დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, June 14, 2013

„ბეემვეს“ მე-4 სერიის კუპე - პირველი პაემანი

All-New 2014 BMW 4-Series Coupe, This Is It!
14 ივნისი
ბავარიულმა კომპანიამ ჯერ მხოლოდ ფოტოებით და ზოგადი დახასიათებით გაგვაცნო ავტომობილი, რომლითაც „ბეემვეს“ სამოდელო ოჯახში ახალი წევრი გამოჩნდა. ესაა მე-4 სერიის კუპე, ავტომობილი, რომელსაც გერმანული კომპანია ადრე ორკარიანი მე-3 სერიის სახით სთავაზობდა მყიდველს. ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია პირველად დეტროიტის მოტორ შოუზე ვნახეთ, სერიული ვერსიის მსოფლიო პრემიერა კი ფრანკფურტის მოტორ შოუზეა დაგეგმილი.

ალონსო მსოფლიოში ყველაზე მაღალხელფასიანი მრბოლია

The World's Highest-Paid Athletes 2013
14 ივნისი
ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა მსოფლიოს 100 ყველაზე მაღალხელფასიანი სპორტსმენის სია, რომელშიც მხოლოდ რვა მრბოლი შევიდა. მათ შორის, ყველაზე მაღალი, მე-19 ადგილი „ფერარის“ ესპანელ მრბოლ ფერნანდო ალონსოს უკავია, რომელსაც შარშანდელი 1 ივნისიდან წლევანდელ 1 ივნისამდე ჯამში 30 მილიონი დოლარი აქვს მიღებული. ამ თანხიდან, იტალიურ საჯინიბოს ხელფასზე 28 მილიონი მოდის, დანარჩენი თანხა კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს კერძო კონტრაქტებიდან აქვს მიღებული.

„ბეემვე-ტოიოტას“ ერთობლივი კუპე „სუპრას“ მსგავსი იქნება

Toyota Chairman Says BMW Joint Venture Coupe Should be Like the Supra
14 ივნისი
იმ მომენტიდან, როგორც კი „ტოიოტამ“ და „ბეემვემ“ ერთობლივი პროექტების განხორციელება გადაწყვიტეს და გამოაცხადეს, რომ ამ პროექტებს შორის, ახალი კუპეს შექმნაა, საავტომობილო მედიაში გაცნდა ხმები იმის შესახებ, რომ ახალი ავტომობილი „სუპრას“ შემცვლელი იქნება. მაშინ ამ ვარაუდს საფუძველი „ბეემვეს“ წყარომაც შეუქმნა, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა, ჩვენ „სუპრას“ ხელახლა დაბადების მოწმენი გავხდეთ.

„ფოლკსვაგენ გოლფი“ – უკვე 30 მილიონი

Volkswagen celebrates the 30 millionth Golf
14 ივნისი
„ფოლკსვაგენს“ ისტორიული მომენტი დაუდგა - კომპანიის ვოლფსბურგის ქარხნის კონვეიერი, მე-30-მილიონე“ გოლფმა“ დატოვა. ისტორიული ნომრით გამოვიდა „გოლფ TDI ბლიუმოუშნ“, რომელიც ბაზარზე ახალი წარდგენილია. ეს ვტომობილი ას კილომეტრზე მხოლოდ 3.2 ლიტრ საწვავს მოიხმარს და გერმანული კომპანიის ისტორიაში, ყველაზე ეკონომიური „გოლფია“.