დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, October 22, 2013

„პორშე“ ფორმულა ერთში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს

Porsche denies latest F1 rumours
22 ოქტომბერი
„პორშემ“ კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ფორმულა ერთში დაბრუნებას გეგმავდეს. ჯერ კიდევ შარშან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ლე მანზე „პორშეს“ დაბრუნება, ფორმულა ერთში დაბრუნების წინ ერთგვარი მოთელვაა და მეტი არაფერი. გერმანული კომპანიის გუნდში მარკ ვებერის გადასვლამ ეს ვარაუდი კიდევ უფრო გააძლიერა.

კარლოს საინს უმცროსი ფორმულა ერთს უმიზნებს

2014 could be F1 prelude for Sainz jr - father
22 ოქტომბერი
კარლოს საინსი და კარლოს საინს უმცროსი
რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი კარლოს საინსი ამბობს, რომ მისი შვილის, კარლოს საინს უმცროსის კარიერისთვის მომავალი სეზონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უმცროსი საინსი ახლა მხოლოდ 19 წლისაა და ის „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტთა პროგრამას გადის.

„მერსედეს-ბენცმა“ ახალ S-კლასზე უკვე 30 000 შეკვეთა მიიღო

2014 Mercedes-Benz S-Class Already Registers 30,000 Orders
22 ოქტომბერი
„მერსედეს-ბენცში“ უყვართ ხალხში გავრცელებული იმ მოსაზრების ხსენება, რომლის თანახმადაც, S-კლასის სედანი მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილია. ახლა კი ამის დასტურად, სტატისტიკის მოშველიებაც შეუძლიათ - უახლესი S-კლასი ბაზარზე სამი თვის გამოსულია, სამქიმიანებს კი მასზე უკვე 30 000 შეკვეთა აქვთ მიღებული.

„ფორდ ტრანზიტ კონექტი“ ჰონ კონგის ტაქსადაც იმუშავებს

New Ford Transit Connect Taxi Goes to Hong Kong
22 ოქტომბერი
ჰონ კონგი დაემატა იმ დიდი ქალაქების სიას, სადაც „ფორდის“ უახლესი ვენი „ტრანზიტ კონექტი“, რომელსაც „მომავლის ტაქსი“ უწოდს, ტაქსის ფორმაში გამოწყობილი ივლის. „ფორდს“ ამერიკაში ტაქსის ბაზრის დაახლოებით 60 პროცენტი ეკუთვნის და ახლა უკვე გლობალურ ბაზარზეც გადის. ცისფერი ოვალის მიზანს, პირველ რიგში, მსოფლიოს დიდი ქალაქების „ათვისება“ წარმოადგენს.

„მაკლარენ P1“ ნურბურგრინგზე - 6:47

Internet Rumors Talk of McLaren P1 Lapping the 'Ring in 6:47
22 ოქტომბერი
არაოფიციალური ინფორმაციით, „მაკლარენ P1“ ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა - წრე 6 წუთსა და 47 წამში გაიარა და ერთი წამით გააუმჯობესა „რადიკალ SR8 LM-ის“ ძველი რეკორდი. იმავდროულად, ბრიტანულმა ჰიბრიდულმა ავტომობილმა, სერიული ავტომობილების რეკორდიც (6:57) გააუმჯობესა, რომელიც ცოტა ხნის წინ, მისმა უშუალო კონკურენტმა, „პორშე 918 სპაიდერმა“ დაამყარა.