comment