დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 18, 2013

„ფორდ ფიუჟნ ენერჯი“ – 1000 კილომეტრი ერთი გაწყობით

Ford Fusion Energi boasts 620-mile total range, 21 in EV mode
18 იანვარი

„ფორდს“ გამაში ყველაზე ეკონომიური სედანი „ფიუჟნია“, ახლახანს კი გაყიდვაში „ფიუჟნ ენერჯი“ გამოვიდა, რომელიც პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილების კლასში საუკეთესო მახასიათებლებით გამოირჩევა. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) გამოაქვეყნა ამ ავტომობილის კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც მის გაყიდვებზე აუცილებლად დადებითად იმოქმედებს.

კერძოდ, როგორც ირკვევა, ამ ავტომობილს ერთი სრული ავზით 1000 კილომეტრის გავლა შეუძლია. მართალია, ელემენტებში დაგროვილი ენერგია მხოლოდ 33 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი, მაგრამ შემდეგ საქმეში შიდაწვის ძრავის და გენერატორის ტანდმი ერთვება, რომელთა მიერ გამომუავებული ენერგიაც ავტომობილს თითქმის 970 კილომეტრს გაატარებს.
იმავე EPA-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, „ფიუჟნ ენერჯის“ ქალაქში მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად 2.18 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, მაგისტრალზე კი - 2.40 ლიტრი. შერეული ციკლით (ქალაქსა და მაგისტრალზე) ხარჯი 2.35 ლიტრია. ამ მაჩვენებლით, ის თავის მთავარ კონკურენტებს - „ტოიოტა პრიუსის“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ვერსიას და „შევროლე ვოლტს“ სჯობნის.
„ფიუჟნ ენერჯი“ „ფორდის“ საწარმოო გამაში მეორე პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილია „C-მაქს ენერჯის“ შემდეგ, რომლის გაყიდვები ასევე გასული წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო და ამის მიუხედავად, მან უკან ჩამოიტოვა „ტოიოტა პრიუსის“ პლაგ-ინ ჰიბრიდული უნივერსალი.

No comments:

Post a Comment