დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 2, 2015

„მერსედესი“ ახალ ბოლიდს ტრასაზე იანვარში გამოიყვანს

Mercedes to test 2015 car in January - Wolff
2 იანვარი
„მერსედესი“ თავის ახალ ბოლიდს, რომლითაც გუნდიც და ლუის ჰამილტონიც ტიტულების დასაცავად იბრძოლებენ, ტრასაზე პირველად იანვარში გამოიყვანს. ეს სილვერსტოუნის ტრეკზე მოხდება, თუმცა გერმანული გუნდი იქ პრეზენტაციას არ გამართავს. ამის შესახებ, იტალიურ გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას, „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა.

„ფორდმა“ ქროსოვერ „ეჯის“ ახალი 2.0 ლ ეკობუსტი აღწერა

Ford Details 2015 Edge's New Twin-Scroll 2.0L EcoBoost Engine
2 იანვარი
„ფორდი“ მალე ამერიკის ბაზარზე ახალ ქროსოვერ „ეჯს“ შეიტანს, რომლის ძრავების გამაშიც დიდი სიახლეა. ესაა სერია ეკობუსტის 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელიც იმავე სერიის და ლიტრაჟის ძველ ძრავს შეცვლის. ახალი აგრეგატის მთავარი სიახლე, მისი ორხვეულიანი ტურბო კომპრესორია, რომლის დახმარებითაც, ძრავი აქსელერატორის მოძრაობაზე უფრო სწრაფად რეაგირებს.

„მაკლარენ P1“ ქაღალდისგან

McLaren P1 Made from Paper Is an Amazing Build
2 იანვარი
მულტი მილიონერიც რომ იყოთ, „მაკლარენის“ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ P1-ს მაინც ვეღარ შეიძენთ. ან თუ შეიძენთ, მეორად ბაზარზე გაცილებით ძვირის გადახდა მოგიწევთ. მაგრამ არის მეორე ვარიანტიც და ამას სულაც არ სჭირდება სქელი ჯიბე. თანაც, ეს ვარიანტი, ამ შესანიშნავი ავტომობილის აგებაში მონაწილეობის მიღებასაც გთავაზობთ! ოღონდ, ლაპარაკი არაა კიტ კომპლექტზე.