დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 18, 2013

ჰაერზე მომუშავე ავტომობილი

Compressed Air-Powered Tata Vehicle to Get 200 Km/125 Miles Range
18 იანვარი

ავტომობილის მამოძრავებლად შეკუმშული აირის გამოყენება ახალი იდეა არ არის. უკვე დიდი ხანია, ამ მიმართულებით ექსპერიმენტები ტარდება, მაგრამ ჯერ ტექნოლოგია იმდენად ვერ დაიხვეწა, რომ სერიულ წარმოებაში დაინერგოს. თუმცა, მას შემდეგ, რაც საქმეში „ტატა მოტორსი“ ჩაერთო, კონსტრუქციის დანერგვის პერსპექტივაც გაიზარდა.

ნიუი: შარშან „რედ ბულს“ ხელი FIA-მ შეუშალა

Last-minute ban spoiled Red Bull's 2012 start – Newey
18 იანვარი

„რედ ბულ რეისინგის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი აღიარებს, რომ გასული სეზონის დასაწყისში, FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) მიერ ჩასაბერი დიფუზორის ახალი სისტემის აკრძალვამ, RB8-ს კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად დააქვეითა.

„ჰონდას“ მოულოდნელი კონცეპცია კანადაში

Honda Surprises Canadians with World Premiere of New GEAR Concept at Montreal
18 იანვარი
დეტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუს პარალელურად, მონრეალში კანადური საერთაშორისო ავტო შოუ ჩატარდა, სადაც „ჰონდამ“ ყველას გასაკვირად, კონცეპტუალური საქალაქო სუბკომპაქტური ავტომობილი, სახელად „გიარ“ წარადგინა. იაპონური კომპანიის განცხადებით, ამ ავტომობილით, ახალგაზრდა, ქალაქელი მყიდველის მიზიდვა იქნება შესაძლებელი.

შემდეგი თაობის „ვოლტი“ გაცილებით იაფი ეღირება

Next-gen Chevy Volt will be "thousands of dollars" cheaper
18 იანვარი

სანამ „ფორდს“ ორი პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი, ელექტრომობილების ბაზარზე დამკვიდრდება, ელექტრომობილი „ნისან ლიფი“ და პლაგ-ინ ჰიბრიდული „შევროლე ვოლტი“ ამ სეგმენტის მოთამაშეებად რჩებიან. იაპონურმა კომპანიამ ახლახანს მკვეთრად შეამცირა თავისი ელექტრომობილის ფასი, რამაც გაყიდვები უნდა გამოასწოროს. „ვოლტი“ კარგად იყიდება და როგორც ჩანს, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა ამერიკული კომპანია ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

„როლს როისი“ ყველაზე მძლავრ მოდელს ჟენევაში წარადგენს

Rolls-Royce to unveil 'most powerful' model at Geneva show
18 იანვარი

მალე „როლს როისის“ გამაში სრულიად ახალი ავტომობილი გამოჩნდება, სახელად „ვრეიტ“ (სახელებში მოჩვენებების თემა გრძელდება), რომელიც კომპანიის განცხადებით, მის 108-წლიან ისტორიაში, „ყველაზე დინამიური და მძლავრი“ ავტომობილი იქნება. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე შედგება, გაყიდვები კი მეოთხე მეოთხედში დაიწყება.

გორდონმა მეორე ეტაპი მოიგო

Stephane Peterhansel nears win as Robby Gordon sets pace
18 იანვარი
დაკარის დასრულებამდე ერთი ეტაპიღა დარჩა და გამარჯვებული პრაქტიკულად ცნობილია - ფრანგ სტეფან პეტერანსელს ახლა მე-11 ტიტულის მოპოვებაში სასტიკი უიღბლობაღა თუ შეუშლის ხელს. მართალია, მე-13 ეტაპზე მას უახლოესმა მდევარმა, სამხრეთ აფრიკელმა ხინიელ დე ვილიერსმა ჩამორჩენა 6 წუთით შეუმცირა, მაგრამ კიდევ 44-ს აგებს. მოკლედ, თუ ტექნიკამ გაძლო...

ლოებმა ლიდერობა განიმტკიცა

Sebastien Loeb builds Monte Carlo Rally lead over Sebastien Ogier
18 იანვარი

სებასტიან ლოების შეჩერება შეუძლებელია. რთული პირობების მიუხედავად, ფრანგი მრბოლი მაინც ყველაზე სწრაფი და სტაბილურია. ცოტათი, მაგრამ მან თავისი უპირატესობა მესამე დღესაც გაზარდა. მის მდევრებს შორის ბრძოლა კი გამწვავდა. ეს არცაა გასაკვირი - ამჯერად ლოები ტიტულისთვის არ იბრძვის და მისი გამარჯვება არავის არაფერს დააკლებს. ჩემპიონატის რეალური ლიდერი კი ის გახდება, ვინც მეორე ადგილს დაიკავებს.

„ფორდ ფიუჟნ ენერჯი“ – 1000 კილომეტრი ერთი გაწყობით

Ford Fusion Energi boasts 620-mile total range, 21 in EV mode
18 იანვარი

„ფორდს“ გამაში ყველაზე ეკონომიური სედანი „ფიუჟნია“, ახლახანს კი გაყიდვაში „ფიუჟნ ენერჯი“ გამოვიდა, რომელიც პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილების კლასში საუკეთესო მახასიათებლებით გამოირჩევა. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) გამოაქვეყნა ამ ავტომობილის კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც მის გაყიდვებზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს.

„ფორს ინდიას“ ბედი გაურკვეველია

Force India 'could collapse' amid Mallya crisis
18 იანვარი

„ფორს ინდია“ სერიოზულ კრიზისშია და არაა გამორიცხული, რომ მალე ფორმულა ერთს ეს გუნდიც გამოაკლდეს. ამ ინფორმაციას ჟურნალი „იტალიარასინგი“ ავრცელებს, რომელმაც თავის დროზე, ფ1-ში „პირელის“ დაბრუნება იწინასწარმეტყველა.