დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 17, 2013

„ნისანმა“ სარბოლი ელექტრომობილი გაგვაცნო (ვიდეო)

Nissan ZEOD RC Makes Public Debut
17 ოქტომბერი
სულ რვა თვე დასჭირდათ „ნისმოს“ სპეციალისტებს იმისათვის, რომ ჰიბრიდული სარბოლი ავტომობილი, „ნისან ZEOD RC“ მოემზადებინათ. ამ ავტომობილის პირველი პროტოტიპი იაპონურმა კომპანიამ ლე მანის წლევანდელი რბოლის წინ წარუდგინა მედიას, დღეს კი ქალაქ იოკოჰამაში (იაპონია), „ნისმოს“ შტაბ-ბინაში, ის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში გვიჩვენა.

ახალი „შელბი კობრას“ ესკიზები

New Shelby Cobra Design Study Looks Like a Viper Killer
17 ოქტომბერი
ხუთ ათეულ წელიწადზე მეტია, ავტომობილი სახელად „AC კობრა“, ანუ როგორც ხშირად უწოდებენ, „შელბი კობრა“ ამერიკასა და მთელს მსოფლიოში, სპორტული სუპერ ავტომობილების მოყვარულების ოცნებებს აღძრავს. მსუბუქი, ძალიან ძლიერი და ორიგინალური გარეგნობის „კობრა“ ჭეშმარიტი მძღოლებისთვისაა და არა სუსტი გულის ადამიანებისთვის, ვისაც მკვეთრი მანევრების და სწრაფი აჩქარების შიში აქვთ. მოკლედ, „კობრა“ ამერიკული ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი კერპია.

„მერსედესი“ „მაკლარენს“ კვლავ პრიორიტეტულ მომსახურებას გაუწევს

Mercedes says his common McLaren can expect engine parity in 2014
17 ოქტომბერი
„მერსედესი“ შეპირდა „მაკლარენს“, რომ მომავალ სეზონშიც, ძრავების მიწოდებისას, კვლავ პირველი კლასის მომსახურებას გაუწევს. როგორც ცნობილია, ბრიტანული საჯინიბო 2015 წლის სეზონიდან „ჰონდას“ ძრავების გამოყენებას იწყებს და არსებობს იმის საშიშროება, რომ იაპონური კომპანია, თავისი ძრავის შემუშავების პროცესში, თავისი მომავალი პარტნიორისგან, კონკურენტი კომპანიის სიახლეებზე საჭირო ინფორმაციას მიიღებს.