დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, April 7, 2013

ქაჯაიას ჰეთ-თრიკი დიჟონში


7 აპრილი
ენდურენსზე გამარჯვების შემდეგ
ორი მოგებული კვალიფიკაცია, ორი მოგებული მოკლე რბოლა, ერთიც ენდურენსი, წრის საუკეთესო დრო, ტრასის რეკორდი (ლეჯენდსის კლასის ავტომობილებისთვის) - ეს ყველაფერი ჰეთ-თრიკზე მეტია, თუმცა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი სამი მოგებული რბოლაა, რადგან დათა ქაჯაია ქულებს სწორედ ამ გამარჯვებების გამო მიიღებს.

საწვავის ნაცვლად... ალუმინი და ჰაერი (ვიდეო)

Phinergy's metal-air battery could eliminate EV range anxiety

7 აპრილი
ისრაელის კომპანია „ფინერჯი“ ტექნოლოგიურ გარღვევას ამზადებს, რომელსაც ბაზარზე ელექტრომობილების დამკვიდრების საქმეში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. მისმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს მეტალ-აიროვანი ელემენტები, რომლებსაც ელექტრომობილის ისეთი ნაკლის გამოსწორება შეუძლია, როგორიცაა სვლის მცირე სიშორე. „ფინერჯის“ მიერ შემუშავებული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილში საწვავის ნაცვლად სუფთა წყალი ჩაასხათ და ეს რამდენიმე ასეული კილომეტრის გასავლელად საკმარისი იქნება.

„მაკლარენი“ იმედოვნებს, რომ ჩინეთიდან გამოსწორდება

McLaren hopes recovery can start in Chinese Grand Prix

7 აპრილი
„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში დარწმუნებულია, რომ მისი გუნდ ჩინური ეტაპიდან გაცილებით უკეთ იასპარეზებს. ის ამბობს, რომ სამკვირიანი პაუზისას, გუნდის ინჟინრებმა ჩავარდნის ზოგიერთი მიზეზი იპოვნეს. და სწორედ ესაა ოპტიმიზმის საფუძველი.