დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 9, 2013

ფეტელმა ჩრდილოეთ ამერიკაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

Vettel wins in Canada to end American jinx
9 ივნისი
როგორც იქნა, სებასტიან ფეტელმა ჩრდილოეთ ამერიკის მიწაზეც გაიმარჯვა. ორი წლის წინ, კანადური რბოლის გამარჯვება მას პრაქტიკულად ჯიბეში ჰქონდა, მაგრამ ბოლო წრეზე შეცდა და ჯენსონ ბატონს საჩუქარი მიართვა. მაშინ ჯერ კიდევ ერთგზის ჩემპიონს უთქვამს, მონრეალში აუცილებლად მოვიგებო. და ეს პირობა დღეს შეასრულა! თან ისე, როგორც უკვე სამგზის ჩემპიონს შეეფერება.

დათა ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ბრენდს ჰეჩზე

9 ივნისი
დათა ქაჯაიას, გარდა იმისა, რომ კარგი პილოტია, ერთი კარგი თვისებაც აქვს - მისთვის სრულიად ახალ ტრასაზეც ისე კარგად ასპარეზობს, იფიქრებთ, მთელი ცხოვრება აქ ვარჯიშობსო. შარშან ეს დაამტკიცა, როდესაც ლეჯენდსის კლასის ავტომობილების ევროპის ეროვნებათა თასის ჩემპიონი დებიუტისთანავე გახდა. ამ სეზონში კი ის ლიდერია, გამოკვეთილი ლიდერი. და ეს ლიდრობა დღეს, ბრიტანეთის ბრენდს ჰეჩზე სამი რბოლის შემდეგ, კიდევ უფრო განიმტკიცა.

„ჰიუნდაი“: მალე 90 პროცენტით ევროპული კომპანია ვიქნებით

We'll Soon Be 90 Percent European, Hyundai Says
9 ივნისი
რა თქმა უნდა, კომპანია კორეულ პასპორტს მომავალშიც შეინარჩუნებს და მის შესყიდვას არც რომელიმე ევროპული კომპანია აპირებს. კორეული კომპანია ამ განცხადებით გულისხმობს, რომ ევროპის ბაზარზე გამოტანილი ავტომობილების 90 პროცენტს, ევროპაში შეიმუშავებენ და გამოუშვებენ.

„იაგუარ ლენდ როვერი“ ვირტუალური სიმულაციის ტექნოლოგიას განავითარებს

JLR to lead £10m joint virtual engineering research programme
9 ივნისი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ 10 მილიონ გირვანქა სტერლინგს გაიღებს კვლევითი პროგრამისთვის, რომლის მიზანიც ისაა, რომ ბრიტანეთი ვირტუალური საიჟინრო სიმულაციების (მოდელირების) ტექნოლოგიების მხრივ, გლობალური ლიდერი გახდეს. პროგრამა ხუთწლიანია და მასში წამყვან როლს, ბრიტანეთის ოთხი უნივერსიტეტის გარდა, საინჟინრო და ფიზიკურ მეცნიერებათა კვლევითი საბჭო (EPSRC) ასრულებენ.

„მერსედეს SLS AMG ელექტრიკ დრაივ“ ნურბურგრინგზე (ვიდეო)

Watch the Mercedes SLS AMG Electric Drive Silently Lap the 'Ring in 7:56.2
9 ივნისი
სამქიმიანთა ელექტრონული მონსტრის განავარდება მწვანე ჯოჯოხეთში, ელექტრომობილებისთვის ახალი რეკორდული დროით დასრულდა. 7 წუთი და 56.234 წამი ის დროა, რომელიც „მერსედეს SLS AMG ელექტრიკ დრაივმა“ ნურბურგრინგის ჩრდილოური მაყუჟის გასავლელად იმყოფინა. ამასთან, ეს არის პირველი ელექტრონული ავტომობილი, რომელმაც ეს ლეგენდარული წრე რვა წუთზე ნაკლებში გაიარა.