დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 31, 2013

„ბეემვე“ i-ბრენდის ტექნოლოგიებს სხვა მოდელებზეც გამოიყენებს

Technology from i Cars Will Be Used on Other BMW Models Too - Report
31 ოქტომბერი
„ბეემვემ“ ქვე-ბრენდ i-ს განვითარებაზე უზარმაზარი ინვესტიციები გაიღო. მართალია, ჯერჯერობით ამ ბრენდის ორი უახლესი ავტომობილი - i3 და i8 მცირე რაოდენობით იყიდება, მაგრამ ბავარიელებს წინასწარ ჰქონდათ გათვალისწინებული. ისინი იმ უახლეს ტექნოლოგიებს, რომლებიც i-ბრენდისთვის შეიმუშავეს, თავიანთ სხვა, მსხვილსერიულ მოდელებზეც დანერგავენ. ამ ტექნოლოგიებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია CFRP (კარბონის ბოჭკოთი გაძლიერებული პლასტიკი, იგივე კომპოზიტი).

„რედ ბულში“ ნიუის ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა?

Red Bull's Newey era set to end
31 ოქტომბერი
ძნელი სათქმელია, რას მიაღწევდა სებასტიან ფეტელი, „რედ ბულის“ მანქანების შექმნას ედრიან ნიუი რომ არ უძღვებოდეს. თუმცა, ალბათ მალე ამასაც გავიგებთ, რადგან არაა გამორიცხული, ლეგენდარულმა ინჟინერმა ავსტრიული გუნდი დატოვოს და სარეგატო იახტების შექმნაზე გადაერთოს, რაც მისი დიდი ხნის ოცნებაა. ფეტელის ინდოეთში ტრიუმფის შემდეგ, ერთ-ერთი ინტერვიუსას, ნიუიმ თავისი ძველი გატაცება ახსენა. „იქნებ, შემდეგი ამერიკის თასი იყოს? ვინ იცის“, - განაცხადა 54 წლის ბრიტანელმა.