დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 24, 2013

ახალ „ფერარის“ პირველი რაიკონენი გამოსცდის

Raikkonen to get first taste of 2014 Ferrari
24 დეკემბერი
„ფერარის“ ახალ ბოლიდს, რომლითაც იტალიური გუნდი მომავალ სეზონში ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს, პირველი კიმი რაიკონენი გამოსცდის. ოთხდღიან ტესტებზე, რომლებსაც ესპანეთის ქალაქ ხერესის ტრეკი იანვრის ბოლოს უმასპინძლებს, პირველ ორ დღეს ტრასაზე ფინელი მრბოლი გაატარებს, დარჩენილ ორ დღეში კი მას ფერნანდო ალონსო შეცვლის.

„ჰიუნდაი“ ახალ „ჯენეზისს“ ევროპაში მერმისს შეიტანს

Hyundai will debut Genesis sedan in Europe next year
24 დეკემბერი
„ჰიუნდაი“ ახალ „ჯენეზისს“ მომავალ წელს ევროპის ბაზარზე შეიტანს, სადაც კონკურენციას გერმანულ პრემიუმ ბრენდებს - „მერსედეს-ბენცს“, „ბეემვეს“ და „აუდის“, მათსავე ტერიტორიაზე გაუწევს. კორეული კომპანია აცხადებს, რომ „ჯენეზისი“ პირველი პრემიუმ კლასის სედანია, რომელსაც ევროპაში შეიტანს. ამასთან, „ჰიუნდაი“ არ მალავს, რომ მისი მიზანია, ევროპაში აღარ ჰქონდს ისეთი ავტომეწარმოებლის იმიჯი, რომელიც მყიდველს ავტომობილებს შეღავათიან ფასში სთავაზობს.

ახალი „მუსტანგის“ პირველი ეგზემპლარი აუქციონზე გაიყიდება

First Retail 2015 Ford Mustang to Go under the Auction Hammer in January
24 დეკემბერი
„ფორდმა“ უახლესი, მეექვსე თაობის „მუსტანგი“ 5 დეკემბერს გვიჩვენა, მაგრამ ამ ავტომობილს, რომელიც ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გამოვა, აქტუალობას ჯერაც არ კარგავს. მალე მასზე გამოყენებულ ტექნოლოგიებს ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის გამოფენაზე გაგვაცნობენ, ცოტა მოგვიანებით კი „მუსტანგის“ პირველ ეგზემპლარს „ბარეტ-ჯექსონს“ აუქციონზე გაიტანს.

ფეტელი: დიდი გუნდები სიახლეებს ალღოს მალე აუღებენ

Sebastian Vettel: F1's big teams will cope best with rule changes
24 დეკემბერი
ლუის ჰამილტონისგან განსხვავებით, სებასტან ფეტელი თვლის, რომ რეგლამენტის რადიკალური ცვლა დიდ გუნდებს სერიოზულ პრობლემებს ვერ შეუქმნის, რადგან მათ აქვთ ყველა საშუალება და გამოცდილება იმისათვის, რომ ახალ წესებს მალე აუღონ ალღო და თავიდანვე ტიტულისთვის ბრძლაში ჩაერთონ.

ჰამილტონს „რედ ბულის“ დამარცხების იმედი აქვს

Lewis Hamilton hopes new 2014 rules will help chasing pack topple Red Bull
24 დეკემბერი
ლუის ჰამილტონს იმედი აქვს, რომ ახალი ტექნიკური რეგლამენტის წყალობით, „რედ ბულის“ დომინაციას წერტილი დაესმება და ტიტულისთვის ბრძოლას სხვა გუნდებიც შეძლებენ. ის ამბობს, რომ რეგლამენტის რადიკალურად შეცვლის გარეშე, წითელი ხარების ჰეგემონიის დამხობაზე ოცნებაც კი ზედმეტი იქნებოდა.