დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 14, 2014

ავარია მონცაზე. ბედად, ტრავმების გარეშე

Scary Formula Renault Crash Surprisingly Leaves Nobody Injured
14 აპრილი
ადრე ასეთი ავარიები ფატალური შედეგით სრულდებოდა. მაგრამ თანამედროვე ავტოსპორტი იმითაცაა გამორჩეული, რომ მაქსიმალურად იცავს პილოტებს ტრავმებისა და უფრო უარესისგან. ახლახანს ფ1-ში მოხდა ავარია, რომლის დროსაც, მექსიკელი ესტებან გუტიერესის „ზაუბერი“ ასფალტზე ზურგით დაენარცხა, მაგრამ ბედად, პილოტი სრულიად უვნებელი გადარჩა.

შუმახერის მდგომარეობა ისევ უმჯობესდება

More 'small improvements' in Schumacher condition - manager
14 აპრილი
მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უმჯობესდება. ეს ინფორმაცია მისმა მენეჯერმა საბინე კემმა გაავრცელა და დაამატა, რომ როგორც კი მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ჰოსპიტალს დატოვებს, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციების გამოქვეყნება შეწყდება.

ლოებმა WTCC-ში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა

Morocco WTCC: Sebastien Loeb wins on debut weekend for Citroen
14 აპრილი
ტურინგის კლასის მსოფლიო ჩემპიონატზე (WTCC) თავისი გამოსვლა საებასტიან ლოებმა გამარჯვებით დაიწყო. რალის მსოფლიო ჩემპიონატის ცხრაგზის გამარჯვებულმა, პირველივე ეტაპზე, რომელსაც მაროკოს ქალაქ მარაკეშის ქუჩებმა უმასპინძლა, მეორე რბოლაში გამარჯვება მოიპოვა.

დომენიკალი „ფერარის“ ტოვებს

Stefano Domenicali Quits Scuderia Ferrari, to Be Replaced by Marco Mattiacci
14 აპრილი
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ფერარის“ ფ1-ის გუნდის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს სტეფანო დომენიკალი, რომელსაც იტალიელი მარკო მატიაჩი შეცვლის. სეზონის დასაწყისში ასეთი რადიკალური ცვლილების მიზეზი, მარანელოელთა სერიოზული ჩავარდნაა. გუნდი ვერაფრით ახერხებს მოწინვეთა შორის დაბრუნებას და თუ ქულებს აგროვებს, მხოლოდ თავისი პილოტების - ფერნანდო ალონსოს და კიმი რაიკონენის წყალობით.