დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 1, 2013

„ჰიუნდაის“ სახეშეცვლილი „ეკუსის“ დებიუტი ნიუ იორკში

Hyundai Debuts 2014 Equus
1 აპრილი
ანალიტიკურ კომპანია „კომპეტის“ ინფორმაციით, ამერიკის პრემიუმ ლუქს სედანების კლასში, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, „ჰიუნდაი ეკუსია“ (მერსედეს-ბენცის S-კლასზე, მე-7 სერიის „ბეემვეზე“, „აუდი A8-ზე“, „ლექსუს LS-ზე“ და „იაგუარ XJ-ზე“) და ბუნებრივია, კორეულმა კომპანიამ ეს ინფორმაცია იმ რელიზში შეიტანა, რომლითაც ამ ავტომობილის სახეშეცვლილი ვერსია, ნიუ იორკის ავტო შოუზე წარადგინა. ასეთი პოპულარობის მიუხედავად, „ჰიუნდაიმ“ თავისი ლუქს სედანი განაახლა და მყიდველს ამიერიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულს შესთავაზებს.

„ფორდი“ თავის შეფს ბონუსად თითქმის 12 მილიონ დოლარს გადაუხდის


Ford awards Mulally nearly $12 million in performance bonuses
1 აპრილი
„ფორდ მოტორ კომპანის“ მთავარმა აღმასრულებელმა ალან მიულალიმ (ფოტოზე) გასულ წელს შესრულებული სამუშაოსთვის, ბონუსების სახით, თითქმის 12 მილიონი დოლარი მიიღო. ამერიკულმა კომპანიამ ბონუსები როგორც წესი, აქციებით გადაუხადა. საბოლოოდ, ამ აქციების ბირჟაზე გაყიდვის შემდგ, თანხამ 11.7 მილიონი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მიულალიმ მიიღო ასევე 7 მილიონი იმ თანხიდან, რომელიც 2010 წელს ეკუთვნოდა (უბრალოდ, დაბალი ფასის გამო, მაშინ ეს აქციები არ გაყიდა).

უახლეს სუპერ-ჰიბრიდები მწვანე ავტომობილების ავტორიტეტს გაზრდისლაფერარის შასი

Hyper-hybrid LaFerrari could redefine green cars
1 აპრილი
ფერარი ლაფერარი
ჟენევის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, უდაოდ „ფერარის“ უახლესი, ჰიბრიდული ჰიპერ ავტომობილი „ლაფერარი“ იყო, რომელიც ბაზარზე თავის მთავარ კონკურენტ „მაკლარენ P1-თან“ ერთად გამოჩნდა. რა თქმა უნდა, მისი დებიუტი, მიუხედავად ძალიან შეზღუდული წარმოებისა, ავტოსამყაროში გამორჩეული მოვლენაა. თუმცა, უფრო მთავარი ამჯერად ისაა, რომ ეს ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი. და ეს მის მახასიათებლებს არათუ აკნინებს, არამედ კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის!

„კიას“ კონცეპტუალური ოთხკარიანი კუპე - „ქუბ“


Kia Thinks New CUB Concept is a Four-Door Coupe
1 აპრილი
სეულის მოტორ შოუზე, „კიამ“ კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად „ქუბ“, წარადგინა. კორეული კომპანიის განმარტებით, ეს არის ოთხკარიანი კუპე. ეს ტერმინი - ოთხკარიანი კუპე, ბოლო ხანს ძალიან გავრცელდა. მწარმოებლები ასე მოიხსენიებენ თავიანთ სედანებს, რომლებიც გარეგნულად კუპესაც მოგვაგონებენ. მაგრამ როგორც წესი, ასეთებად დიდი ზომის მანქანებს მოიხსენიებენ.

„სუზუკი“ შანჰაის მოტორ შოუზე კონცეპტუალური სედანით წარდგება

Suzuki Foretells Arrival of Authentics Sedan Concept via Teaser Ahead of Shanghai Show
1 აპრილი
„სუზუკიმ“ ახლახანს ამერიკის და კანადის ბაზრები დატოვა. ამ ნაბიჯის გადადგმა ცოტა გასაკვირიც კი იყო იმის ფონზე, რომ მისი გაყიდვები იზრდებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, იაპონური კომპანიის ქმედება სრულიად გააზრებული და პრაგმატული ყოფილა - საქმე ისაა, რომ „სუზუკიმ“ ახალ პრიორიტეტად ჩინური ბაზარი შეარჩია. ცისქვეშეთი უკვე არის მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარი და კვლავაც სწრაფი ტემპით იზრდება. მალე იქ გაყიდვების წლიური მოცულობა 20 მილიონს მიაღწევს...

შემდეგი „ფოლკსვაგენ შიროკო“ რადიკალურად განსხვავებული იქნება


Next Volkswagen Scirocco will be Radically Different, Says Walter de Silva
1 აპრილი
„ფოლკსვაგენმა“ სპორტული მოდელი „შიროკო“ ბაზარზე 2008 წელს დააბრუნა და ყველას დაუმტკიცა, რომ მის დიზაინერებს სხვანაირი, კოხტა და საინტერესო ავტომობილების შექმნა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილიც ყველას გემოვნებას და მოთხოვნებს ვერ შეესაბამება, მაგრამ საერთო ჯამში, ვოლფსბურგელთა საწარმოო გამაში სიხალისე შემოაქვს.