დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 24, 2015

„ბუგატიმ“ ბოლო „ვეირონი“ გაჰყიდა

Bugatti Sold the Last Veyron, Will Bring it to Geneva
24 თებერვალი
მორჩა! თუ ახალი „ბუგატი ვეირონის“ ყიდვას აპირებდით, ამას ვეღარ შეძლებთ. რადგან ბოლო, 450-ე ეგზემპლარი, „გრანდ სპორტ ვიტესის“ ბაზაზე, შემკვეთის სურვილების გათვალისწინებით დამზადებული ავტომობილი, მეტსახელად “La Finale”, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. თუმცა, სანამ პატრონს ჩააბარებენ, „ბუგატი“ მას ჟენევის მოტორ შოუზე გამოფენს. სხვათა შორის, სტენდზე მის გვერდით, პირველი „ვეირონის“ ხილვაც შესაძლებელი იქნება.

განახლებული „რეინჯ როვერ ევოუკი“

Land Rover Refines Look Of 2016 Range Rover Evoque, Adds New Ingenium Diesel
24 თებერვალი
ჟენევაში პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, „ლენდ როვერმა“ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის, „რეინჯ როვერ ევოუკის“ განახლებული ვერსიის ფოტოები გაავრცელა და მისი მახასიათებლებიც გაგვაცნო. სიახლეებია როგორც ექსტერიერსა და ინტერიერში, ასევე ეკიპირებაშიც.

რორი ბერნი „ფერარის“ ბანაკს დაუბრუნდა

Star engineer Rory Byrne is helping Ferrari's revolution
24 თებერვალი
ფორმულა ერთის ლეგენდარული სამხრეთაფრიკელი ინჟინერი რორი ბერნი „ფერარის“ დაუბრუნდა. ოღონდ არა როგორც ტექნიკური გუნდის სრულფასოვანი წევრი, არამედ როგორც ტექნიკურ დირექტორ სიმონე რესტას მრჩეველი. ბერნი 2000-იანი წლების დასაწყისში, „ფერარის“ ოცნების გუნდის წევრი იყო. მასთან ერთად, მარანელოელთა გამარჯვებებში ჟან ტოდტი, როს ბრაუნი და რა თქმა უნდა, მიხაელ შუმახერი მონაწილეობდნენ.

ახალ „ფორდ GT-ს“ კანადაში გამოუშვებენ

All-new Ford GT production confirmed
24 თებერვალი
ახალ სუპერქარ GT-ს, რომელიც „ფორდმა“ დეტროიტის მოტორ შოუზე გაგვაცნო, ცისფერი ოვალის ძველი პარტნიორი, კანადური „მულტიმატიკ მოტორსპორტსი“ გამოუშვებს. ეს კომპანია „ფორდთან“ მოტორსპორტულ არენაზე უკვე 30 წელია, თანამშრომლობს. GT-ს წარმოება მომავალ წელს დაიწყება. ავტომობილი გლობალური მასშტაბით, მათ შორის, ევროპაშიც გაიყიდება.

ჰორნერი: „რენოს“ ძრავს ელექტრო ენერგიის განაწილების პრობლემა აქვს

Horner says Renault engine has power distribution issue
24 თებერვალი
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი და კონსულტანტი ჰელმუტ მარკო დარწმუნებულები არიან, რომ „რენოს“ ძრავი გაუმჯობესებულია, თუმცა არა იმდენად, რომ დომინანტ „მერსედესს“ მეტნაკლები კონკურენცია გაუწიოს. და მაინც, ისინი ამბობენ, რომ ახალ სეზონში მათი გუნდის განკარგულებაში გაცილებით უკეთესი აგარეგატი იქნება.