დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, May 26, 2015

„სუზუკი“ მინი ქროსოვერ iM-4-ს 2018 წელს გამოუშვებს

Suzuki iM-4 Mini Crossover Will Reportedly Arrive in 2018
26 მაისი
„სუზუკიმ“ მწვანე შუქი აუნთო კონცეპტუალურ მინი ქროსოვერ iM-4-ს, რომლის წარმოებაც 2018 წელს დაიწყება. ამ ავტომობილის პრემიერა ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე გაიმართა. პატარა ავტომობილი წარმოებისთვის პრაქტიკულად მზადაა, თუმცა იაპონურ კომპანიას მისი შემდგომი სრულყოფა აქვს გადაწყვეტილი.

მექსიკის პრობლემები, რომლებზეც ყველა იოცნებებდა

Auto industry's $23 billion investment in Mexico may face snarls at ports
26 მაისი
მსოფლიოს ყველა დიდი კომპანია, რომლებიც ჩრდილოამერიკულ ბაზარზე მუშაობენ, ავტომობილების მექსიკაში წარმოებას ცდილობს. ამის მთავარი მიზეზები, მთავარ ბაზართან (აშშ) სიახლოვე და წარმოების სიიაფეა. რა თქმა უნდა, ქვეყანაში უკვე საკმარისად ძლიერ განვითარდა მაკომპლექტებლების წარმოების ინფრასტრუქტურა, რაც ავტოკომპანიების მექსიკით კიდევ უფრო მეტად დაინტერესებას იწვევს.

„იაგუარ ლენდ როვერი“ ახალ ქარხანას აღმოსავლეთ ევროპაში ააშენებს

Jaguar Land Rover Reportedly Considering A Plant In Eastern Europe
26 მაისი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ბრიტანეთის გარეთ ავტომობილების წარმოებას აფართოებს. ინდოეთში, ჩინეთსა და ბრაზილიაში წარმოების დაწყების შემდეგ, აქტუალური ჩრდილოეთ ამერიკაში ახალი ქარხნის ამუშავება გახდა. თუმცა როგორც გამოცემა „ფაინენშლ ტაიმსი“ იუწყება, ამერიკაზე ადრე, მორიგი ქარხანა აღმოსავლეთ ევროპაში ამოქმედდება. ამ ეტაპზე, ბრიტანული კომპანია არჩევს, ქარხანა პოლონეთში ააშენოს, სლოვაკეთში, ჩეხეთში, თუ უნგრეთში.