დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 25, 2014

ჰამილტონი და ისევ ჰამილტონი

Motor racing-Hamilton fastest in hot Hungarian practice
25 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზი ლუის ჰამილტონის დომინაციით დაიწყო. პირველ და მეორე პრაქტიკებზე მას ბადალი არ ჰყავდა. ორივეზე მან უშუალო მეტოქეს, თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს აჯობა. მეორე სესია განსაკუთრებით გაუსაძლის სიცხეში ჩატარდა - გზის საფარის ტემპერატურამ 55 გრადუსსაც კი მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ჰამილტონს წინა 10 რბოლიდან 5 აქვს მოგებული, როსბერგს კი - 4, თუმცა ლიდერი მაინც გერმანელია, რომელიც წინა ორი უნგრული რბოლის გამარჯვებულ ჰამილტონს 14 ქულას უგებს.

„ფორდ იუროპმა“ ბოლო სამ წელიწადში პირველი მოგება მიიღო

Ford Europe Posts First Profitable Quarter in 3 Years
25 ივლისი
„ფორდისთვის“ ბოლო წლებში ყველაზე პრობლემური ბაზარი ევროპაა, სადაც მისი ბიზნესი ზარალიანია. თავად კომპანიაც და ანალიტიკოსებიც, „ფორდ ოფ იუროპის“ მომგებიან რელსებზე გადასვლას ჯერ არ ელოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, რადიკალურ რესტრუქტურიზაციას ნაყოფი უკვე მოაქვს. ყოველ შემთხვევაში, ამის უტყუარი ნიშანი ის ფაქტია, რომ ცისფერმა ოვალმა მეორე კვარტალში ევროპაში მოგება დააფიქსირა.

ბაქო ფ1-ის ევროპის დიდ პრიზს 2016 წელს უმასპინძლებს

Azerbaijan confirms deal to host Formula 1 race from 2016
25 ივლისი
აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აზად რაჰიმოვმა და ბერნი ეკლსტოუნმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის შესაბამისადაც, ბაქო ფ1-ის ევროპის დიდ პრიზს 2016 წელს უმასპინძლებს. პირვანდელი გეგმით, ბაქოს რბოლა უკვე მომავალ სეზონში უნდა გამართულიყო, მაგრამ ის ერთი წლით გადასწიეს.